თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2012, 13:02
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 15
ბოსი ტრანფერებზე და რობინ ვან პერსიზე.
სერ ალექს ფეგიუსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს ახალი ფეხბურთელების შეძენას ახლო მომავალში. ასევე მან რობინ ვან პერსი, ერიკ კანტონას შეადარა...
ბოსი ტრანფერებზე და რობინ ვან პერსიზე.
სერ ალექსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს ახალი ფებურთელების შეძენას ზამთრის ტრანსფერებზე, რადგან ეს მას ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნია. ფერგიუსონი ფეხბურთელებს ყოველთვის სეზონის დასაწყისში ყიდულობდა, მაგრამ მას ზამთრის ტრანსფერებზეც შეუძენია მოთამაშეები. ესენი, კი არიან: ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა (2006 წელს), და ასევე ანდერს ლინდეგაარდი (2011 წლს).

Eurosport-Yahoo!– ს გამოკითხვაზე, იმ კითხვაზე, ესაჭიროებოდა თუ არა გუნდს, რომელიმე პოზიციაზე გაძლიერება, ბოსმა ასეთი პასუხი გასცა...
"არა! ზამთრის ტრანსფერები არასოდეს არ არის კარგი დრო გაძლიერებისა, რასაც ჩემი დიდ ხნიანი პრაქტიკაც ადასტურებს.ამ დროს, იშვიათობაა კარგი ფეხბურთელის შეძენა, ასე რომ, ყველა დიდი ტრანსფერი ზაფხულში ხორციელდება."

ერთ–ერთი დიდი ტრანსფერი "იუნაიტედმა" განახორციელა ზაფხულში, როდესაც შეიძინეს რობინ ვან პერსი, რომელმა 15 გოლის გატანა შეძლო 21 მატჩში, "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალიდან" გადმოსვლის შემდეგ, 24 მილიონ ფუნტად. რობინის დახმარებით "იუნაიტედმა" გაუსწრო "სიტის" 6 ქულით, რომლებიც ახალა მეორე პოზიციაზე იმყოფებიან, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.იმ დროს, როდესაც კანტონა შეუერთდა მანჩესტერულ კლუბს 1992 წელს, კლუბს მოაგებინა მეოთხე ტიტული და ბოსი თვლის, რომ ვან პერსის შეუძლია მსგავსი როლის თამაში.

"ვფიქრობ, ეს უკვე ხდება.თავდასხმა აშკარად გაძლიერდა."– დაამატა ფერგიუსონმა –"რობინი რაღაცით ერიკს ჰგავს. ისინი დალაგებული ფეხბურთელები არიან.ვან პერსიმ საუკეთესოდ ჩაატარა გასული სეზონი "არსენალში", ამიტომ არ გახდა რთული მისი ერთი დიდი კლუბიდან მეორე, დიდ კლუბში გადასვლა.რობინი შესანიშნავი მოთამაშეა და მისი თამაშის სტილი, შესანიშნავად ერგება ჩვენ გუნდს"

იმისდა მიუხედავად, რომ უეინ რუნი და რობინ ვან პერსი თითქმის ყველა თამაშში მინდორზე გამოდიან ერთად, სერ ალექსმა განაცხადა, რომ დენი ველბეკისა და ხავიერ ერნანდესის დუეტიც, ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს, კლუბში.

"ყოველთვის სასიამოვნოა ოთხი ფორვარდის ყოლა გუნდში – განაცხადა ბოსმა, რომლის გუნდმაც მოიპოვა სამი ტიტული 1999 წელს, როდესაც მის გუნდში იყო ოთხი დიდი მოთამაშე: დუაიტ იორკი, ტედი შერინგემი, ოლე გუნარ სოლსკიაირი და ენდი კოული.– მათი მართვა რთული იყო, მაგრამ მანამ ისინი იღებდნენ სათამაშო პრაქტიკას, ისინი ხშირად არ წუწუნებდნენ და შეჰქონდათ თავიანთი წვლილი თამაშებში.ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთებას მოვახერხებ ახალ მოთამაშეებთან ერთად. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ასევე დიდ წვლილს შეიტანენ, კლუბის წარმატებაში. "

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
19 დეკემბერი 2012 13:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუფ დამატყდა თითები.
კანტონას გაავს ისე პერსი, მაგრამ კანტონა უფრო უხეში იყო პერსი კი რაღაცნაირიაა))) კეთილი))
0
№2
ავტორი: gilmour
19 დეკემბერი 2012 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Lado Ghonghadze,
საღოლ.
არადა რა მაგრა ველოდით ზამთრის ტრანსფერს, დორტმუნდი მაინც გავარდნილიყო ლიგიდან ჰუმელსი უკვე გადმოვიდოდა.
0
№3
ავტორი: ლადო
19 დეკემბერი 2012 13:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
gilmour,
გაიხარეე.
ჰუმელსი მართლა მაგრად გაასწორებდაა
0
№4
ავტორი: Malboro463
19 დეკემბერი 2012 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
Lado Ghonghadze,
კანტონას რობინს არ შევადარებ კანტონა სულ სხვა იყო love

თU არავის ყიდავს აპირებ მაშინ არავინ გაუშვა
0
№5
ავტორი: Luka Gelashvili
19 დეკემბერი 2012 14:37
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Lado Ghonghadze,
კანტონას უფრო ახალგაზრდა რუნი გავდა უხეში და სმაც უყვარდა.:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№6
ავტორი: BERDI
19 დეკემბერი 2012 14:39
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ კაი სიახლეა :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: razma21
19 დეკემბერი 2012 14:50
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
მართლაც შესანიშნავად შეეწყო გუნდს :) საღოლ ავტორ
0
№8
ავტორი: Shako Jones
19 დეკემბერი 2012 15:50
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ზაფხულში გვჭირდება გაძლიერება :X ფერდინანდი დაბერდა ვინმე გამოცდილი გვჭირდება გიგზიც დაბერდა და ჩამშლელიც არ გვყავს..
0
№9
ავტორი: UTD-Rule
19 დეკემბერი 2012 16:25
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მეც ვფიქრობ,რომ ვინმეს დამატება არ გვჭირდება ჯერ,მაგრამ თუ მაიკლმა ტრავმა მიიღო მალე ალბათ საჭირო იქნება ერთი კარგი ჩამშლელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: VaRdo
19 დეკემბერი 2012 16:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფერგიუსონი მოუვლის : )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top