თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 18:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2318,
კომენტარები: 13
ლინგარდი: "ადგილის დაბრუნებას ვეცდები"
ჯესი ლინგარი ბრძოლისთვის მზადაა.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდი მზადაა, ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველ გუნდში ადგილის დაბრუნებისთვის იბრძოლოს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდების მატჩში, რომელიც "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით 2-1 დასრულდა, ჯესი ლინგარდმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

22 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" პირველი გუნდის რიგებში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში მიიღო ტრავმა და "სუონსისთან" მატჩში 24-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმის მოშუშება და დაბრუნება კი მიმდინარე თვის დასაწყისში "ნორვიჩის" 21 წლამდელთა გუნდთან მოახერხა.

ლინგარდს, რომელმაც 2011 წელს ინგლისის ახალგაზრდული თასი მოიგო, მიმდინარე სეზონის ბოლოს მოქმედი კონტრაქტი ეწურება, მაგრამ მზადაა ყველაფერი გააკეთოს ვან გაალზე შთაბეჭდილების მოსახდენად და გუნდში თავის დასამკვიდრებლად.

"პლეიმეიკერის პოზიციაზე ხუანსა და ვაზას შეუძლიათ თამაში. მაგრამ ვარჯიშებზე ყოველდღიურად ვეცდები ჩემი საქმე გავაკეთო, რათა შესაძლებლობა დავიბრუნო."

"დაბრუნება კი საოცარი იყო"

"ვფიქრობ, ფორმის აღდგენასთან ახლოს ვარ. "ნორვიჩის" წინააღმდეგ დაახლოებით 70 წუთი ვითამაშე, მაგრამ შემდეგ ტრავმამ შემაწუხა. მატჩის დასატოვებელი კარი უკან მოვიხურე და 90 წუთი ვითამაშე იქ, 90 წუთი კი აქ (ლივერპულთან), ასე რომ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს."

"ფიზიოთერაპევტები და სამწვრთნელო შტაბი პირველი დღიდან მუშაობდნენ, რათა მუხლი მწყობრში ჩამდგარიყო. არ ვფიქრობ, რომ ბოსს რომელიმე მატჩში ჩემი ჩართვა სურდა, განსაკუთრები იმიტომ, რომ მისი თქმით მე მხოლოდ დეკემბრის ბოლოს დავბრუნდებოდი, სინამდვილეში კი თვის დასაწყისში მოვახერხე დაბრუნება."

"ახლა კი შესაფერისი დროა თავის დამკვიდრებისთვის."
- განაცხადა ლინგარდმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2015 08:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
batumski,
როცა შანსი მიეცა დაამტკიცა კიდეც და სეზონის პირველივე მატჩში იდგა ძირითადში. უბრალოდ არ გაუმართლა. ნიჭიერი რომ არის ამას დავა რად უნდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: DiMaria
29 იანვარი 2015 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოდი და დაჩაგრე სტერლინგი
0
№13
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 18:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პერეირაა მაღირსეთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top