"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა და აწ უკვე "კემბრიჯის" ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეხვედრაში უკეთეს შედეგს ვერ ინატრებდა და მოხარულია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების საშუალება მიეცა.
"ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება დიდებული იქნება. ეს არის ულამაზესი სტადიონი, სადაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დავიწყე - გამიხარდება იქ ჩასვლა."
"პირველ ტაიმში ჩემი გუნდი კარგად თამაშობდა და რამდენიმე მომენტი შევქმენით. საჯარიმოში ჩაწოდებების შემდეგ გოლის გატანის ნახევარშანსები მოგვეცა. მსაჯს ვეკითხებოდი, რამდენი წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ბოლო წუთებზე აუცილებლად უნდა გაგვეძლო და დიდებული საღამო გამოვიდა."
"უდავოა, რომ გადათამაშება კლუბს დაეხმარება, ხოლო ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იქნება "ოლდ ტრაფორდის" მსგავს სტადიონზე ჩასვლა და თამაში." - განაცხადა ჩედვიკმა.