თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2015, 20:56
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3141,
კომენტარები: 11
"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი
ჯეიმ ტომპსონისა და ბენ ჰიბსის სტატია.
ხუან მატას "იუნაიტედში" გადასვლის ერთი წლის თავზე ჯეიმ ტომპსონმა და ბენ ჰიბსმა აირჩიეს 8 მიზეზი, თუ რის გამო უნდა გვიყვარდეს ხუანი.

საგოლე ალღო

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ მას ქულის დასაწერად 10 მატჩი დასჭირდა, თუმცა სეზონი ექვსი გოლით დაასრულა. 4 სასტარტო მატჩში, ესპანელმა 2 გოლი გაიტანა. გუნდში ერთ თამაშში გოლის გატანის მაღალი პროცენტული მაჩვენებლი აქვს. მატამ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა გაუტანა "საუტჰემპტონსა" და "ნიუკასლ იუნაიტედს". ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ბოლოს "ლივერპულთან" გატანა შეძლო, რომელიც გულშემატკივართათვის განსაკუთრებული იყო. მისი კავშირი თავდასხმასთან გუნდისათვის დიდი სარგებელის მომტანია.

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


შესანიშნავი ტექნიკა

გასულ სეზონში. "ოლდ ტრაფორდზე" თებერვალში გამართულ მატჩში "ფულჰემის" წინააღმდეგ უეინ რუნიმ მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავი პასი გააკეთა, ბურთმა ხუანს თავზე გადაუფრინა. ბევრი მოთამაშე ამ ბურთის მიღებას ვერ შეძლებდა, თუმცა ესპანელმა ეს გააკეთა, პირიქით ფეხბურთელსაც გასცდა და ჩვეული, მარცხენა ფეხით თამაში გააგრძელა. ეს მცირე დეტალია, მაგრამ მისი შესრულებით ბევრი ასეთი მაგალითის გახსენება შეგვიძლია. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა იციან მატას შესაძლებლობები და მისი პროფესიონალიზმი და ასეთ მომენტებს ყოველთვის აპლოდისმენტებით აღნიშნავენ.

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


კარგი ადამიანი

არამარტო "იუნაიტედის" თანამშრომლები, არამედ თითქმის ყველა იცნობს მატას, როგორც კარგ ფეხბურთელს. ხოლო მასთან დაახლოებული პირები მის სასიამოვნო და მეგობრულ ხასიათს ყოველთვის აღნიშნავენ. ესპანელს ყოველთვის ღიმილი "ახატია" სახეზე. ხუანი ჭკვიანი, განათლებული და ჩამოყალიბებული ადამიანია. მასთან გასაუბრება ყოველთვის სასიამოვნოა. მეგობრები ყოველთვის აღიარებენ მის განუყოფლობას გასახდელ ოთახში და ასევე როგორც თარჯიმნად.

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


დე ხეასთან ურთიერთობა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბრუთელების მეგობრობა twitter-შიც აღინიშნება. ისინი ფოტოებს კოსმიური სიჩქარით ტვირთავენ. ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მატას გოლის აღნიშვნამ, როდესაც "ნიუკასლის" წინააღმდეგ გატანილი გოლი ესპანელმა, თავის თანამემამულესთან დავიდ დე ხეასთან ჩახუტებით აღნიშნა. დავიდი და ხუანი "იუნაიტედის" ესპანურ დიასპორაში ყველაზე წამყვანი ფეხბრუთელები არიან.

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


ბრძნული ფრაზები

როგორი შედეგიც არ უნდა დააფიქსიროს გუნდმა და ითამაშებს თუ არა კვირის მატჩში მატა, ესპანელი საკუთარ ბლოგზე ყოველ კვირას ჩანაწერს აკეთებს. ბლოგის წერა მატამ ჯერ კიდევ "ჩელსიში" თამაშის დროს დაიწყო და ეს ტრადიცია "იუნაიტედშიც" გააგრძელა. მატა მიიჩნევს, რომ ეს გულშემატკივრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის ასევე გულშემატკივრების კომენტარების ნახვასა და შეტყობინებებს სოციალურ ქსელებში დროს უთმობს. მისთვის ხალხის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს.

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


სასაცილო და ცნობისმოყვარე პიროვნება

თუ თქვენ მატას გვერდს Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე გამოიწერთ, დაინახვთ თუ რამდენად დიდ ინტერესს იჩენს ის, არასაფეხბურთო ცხოვრებაში. "მე საკმაოდ სასაცილო და ცნობისმოყვარე პიროვნება ვარ. მიყვარს ფილმების ყურება, უქმე დღეებში საინტერესო ადგილებისა და სოფლების დათვალიერება." მას Instagram-ზე არამარტო ფეხბურთელებთან ერთად გადაღებული "სელფშოტები", არამედ მანჩესტერის ღირსშესანიშნაობებისა და პეიზაჟების სურათები აქვს. იგი კლუბის მუზეუმს ხშირად სტუმრობს და აცხადებს, რომ მისი გუნდის ისტორიის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


ქველმოქმედი

ხუანი თავისუფალ დროს ქველმოქმედებით არის დაკავებული. ის არის საქველმოქმედო ორგანიზაცია Laureus-ის ელჩი, რომელიც პატარებს ვარჯიშისა და ფეხბურთის შესწავლის საშუალებას აძლევს. ასევე მატა "Manchester United Foundation"-ის დიდი მხარდამჭერია. ცოტა ხნის წინ მანჩესტერში მცხოვრებ ბავშვებს 500 სათამაშო დაურიგა.

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


თანაგუნდელები ხუანზე

"ის პატარა ჯადოქარია"
-მაიკლ კერიკი
"ხუანი ჭკვიანი და ნიჭიერი ფეხბურთელია. ის გასახდელში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის."-ფილ ჯონსი
"მატა მუდმივად აჩვენებს კლასს. ის ნამდვილად პროფესიონალი ფეხბურთელია."-რაიან გიგზი

"რვიანის" სიყვარულის რვა მიზეზი


წყარო: Carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
25 იანვარი 2015 20:57
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართლაც საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია<3

დევიდ მოიესის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ალბათ საკუთარ კარიერაში
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 იანვარი 2015 21:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმენა ჯიგარია ტიპი love
0
№3
ავტორი: Best 7
25 იანვარი 2015 23:30
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Magari kacia mata:Ddid adgils ikavebs gundshi!
0
№4
ავტორი: vano maisuradze
26 იანვარი 2015 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
magari kacia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ manchester unaited
№5
ავტორი: Mufc7
26 იანვარი 2015 01:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ის გასახდელში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის."
ეჭვი არც მეპარება♥ ისეთი პოზიტივი ადამიანია ტიპი♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2015 08:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეასთან ურთიერთობა


შენს ადგილზე მხოლოდ ამის გამო დავრჩებოდი დავიდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
26 იანვარი 2015 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია - მე ეს მიზეზიც მეყოფა
0
№8
ავტორი: chudikone
26 იანვარი 2015 11:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაზე ჯიგარია მატატა ❤
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2015 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგ ფეხბურთელობასთან ერთად კარგი ადამიანიც არის და ეს ძალიან მაგარია
0
№10
ავტორი: lasha.baramidze
26 იანვარი 2015 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ai yvelaze magari kacia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top