თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 08:27
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2330,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 1 "ლივერპული" (U21)
ახალგაზრდა "ეშმაკებმა", "ლივერპულს" სძლიეს.
ორშაბათს საღამოს გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მოთამაშეები შეხვდნენ. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ანგარიშზეც აისახა. ძირითადი გუნდიდან მატჩში ერთდროულად ოთხი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ტაილერ ბლეკეტისა და პედი მაკნეირის დუეტი შეუცდომელი იყო და საიმედო დაცვის წყვილს ქმნიდა. ასევე ანდერსონი, რომელმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს ყველაფერი სარეზერვო გუნდის დონის უფრო იყო, ვიდრე ვან გაალის გუნდისა. თავისი პირველი "მანჩესტერული" შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ ვალდესმა, რომელსაც უბრალოდ ევალებოდა გაშვებული ბურთის მოგერიება, თუმცა თითქმის ერთი წელია ესპანელი მინდორზე არ გასულა, რაც დამშვიდების საშუალებას გვაძლევს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ალბათ ნიკ პაუელი იყო, რომელმაც შეძლო გოლის გატანა, ასევე კარგი მატჩი ჩაატარა ჯესი ლინგარდმა, რომელიც სეზონის სტარტზე დაშავდა და გუშინ შეძლო დაბრუნება.


"მანჩესტერი" 2 - 1 "ლივერპული" (U21)

გოლები: პაუელი34, მაკნეირი47. - სინკლერი42.

შემადგენლობა

"მანჩესტერ იუნაიტედი"
ვალდესი. თორფი(K), მაკნეირი, ბლეკეტი, ვერმიილი. ანდერსონი(გრიმშოუ 86), ა.პერეირა, ლინგარდი, იანკო (ვეირი79). პაუელი.
სათ.სკამი: ჯ.პერეირა, გრიმშოუ, ა.ფლეტჩერი, ლავი, ვეირი.

"ლივერპული"
ვიგოური. მაკლაგლინი, მაკ გუირი, რანდელი, უილიამსი. ჩირიველა, კეინოსი, ბრანაგანი, სინკლერი, იბე, ოიო.
სათ.სკამი: ფულტონი, დან სმიტი, გომესი, ო'ჰანლონი, კლერი.


"იუნაიტედი" ამ დროისათვის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება 18 ქულით და ლიდერ "საუთჰემპტონს" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 1 "ლივერპული" (U21)


შემდეგ შეხვედრაში "იუნაიტედი" "ფულჰემს" უმასპინძლებს. მატჩი 2 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 1 "ლივერპული" (U21)


სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
28 იანვარი 2015 21:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აქაც არ ვახარებთ ლუზერპულს:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top