თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2015, 18:07
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2604,
კომენტარები: 13
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალის მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
სათასო მატჩის წინ, სადაც "ეშმაკები" "კემბრიჯ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, პრეს-კონფერენცია გამართა. ჰოლანდიელმა თავდაპირველად ტრავმირებულებზე ისაუბრა, ხოლო შემდეგ სხვა თემებსაც შეეხო:

"გუნდს ეშლი იანგი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი ვერ დაეხმარებიან, უკანასკნელმა 2-მა ტრავმა გასულ კვირას მიიღო, თუმცა კარგი ამბებიც არის. დაბრუნდნენ ლუკ შოუ და რობინ ვან პერსი, თუმცა ბოლო ვარჯიშამდე ვერ გეტყვით შეძლებენ თუ არა თამაშს, უნდა შევხედოთ."

ლუის ვიქტორ ვალდესის დებიუტზეც ჰკითხეს, გავრცელებული ინფორმაციით სწორედ "კემბრიჯთან" უნდა მოირგოს პირველად "იუნაიტედის" მაისური ესპანელმა მეკარემ.

"ძირითად შემადგენლობაზე ლაპარაკი არ მსურს, ამას თქვენ მატჩამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გაიგებთ."

ჰოლანდილმა სპეციალისტმა სათამაშო ტაქტიკაზეც ისაუბრა:

4-4-2 სისტემით თუ არ ვცდები 5 ან 6 თამაში ჩავატარეთ და დიახ, ჩვენ შევქმენით ძალიან ბევრი, მომენტი, თუმცა მეტოქესაც მივეცით ამის საშუალება და რიგ შემთხვევებში დავისაჯეთ. ამ სისტემაში გუნდი ბალანსს კარგავს, აი რაშია საქმე."

ახლა კი ცოტა რამ მეოტქეზე და თამაშზე:

"მეტოქე კარგი, დაბალანსებული გუნდია, თანაც ჩვენთან შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან, მათ ბოლო სამი მატჩი მოიგეს და არც მეოთხეში გამარჯვებაზე იტყვიან უარს. გუნდი ძირითადად მაღალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, 5-6 ფეხბურთელი 190 სანტიმეტრზე მაღალია, ამიტომ ისინი გრძელი გადაცემებით და ჩაწოდებებით თამაშს ირჩევენ, რაც ამ სეზონში პრობლემას გვიქმნის.

დაბალი ლიგის გუნდებთან თამაში ყოველთვის ძნელია, რადგან ყოველთვის სურპრიზს უნდა ელოდო მათგან, ასევე ჩემს ფეხბურთელებს ტვინში აქვთ აზრი, რომ მეტოქე პატარა გუნდია და ესეც პრობლემას ქმნის, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფრის გათვალისწინებით მაინც უნდა გავიმარჯვოთ.

მე ვნახე მათი საშინაო არენა. პატარა, მაგრამ ძალიან კარგი მოედანია. თუ არ ვცდები 10.000-მდე მაყურებელი დაესწრება მატჩს, ამიტომ ძალიან კარგი ატმოსფერო უნდა იყოს.

სამწვრთნელო კარიერაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მქონია სათასო დაპირისპირებები, თუმცა FA-ს თასი მათგან განსხვავებულია. გულშემატკივარს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს - ყველას სურს ამ გათამაშებაში წარმატების მიღწევა. სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებულობა.
- დაასრულა ვან გაალმა.


წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
22 იანვარი 2015 18:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"დაბალი ლიგის გუნდებთან თამაში ყოველთვის ძნელია, რადგან ყოველთვის სიურპრიზს უნდა ელოდო მათგან"
მშვიდად მაყურებინეთ თამაშს და არ ამანერვიულოთ-_-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2015 19:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვან გაალს ორი საყვარელი სიტყვა აქვს - ფილოსოფია და ბალანსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: giochinio
22 იანვარი 2015 19:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ძალიან მაღიზიანებს უკვე ამისი ფილოსოფია და ბალანსი...ყველა პრესკონფერენცია ერთი-მეორეს ჰგავს...
0
№4
ავტორი: Malboro463
22 იანვარი 2015 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
იმედია ფერიერას დაყენებს ძირითადში.
სვარკა ტამაშს ველოდები
0
№5
ავტორი: PaLoMo
22 იანვარი 2015 20:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
0:3 MOVIGEBT
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 იანვარი 2015 21:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
4-4-2 სქემით ბალანსი ირღვევა მაგრამ ვიგებთ და რა უნდა ლუის ბოლო ბოლო ?
0
№7
ავტორი: Manchester_M
22 იანვარი 2015 21:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აბა რობინს დღეს სასტავში უნდა ველოდოთ ?
0
№8
ავტორი: Best 7
22 იანვარი 2015 21:41
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
4-4-2 balans vkargavt da 5-3-2 tamashs vagebt!:/
0
№9
ავტორი: gilmour
22 იანვარი 2015 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
4-4-2-ით 25 წელი არ ირღვეოდა ბალანსი და ახლა რამ გაარღვია, რო გაგარღვიო მართლა ცემაში:)
0
№10
ავტორი: Malboro463
22 იანვარი 2015 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
4-4-2 ით ირღვევა ბალანსი და სამით არა ხო? თურმე ამ ტაქტიკით მეტოქე უფრო ბევრ მომენტს ქმნის ვიდრე 3 მცველიანში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top