თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2015, 18:07
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2605,
კომენტარები: 13
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალის მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
სათასო მატჩის წინ, სადაც "ეშმაკები" "კემბრიჯ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, პრეს-კონფერენცია გამართა. ჰოლანდიელმა თავდაპირველად ტრავმირებულებზე ისაუბრა, ხოლო შემდეგ სხვა თემებსაც შეეხო:

"გუნდს ეშლი იანგი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი ვერ დაეხმარებიან, უკანასკნელმა 2-მა ტრავმა გასულ კვირას მიიღო, თუმცა კარგი ამბებიც არის. დაბრუნდნენ ლუკ შოუ და რობინ ვან პერსი, თუმცა ბოლო ვარჯიშამდე ვერ გეტყვით შეძლებენ თუ არა თამაშს, უნდა შევხედოთ."

ლუის ვიქტორ ვალდესის დებიუტზეც ჰკითხეს, გავრცელებული ინფორმაციით სწორედ "კემბრიჯთან" უნდა მოირგოს პირველად "იუნაიტედის" მაისური ესპანელმა მეკარემ.

"ძირითად შემადგენლობაზე ლაპარაკი არ მსურს, ამას თქვენ მატჩამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გაიგებთ."

ჰოლანდილმა სპეციალისტმა სათამაშო ტაქტიკაზეც ისაუბრა:

4-4-2 სისტემით თუ არ ვცდები 5 ან 6 თამაში ჩავატარეთ და დიახ, ჩვენ შევქმენით ძალიან ბევრი, მომენტი, თუმცა მეტოქესაც მივეცით ამის საშუალება და რიგ შემთხვევებში დავისაჯეთ. ამ სისტემაში გუნდი ბალანსს კარგავს, აი რაშია საქმე."

ახლა კი ცოტა რამ მეოტქეზე და თამაშზე:

"მეტოქე კარგი, დაბალანსებული გუნდია, თანაც ჩვენთან შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან, მათ ბოლო სამი მატჩი მოიგეს და არც მეოთხეში გამარჯვებაზე იტყვიან უარს. გუნდი ძირითადად მაღალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, 5-6 ფეხბურთელი 190 სანტიმეტრზე მაღალია, ამიტომ ისინი გრძელი გადაცემებით და ჩაწოდებებით თამაშს ირჩევენ, რაც ამ სეზონში პრობლემას გვიქმნის.

დაბალი ლიგის გუნდებთან თამაში ყოველთვის ძნელია, რადგან ყოველთვის სურპრიზს უნდა ელოდო მათგან, ასევე ჩემს ფეხბურთელებს ტვინში აქვთ აზრი, რომ მეტოქე პატარა გუნდია და ესეც პრობლემას ქმნის, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფრის გათვალისწინებით მაინც უნდა გავიმარჯვოთ.

მე ვნახე მათი საშინაო არენა. პატარა, მაგრამ ძალიან კარგი მოედანია. თუ არ ვცდები 10.000-მდე მაყურებელი დაესწრება მატჩს, ამიტომ ძალიან კარგი ატმოსფერო უნდა იყოს.

სამწვრთნელო კარიერაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მქონია სათასო დაპირისპირებები, თუმცა FA-ს თასი მათგან განსხვავებულია. გულშემატკივარს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს - ყველას სურს ამ გათამაშებაში წარმატების მიღწევა. სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებულობა.
- დაასრულა ვან გაალმა.


წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2015 01:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Malboro463,
პერეირაზე დაგინულია. ერთხელ არ გამოიყვანა ტიპი არადა რა მაგრად მინდა მაგის თამაში ვნახო winked ერთხელ მიეცა შანსი სულ მგონი და ცუდად არ უთამაშია

მართლა გაასწორებს ხვალ თუ იქნება
0
№12
ავტორი: LizarD
23 იანვარი 2015 01:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
5-6 ფეხბურთელი 190 სანტიმეტრზე მაღალია, ამიტომ ისინი გრძელი გადაცემებით და ჩაწოდებებით თამაშს ირჩევენ, რაც ამ სეზონში პრობლემას გვიქმნის.
ხო და მაგიტომ ალპობ ფელანის სკამზე ხო? : ))))
0
№13
ავტორი: AkkRed
23 იანვარი 2015 14:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
4-4-2 ათამაშოს და გამოიყენოს პერეირა იანუზაი ერერა რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top