თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2603,
კომენტარები: 13
პსჟ-ს რეკორდული თანხა სურს
ფრანგული კლუბი დიდძალ თანხას ითხოვს.
პსჟ-ს რეკორდული თანხა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედს" აცნობეს, რომ თუ მარკინიოსის შეძენა სურს, საფეხბურთო ისტორიაში მცველის ტრანსფერში გადახდილი რეკორდი უნდა დაამყაროს.

პარასკევს "იუნაიტედი" ინგლისის თასზე "კემბრიჯს" შეხვდა და მატჩი 0-0 დასრულდა, რამაც გუნდის სიძლიერის თაობაზე უამრავი კითხვა გააჩინა, ხოლო დაცვის ხაზი ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალური.

"წითელი ეშმაკები" საფრანგეთის ჩემპიონებს ახალგაზრდა მარკინიოსის შესაძლო საზაფხულო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდნენ.

ლუი ვან გაალმა სასურველი მცველების სია შეადგინა და ბრაზილიელიც მათ შორისაა, მაგრამ მისი შეძენა იაფი არ დაჯდება.

20 წლის ცენტრალური მცველი 18 თვის წინ საფრანგეთის დედაქალაქში "რომადან" 23.4 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა დავიდ ლუიზის მოსვლის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე უხდებოდა თამაში.

"იუნაიტედი" მარკინიოსისთვის 30 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავდა, თუმცა პსჟ-მ ეს წინადადება უარყო და 50 მლნ. ფუნტი მოითხოვა - იგივე თანხა, რაც ფრანგებმა დავიდ ლუიზში გადაიხადეს.

ფეხბურთელის აგენტი: "გასულ ზაფხულს პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მარკინიოსი არ გაიყიდებოდა. მიმდინარე წლის ზაფხულს კი ვნახავთ რას ფიქრობენ. მისით ბევრი კლუბი ინტერესდება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ერთ-ერთი მათგანია, ეს სიმართლეა."

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2015 10:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
50 მილიონად ორცალ ჰუმელსს ვიყიდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
26 იანვარი 2015 10:48
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
50 მილიონსაც მოგცემთ და იანუზაისაც 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: გაბადაძე
26 იანვარი 2015 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
50ში ვარანსაც დავითრევთ და ჰუმელსაც რომელიც გაგვისწორდება hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: PaLoMo
26 იანვარი 2015 11:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Hahahaahhhhha uechveli sizmari naxes:-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2015 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ღორობა მინახია, მაგრამ ესეთი??? belay
0
№6
ავტორი: Macklemore
26 იანვარი 2015 11:55
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგრად მევასება ეს ბიჭი, მაგრამ რო ვიცოდი ასეთ თანხას დააბრეხვებდნენ მაგიტო არმინდოდა ამის ტრანსფერი.
0
№7
ავტორი: AkkRed
26 იანვარი 2015 12:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

საჩუქრად როისაც გამოგვაყოლებენ :დ
0
№8
ავტორი: Malboro463
26 იანვარი 2015 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
აბა 15 და 10 სმოლინგის და ჯონსის ნაირები ღირს სადაც შოუში გადაიხადეს იმდენი მაშინ ესეც ღირს 50. ვარანეს 50 მილიონად არავინ გაუშვებს დე გეას თუ ჩართავენ ტრანსფერში ეგა. ვერტონგენი დაიმატონ

სტერლინგი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს ისიც იყიდონ თუ წამოვა დ
0
№9
ავტორი: VaRdo
26 იანვარი 2015 12:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ისე რომ დავფიქრდე, მაგრად მკიდია 50 გადაიხდიან თუ 20 მაგრამ რომ არ ღირს მაგდენი და ფულიანი გლეხივით ყველას 2 ჯერ ძვირად რომ გვტენიან ეგ ტეხავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: gilmour
26 იანვარი 2015 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რეალი და სიტიც კი არ გადაიხდიან ამაში მაგდენს. ესეც ნესტა მყავს რაა, ეგდოს სადაცაა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top