თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 08:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3197,
კომენტარები: 15
"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ებბი", კემბრიჯი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-4 რაუნდი
თარიღი: პარასკევი, 23 იანვარი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: კრის ფოი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"

ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჩედვიკი
განაცხადი:

კემბრიჯის 34 წლის მოქალაქე, ლუკ ჩედვიკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოახერხოს.


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ევანსი, იანგი, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რაფაელი
განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Rafael, Valencia, McNair, Evans, Blackett, Smalling, Jones, Rojo, Shaw, Fletcher, Herrera, Fellaini, Blind, Carrick, Mata, Januzaj, Di Maria, Wilson, Rooney, Falcao, Wilson, Van Persie .

მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ლუკ შოუ და რობინ ვან პერსი სათამაშოდ მზად არიან, ხოლო ჯონი ევანსი, ეშლი იანგი და კრის სმოლინგი გუნდს ვერ დაეხმარებიან.


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"


მე-12 ადგილი, 35 ქულა (მეორე ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-წ-წ-მ-მ-მ

გასულ ტურში საშინაო არენაზე "ნიუპორტ ქაუნთის" დამარცხების (4-0) შემდეგ "კემბრიჯს" ინგლისის მეორე ლიგაში (მე-4 დივიზიონში) მე-12 ადგილი უჭირავს და თავის აქტივში 35 ქულა აქვს.

"კემბრიჯი" ლიგის სხვა გუნდებთან შედარებით მეორე ტაიმში ყველაზე მეტ გოლს იტანს - 24 გოლი.

"კემბრიჯის" ფეხბურთელებს თავით უფრო მეტი გოლი გააქვთ, ვიდრე ლიგა 2-ს ნებისმიერ სხვა გუნდს - 14 ბურთი.

"კემბრიჯს" საჯარიმოს ფარგლებს გარედან ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გააქვს - 34 გოლი.

მიმდინარე სეზონის 25 მატჩში "კემბრიჯმა" მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

სეზონში ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება "კემბრიჯმა" მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

ინგლისის თასზე

"კემბრიჯი" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში ორჯერ გავიდა (მე-4 დივიოზინის გუნდების რეკორდი) 1990 და 1991 წლებში.

1991-92 წლებში "კემბრიჯმა" რანგით მასზე მაღლა მდგომი გუნდი გამოთიშა ტურნირს, როცა გადათამაშებაში "ქოვენთრი" დაამარცხა.

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გუნდი პირველად გავიდა თასის მეოთხე რაუნდში. 2000 წლის იანვარში მათ მე-4 რაუნდში "რექსჰემის" დამარცხება მოახერხეს, ხოლო მე-5 რაუნდში "ბოლტონთან" დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში თასის პირველ რაუნდში "ფლიტვუდს" 1-0 სძლიეს, მე-2 რაუნდში "მენსფილდს 1-0, მე-3 რაუნდში კი "ლუტონს" 2-1.

"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 40 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-ფ-ფ-მ-წ-მ

უკანსკნელ ტურში გასვლაზე ქპრ-ს დამარცხების შემდეგ 40 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 4 მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 5 გოლი გაიტანეს.

ყველა ტურნირის მასშტაბით გამართულ უკანასკნელ 13 შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ 1 დათმო.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "წითელმა ეშმაკებმა" გასვლით მატჩებში მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა.

მიმდინარე სეზონში მხოლოდ შვიდმა გუნდმა გაუშვა თავით უფრო მეტი გოლი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა"

ინგლისის თასი

"იუნაიტედმა" თასი 11-ჯერ მოიგო, რაც "არსენალთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

ტურნირის ფინალში 7-ჯერ დამარცხდნენ, უკანასკნელად 2007 წელს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 რაუნდში "იოვილ თაუნი" 0-2 დაამარცხეს.

მე-4 დივიოზინის გუნდების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 7 შეხვედრა "იუნაიტედმა" ყველა მოიგო და 21 გოლი გაიტანა.

დაბალი დივიოზინის გუნდების წინააღმდეგ ინგლისის თასზე გამართულ 40 შეხვედრაში "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 2010 წელს "ლიდსის" წინააღმდეგ.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: დონალდსონი - 6 გოლი (4 ლიგაში).

თუ მოედანზე 34 წლის ლუკ ჩედვიკი გავა, თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, რომელში კარიერა 1999 წელს დაიწყო და 2004 წლამდე 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, ვან პერსი - 8-8 გოლი (რვავე ლიგაში)

ინგლისის თასის უკანასკნელ 6 მატჩში უეინ რუნიმ 6 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში მცველების ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია - კრის სმოლინგის ბურთი "ჰალ სიტის" კარში.

ურთიერთშეხვედრები


ადრე ეს გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ ინგლისის თასის მეორე რაუნდში. 1991 წელს "წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქეს 3-0 სძლიეს, სტივ ბრიუსის, რაიან გიგზისა და ბრაიან მაკკლეირის გოლების წყალობით. საპასუხო შეხვედრაში "ები სტედიუმზე" 9 ოქტომბერს 1-1 ფრე დაფიქსირდა. სტუმრების მხარეს თავი კვლავ მაკკლეირმა გამოიჩინა, ხოლო მასპინძლების გუნდში დიონ დაბლინმა, რომელიც სერ ალექსმა მომდევნო სეზონში შეიძინა.

ინგლისის დივიზიონის რეიტინგში გუნდებს 75 ადგილი აშორებთ.
მატჩის წინ
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 08:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პირველ რიგში გამიკვირდა კრის ფოი რომ დანიშნეს მსაჯად.

როგორც ვხედავ კემბრიჯს აქვს რაღაც ისეთი, რასაც კოზირის ჰქვია და რისაც უნდა გეშინოდეს. წინა მატჩმაც გვაჩვენა, რომ ადვილი თამაში არ გვექნება, მაგრამ აქაც ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. მეტოქე რაც არ უნდა იყოს, მაინც კემბრიჯია და თუ დაუთმობ თამაშს მხოლოდ ასე დაგაწვება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
23 იანვარი 2015 09:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
1991 წლის ანგარიში გავიმეოროთ,შებრუნებულად ოღონდ:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Goginashvili777
23 იანვარი 2015 10:11
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რა თქმა უნდა იოლ და ლამაზ გამარჯვებას ველით, მაგრამ სიფრთხილეც საჭიროა.. ძალიან საინტერესო იქნება ვალდესის გამოჩენა ძირითად შემადგენლობაში.. ველოდები 12 საათს likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: chudikone
23 იანვარი 2015 10:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვინც ერერა სკამზე დასვას იმას მოუტან სუყველაფერს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Lee Sharpe
23 იანვარი 2015 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ლინგარდი აღარ გამოჯანმრთელდა?
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2015 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია სვარკა არ იქნება..........
0
№7
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 15:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

რას ერჩი ამ მსაჯს?
0
№8
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2015 15:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ვერჩი რა შუაშია? სათასო თამაშია და გამიკვირდა გამოცდილი მსაჯი რომ დანიშნეს პრემიერ ლიგიდან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Goginashvili777
23 იანვარი 2015 15:48
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
დაჩი, მე მესმის შენი.. იყო დრო და მეც ვიყავი შენსავით გაბრაზებული, როცა ნისტელროის "რეალი" "კლავდა".... რას ვიზავთ, რასაც არა სჯობს, გაცვლა (გაშვება) სჯობსო ნათქვამია.. hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: DiMaria
23 იანვარი 2015 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოგვაგებინეთ ბიჭებო, ოღონდ ლამაზი თამაშით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top