თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2015, 08:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2464,
კომენტარები: 11
ჩედვიკი: "დაბრუნება დიდებული იქნება"
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების მოლოდინშია.
ჩედვიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა და აწ უკვე "კემბრიჯის" ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეხვედრაში უკეთეს შედეგს ვერ ინატრებდა და მოხარულია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების საშუალება მიეცა.

"ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება დიდებული იქნება. ეს არის ულამაზესი სტადიონი, სადაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დავიწყე - გამიხარდება იქ ჩასვლა."

"პირველ ტაიმში ჩემი გუნდი კარგად თამაშობდა და რამდენიმე მომენტი შევქმენით. საჯარიმოში ჩაწოდებების შემდეგ გოლის გატანის ნახევარშანსები მოგვეცა. მსაჯს ვეკითხებოდი, რამდენი წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ბოლო წუთებზე აუცილებლად უნდა გაგვეძლო და დიდებული საღამო გამოვიდა."

"უდავოა, რომ გადათამაშება კლუბს დაეხმარება, ხოლო ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იქნება "ოლდ ტრაფორდის" მსგავს სტადიონზე ჩასვლა და თამაში."
- განაცხადა ჩედვიკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
26 იანვარი 2015 09:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩამოხვალ და გავარდნილი წახვალ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top