თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2012, 13:02
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2205,
კომენტარები: 15
ბოსი ტრანფერებზე და რობინ ვან პერსიზე.
სერ ალექს ფეგიუსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს ახალი ფეხბურთელების შეძენას ახლო მომავალში. ასევე მან რობინ ვან პერსი, ერიკ კანტონას შეადარა...
ბოსი ტრანფერებზე და რობინ ვან პერსიზე.
სერ ალექსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს ახალი ფებურთელების შეძენას ზამთრის ტრანსფერებზე, რადგან ეს მას ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნია. ფერგიუსონი ფეხბურთელებს ყოველთვის სეზონის დასაწყისში ყიდულობდა, მაგრამ მას ზამთრის ტრანსფერებზეც შეუძენია მოთამაშეები. ესენი, კი არიან: ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა (2006 წელს), და ასევე ანდერს ლინდეგაარდი (2011 წლს).

Eurosport-Yahoo!– ს გამოკითხვაზე, იმ კითხვაზე, ესაჭიროებოდა თუ არა გუნდს, რომელიმე პოზიციაზე გაძლიერება, ბოსმა ასეთი პასუხი გასცა...
"არა! ზამთრის ტრანსფერები არასოდეს არ არის კარგი დრო გაძლიერებისა, რასაც ჩემი დიდ ხნიანი პრაქტიკაც ადასტურებს.ამ დროს, იშვიათობაა კარგი ფეხბურთელის შეძენა, ასე რომ, ყველა დიდი ტრანსფერი ზაფხულში ხორციელდება."

ერთ–ერთი დიდი ტრანსფერი "იუნაიტედმა" განახორციელა ზაფხულში, როდესაც შეიძინეს რობინ ვან პერსი, რომელმა 15 გოლის გატანა შეძლო 21 მატჩში, "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალიდან" გადმოსვლის შემდეგ, 24 მილიონ ფუნტად. რობინის დახმარებით "იუნაიტედმა" გაუსწრო "სიტის" 6 ქულით, რომლებიც ახალა მეორე პოზიციაზე იმყოფებიან, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.იმ დროს, როდესაც კანტონა შეუერთდა მანჩესტერულ კლუბს 1992 წელს, კლუბს მოაგებინა მეოთხე ტიტული და ბოსი თვლის, რომ ვან პერსის შეუძლია მსგავსი როლის თამაში.

"ვფიქრობ, ეს უკვე ხდება.თავდასხმა აშკარად გაძლიერდა."– დაამატა ფერგიუსონმა –"რობინი რაღაცით ერიკს ჰგავს. ისინი დალაგებული ფეხბურთელები არიან.ვან პერსიმ საუკეთესოდ ჩაატარა გასული სეზონი "არსენალში", ამიტომ არ გახდა რთული მისი ერთი დიდი კლუბიდან მეორე, დიდ კლუბში გადასვლა.რობინი შესანიშნავი მოთამაშეა და მისი თამაშის სტილი, შესანიშნავად ერგება ჩვენ გუნდს"

იმისდა მიუხედავად, რომ უეინ რუნი და რობინ ვან პერსი თითქმის ყველა თამაშში მინდორზე გამოდიან ერთად, სერ ალექსმა განაცხადა, რომ დენი ველბეკისა და ხავიერ ერნანდესის დუეტიც, ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს, კლუბში.

"ყოველთვის სასიამოვნოა ოთხი ფორვარდის ყოლა გუნდში – განაცხადა ბოსმა, რომლის გუნდმაც მოიპოვა სამი ტიტული 1999 წელს, როდესაც მის გუნდში იყო ოთხი დიდი მოთამაშე: დუაიტ იორკი, ტედი შერინგემი, ოლე გუნარ სოლსკიაირი და ენდი კოული.– მათი მართვა რთული იყო, მაგრამ მანამ ისინი იღებდნენ სათამაშო პრაქტიკას, ისინი ხშირად არ წუწუნებდნენ და შეჰქონდათ თავიანთი წვლილი თამაშებში.ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთებას მოვახერხებ ახალ მოთამაშეებთან ერთად. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ასევე დიდ წვლილს შეიტანენ, კლუბის წარმატებაში. "

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Hernandez
19 დეკემბერი 2012 17:25
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ცუდია , რომ ზამთარში ვერავის ვერ დავითრევთ
0
№12
ავტორი: Amanda Seyfried
19 დეკემბერი 2012 18:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ბაბუ აპა შენ იცი
0
№13
ავტორი: love united
19 დეკემბერი 2012 19:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მცველი გვჭირდება სასწრაფოდ...
0
№14
ავტორი: Ví Ví
20 დეკემბერი 2012 20:08
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
აკრგია ავტორ
0
№15
ავტორი: Amerigo
17 მარტი 2013 12:03
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
მაგარი კაცი... კააი ძააან!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top