ორშაბათს საღამოს გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მოთამაშეები შეხვდნენ. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ანგარიშზეც აისახა. ძირითადი გუნდიდან მატჩში ერთდროულად ოთხი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ტაილერ ბლეკეტისა და პედი მაკნეირის დუეტი შეუცდომელი იყო და საიმედო დაცვის წყვილს ქმნიდა. ასევე ანდერსონი, რომელმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს ყველაფერი სარეზერვო გუნდის დონის უფრო იყო, ვიდრე ვან გაალის გუნდისა. თავისი პირველი "მანჩესტერული" შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ ვალდესმა, რომელსაც უბრალოდ ევალებოდა გაშვებული ბურთის მოგერიება, თუმცა თითქმის ერთი წელია ესპანელი მინდორზე არ გასულა, რაც დამშვიდების საშუალებას გვაძლევს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ალბათ ნიკ პაუელი იყო, რომელმაც შეძლო გოლის გატანა, ასევე კარგი მატჩი ჩაატარა ჯესი ლინგარდმა, რომელიც სეზონის სტარტზე დაშავდა და გუშინ შეძლო დაბრუნება.