თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2605,
კომენტარები: 13
პსჟ-ს რეკორდული თანხა სურს
ფრანგული კლუბი დიდძალ თანხას ითხოვს.
პსჟ-ს რეკორდული თანხა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედს" აცნობეს, რომ თუ მარკინიოსის შეძენა სურს, საფეხბურთო ისტორიაში მცველის ტრანსფერში გადახდილი რეკორდი უნდა დაამყაროს.

პარასკევს "იუნაიტედი" ინგლისის თასზე "კემბრიჯს" შეხვდა და მატჩი 0-0 დასრულდა, რამაც გუნდის სიძლიერის თაობაზე უამრავი კითხვა გააჩინა, ხოლო დაცვის ხაზი ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალური.

"წითელი ეშმაკები" საფრანგეთის ჩემპიონებს ახალგაზრდა მარკინიოსის შესაძლო საზაფხულო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდნენ.

ლუი ვან გაალმა სასურველი მცველების სია შეადგინა და ბრაზილიელიც მათ შორისაა, მაგრამ მისი შეძენა იაფი არ დაჯდება.

20 წლის ცენტრალური მცველი 18 თვის წინ საფრანგეთის დედაქალაქში "რომადან" 23.4 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა დავიდ ლუიზის მოსვლის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე უხდებოდა თამაში.

"იუნაიტედი" მარკინიოსისთვის 30 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავდა, თუმცა პსჟ-მ ეს წინადადება უარყო და 50 მლნ. ფუნტი მოითხოვა - იგივე თანხა, რაც ფრანგებმა დავიდ ლუიზში გადაიხადეს.

ფეხბურთელის აგენტი: "გასულ ზაფხულს პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მარკინიოსი არ გაიყიდებოდა. მიმდინარე წლის ზაფხულს კი ვნახავთ რას ფიქრობენ. მისით ბევრი კლუბი ინტერესდება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ერთ-ერთი მათგანია, ეს სიმართლეა."

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: pata
26 იანვარი 2015 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ამათ შიგ ხომ არ აქვთ და ეს რით ჯობია ჰუმელსს ამხელა ფასი რომ დაადეს
0
№12
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 01:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამას ვინ გამოუშვებს როცა თვითონაც ამხელა თანხა აქვთ გადახდილი
0
№13
ავტორი: DiMaria
27 იანვარი 2015 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მარკინიოსი კაია, მარა 50 მლნ. რა ამბავია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top