თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2015, 08:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3198,
კომენტარები: 15
"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ებბი", კემბრიჯი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-4 რაუნდი
თარიღი: პარასკევი, 23 იანვარი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: კრის ფოი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"

ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჩედვიკი
განაცხადი:

კემბრიჯის 34 წლის მოქალაქე, ლუკ ჩედვიკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოახერხოს.


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ევანსი, იანგი, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რაფაელი
განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Rafael, Valencia, McNair, Evans, Blackett, Smalling, Jones, Rojo, Shaw, Fletcher, Herrera, Fellaini, Blind, Carrick, Mata, Januzaj, Di Maria, Wilson, Rooney, Falcao, Wilson, Van Persie .

მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ლუკ შოუ და რობინ ვან პერსი სათამაშოდ მზად არიან, ხოლო ჯონი ევანსი, ეშლი იანგი და კრის სმოლინგი გუნდს ვერ დაეხმარებიან.


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"


მე-12 ადგილი, 35 ქულა (მეორე ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-წ-წ-მ-მ-მ

გასულ ტურში საშინაო არენაზე "ნიუპორტ ქაუნთის" დამარცხების (4-0) შემდეგ "კემბრიჯს" ინგლისის მეორე ლიგაში (მე-4 დივიზიონში) მე-12 ადგილი უჭირავს და თავის აქტივში 35 ქულა აქვს.

"კემბრიჯი" ლიგის სხვა გუნდებთან შედარებით მეორე ტაიმში ყველაზე მეტ გოლს იტანს - 24 გოლი.

"კემბრიჯის" ფეხბურთელებს თავით უფრო მეტი გოლი გააქვთ, ვიდრე ლიგა 2-ს ნებისმიერ სხვა გუნდს - 14 ბურთი.

"კემბრიჯს" საჯარიმოს ფარგლებს გარედან ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გააქვს - 34 გოლი.

მიმდინარე სეზონის 25 მატჩში "კემბრიჯმა" მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

სეზონში ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება "კემბრიჯმა" მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

ინგლისის თასზე

"კემბრიჯი" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში ორჯერ გავიდა (მე-4 დივიოზინის გუნდების რეკორდი) 1990 და 1991 წლებში.

1991-92 წლებში "კემბრიჯმა" რანგით მასზე მაღლა მდგომი გუნდი გამოთიშა ტურნირს, როცა გადათამაშებაში "ქოვენთრი" დაამარცხა.

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გუნდი პირველად გავიდა თასის მეოთხე რაუნდში. 2000 წლის იანვარში მათ მე-4 რაუნდში "რექსჰემის" დამარცხება მოახერხეს, ხოლო მე-5 რაუნდში "ბოლტონთან" დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში თასის პირველ რაუნდში "ფლიტვუდს" 1-0 სძლიეს, მე-2 რაუნდში "მენსფილდს 1-0, მე-3 რაუნდში კი "ლუტონს" 2-1.

"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 40 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-ფ-ფ-მ-წ-მ

უკანსკნელ ტურში გასვლაზე ქპრ-ს დამარცხების შემდეგ 40 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 4 მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 5 გოლი გაიტანეს.

ყველა ტურნირის მასშტაბით გამართულ უკანასკნელ 13 შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ 1 დათმო.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "წითელმა ეშმაკებმა" გასვლით მატჩებში მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა.

მიმდინარე სეზონში მხოლოდ შვიდმა გუნდმა გაუშვა თავით უფრო მეტი გოლი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა"

ინგლისის თასი

"იუნაიტედმა" თასი 11-ჯერ მოიგო, რაც "არსენალთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

ტურნირის ფინალში 7-ჯერ დამარცხდნენ, უკანასკნელად 2007 წელს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 რაუნდში "იოვილ თაუნი" 0-2 დაამარცხეს.

მე-4 დივიოზინის გუნდების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 7 შეხვედრა "იუნაიტედმა" ყველა მოიგო და 21 გოლი გაიტანა.

დაბალი დივიოზინის გუნდების წინააღმდეგ ინგლისის თასზე გამართულ 40 შეხვედრაში "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 2010 წელს "ლიდსის" წინააღმდეგ.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: დონალდსონი - 6 გოლი (4 ლიგაში).

თუ მოედანზე 34 წლის ლუკ ჩედვიკი გავა, თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, რომელში კარიერა 1999 წელს დაიწყო და 2004 წლამდე 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

"კემბრიჯ იუნაიტედი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, ვან პერსი - 8-8 გოლი (რვავე ლიგაში)

ინგლისის თასის უკანასკნელ 6 მატჩში უეინ რუნიმ 6 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში მცველების ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია - კრის სმოლინგის ბურთი "ჰალ სიტის" კარში.

ურთიერთშეხვედრები


ადრე ეს გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ ინგლისის თასის მეორე რაუნდში. 1991 წელს "წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქეს 3-0 სძლიეს, სტივ ბრიუსის, რაიან გიგზისა და ბრაიან მაკკლეირის გოლების წყალობით. საპასუხო შეხვედრაში "ები სტედიუმზე" 9 ოქტომბერს 1-1 ფრე დაფიქსირდა. სტუმრების მხარეს თავი კვლავ მაკკლეირმა გამოიჩინა, ხოლო მასპინძლების გუნდში დიონ დაბლინმა, რომელიც სერ ალექსმა მომდევნო სეზონში შეიძინა.

ინგლისის დივიზიონის რეიტინგში გუნდებს 75 ადგილი აშორებთ.
მატჩის წინ
15 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
23 იანვარი 2015 16:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვალდესის გამოსვლას ველოდები!

იმედია მოვიგებთ და დონსთან მატჩში როგორც მოხდა ეგრე არ დაგვემართება
0
№12
ავტორი: love united
23 იანვარი 2015 20:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გაგვიჭირდება მოგება.
თუ ისევ 3-5-2 იქნება იმედია ვაბშე წავაგებთ
0
№13
ავტორი: Count Alucard
23 იანვარი 2015 20:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
75 ადგილით დაბლაა და ერთი გოლიც რომ გაგვიტანონ მთელი მსოფლიოს დასაცინები ვიქნებით და ღირსებიც იქნებიან დაცივნის.
0
№14
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 იანვარი 2015 20:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
წინასწარ იქმნიან რატომღაც განწყობას, რომ რთული მატჩი იქნება და გაგვიჭირდება მოგება. ეს ხომ იუნაიტედია ? ითამაშოს შემტევი, ჩვენთვის ჩვეული ფეხბურთი და არაფერი საგანგაშო აღარ იქნება უკვე პირველი ტაიმის ბოლოს. იმედია 4-4-2 დააყენებს და მორჩება ეს თემა საბოლოოდ.

ხოო და კიდევ 1... იმედია იანუზია ძირითადიდან დაიწყებს
0
№15
ავტორი: giochinio
23 იანვარი 2015 22:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
chudikone,
კაკაში ჰატაკე გევასება? :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top