თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2015, 10:03
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3673,
კომენტარები: 14
ვის დატოვებს ვან გაალი "იუნაიტედში"?!
ლუის ვან გაალი კიდევ ერთი დილემის წინაშეა.
ვის დატოვებს ვან გაალი
BBC Sport-ის ყოველკვირეულ რუბრიკაში, ბობი სევიჯი ამჯერად "იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომელთა კონტრაქტი ამ ზაფხულს ან უახლოეს 18 თვეში იწურება.

ასეთი მოთამაშე "წითლების" შემადგენლობაში თვრამეტია, თუმცა მეტ-ნაკლებად ზოგიერთ მათგანის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მანჩესტერული კარიერა ბურუსითაა მოცული, მაგალითად რადამელ ფალკოა.

მას შემდეგ რაც ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" მივიდა, 15 მოთამაშე გაისტუმრა გუნდიდან, ზოგი სამუდამოდ, ზოგიც კი მცირე ხნით. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია და ჰოლანდიური წმენდა სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება. ჩემი აზრით გუნდში არის მინიმუმ 10 ფეხბურთელი, რომელთაც ახალი კონტრაქტი არ ეკუთვნით.

მოთამაშეები, რომლებსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ

ვის დატოვებს ვან გაალი "იუნაიტედში"?!


ტაილერ ბლეკეტი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 20
პოზიცია: მცველი
ძირითად შემადგენლობა: 6

ბევრმა ტრავმამ ვან გაალს აიძულა ეჩუქებინა სადებიუტო მატჩი ამ ახალგაზრდასთვის. ამ მომენტისთვის მისი განსჯა ძნელია, იმის გათვალისწინებით რომ მთლიანად დაცვის ხაზი ვერ გამოიყურება მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა "იუნაიტედში" ასეთი პატარა ასაკში ყოფნა რთულია, თუ მწვრთნელი არ გენდობა.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

პედი მაკნეირი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 19
პოზიცია: მცველი
ძირითად შემადგენლობა: 7

მისი და ბლეკეტის ისტორია ერთმანეთს ჰგავს, თუმცა პედიმ ჩემი აზრით თავი უკეთ წარმოაჩინა. კიდევ ერთი მომავლის მოთამაშე.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

მაკლ კერიკი: გუნდში მოვიდა 2006 წელს "ტოტენჰემიდან".
ასაკი: 33
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 11

კერიკი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა გუნდში, თუმცა მისი პოზიცია არ მოითხოვს მაღალ სიჩქარეებს ან დიდი მანძილის დაფარვას თამაშის მსვლელობისას. ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მოედნის ცენტრში, "იუნაიტედში". მაიკლი ძალიან მშვიდია და შესანიშნავად გრძნობს ბურთს. ნამდვილად ღირს მასთან 1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი

ტომ ქლევერლი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 25
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 18

თვის ბოლომდე "ასტონ ვილას" აქვს შანსი და უფლება გამოისყიდოს ინგლისელი 7 მილიონ ფუნტად - ასეთი პუნქტი არის მის არენდში, თუმცა ჩემი აზრით, მისი ფასი დაეცა მას შემდეგ რაც ბიმრმიმგემულ კლუბს შეუერთდა. ზაფხულში, ნამდვილად არ იდგება ტომის მსორველთა რიგი "იუნაიტედის" მენეჯერთა ოთახთან.

ვერდიქტი: უნდა გაუშვან.

დარენ ფლეთჩერი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 30
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 4

დარწმუნებული ვარ, გამოჯამრთელების შემდეგ დარენს აქვს სურვილი კვლავ ითამაშოს რამდენიმე წელი, თუმცა ეს "იუნაიტედში" დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. მე რომ მის ადგილზე ვიყო, აუცილებლად წავიდოდი სხვაგან, არ მიკვირს რომ შოტლანდიელს ბევრი მსურველი გამოუჩნდა.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

ანდერსონი: გუნდში მოვიდა 2007 წელს, "პორტუდან".
ასაკი: 26
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 0

ბრაზილიელი "იუნაიტედში" იმიტომ ირიცხება, რომ მისი გაყიდვა ვერა და ვერ ხერხდება.

ვერდიქტი: უნდა გაუშვან.

რადამელ ფალკაო: ერთ წლიანი არენდი "მონაკოდან".
ასაკი: 28
პოზიცია: თავდამსხმელი
ძირითად შემადგენლობა: 7

მისი ყოველკვირეული ხელფასი 265 ათასი ფუნტია, გამოსასყიდი თანხა კი 43.5 მილიონი.

მისი ტრავმების ისტორია და ფიზიკური მდგომარეობა ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა მე აუცილებლად შევინარჩუნებდი კოლუმბიელს. თუკი რადამელი მოახერხებს და მთლიანად აღიდგენს იმ ფორმას, რომელშიც იგი გასული წლის იანვარსი იყო ტრავმის მიღებამდე, მაშინ მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება.

სამწუხაროდ, ჩემი აზრით, "იუნაიტედი" მას არ გამოისყიდის - ეს ნათელი გახდა, როდესაც ფალკაო "საუთჰემტონთან" მატჩში განაცხადშიც კი არ იყო. ჩემი აზრით ეს დიდი შეცდომა იყო.

მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და გოლების გატანას აუცილებლად დაიწყებს. თუკი რადამელი არ ითამაშებს ყველა მატჩს, რა აზრი აქვს მის გამოსყიდვას?

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი(თუმცა ძალიან მეეჭვება ეს მოხდეს.)

იცოდით, რომ ფალკაომ მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა სრული მატჩი, შეუცვლელად?


გაგრდძელება იქნება: ფეხბურთელები, რომელთა კონტაქტიც 2016 წელს იწურება.



წყარო: carrick.ru
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
20 იანვარი 2015 11:19
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ვეთანხმები ფალკაოს საკითხში. არაა ეს გასაშვები,მითუმეტეს პრემიერლიგის რომელიმე გუნდში. არის უმაღლესი კლასის ფორვარდი და 4-5 წელი ფაქტუირად თავდამსხმელის პრობლემას მოხსნის უნაიტედში. ამას და რუნის წინ ერთად ვერ ვეღირსე რა.
0
№2
ავტორი: AkkRed
20 იანვარი 2015 11:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფალკაო, კერიკი და ტაილერ-პედის დუეტი უნდა დატოვონ
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
20 იანვარი 2015 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
იანგი,ფლეტჩერი, ქლევერლი,ანდერსონი და ევანსი გაუშვან, ფალკაო უმაღლესი კლასის ფორვარდია, ჩადგება მალე ფორმაში. ცუდ ფორმაშია მაგრამ 3გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს და ეს რომ მოიხოდება მერე ნახეთ wink

საერთოდ რატომ წამოვიდა კრიტიკა ბლეკეტზე ვერ ვხვდები, ლესტერთან დაუშვა ის ერთი შეცდომა. სწრაფი, ძლიერი და ტექნიკურია. გონივრულად თამაშობს ხოლმე თუ პატარა ხარვეზები აქვს ესეც იმიტომ რომ გამოუცდელია.

მაკნეირი საერთოდ ნახევარმცველი იყო და ერთი სეზონი ითამაშა მცველად, ამით არ ვაკნინებ პედის, პირიქით მინდა ესეც დარჩეს გუნდში. საინტერესოა ტომ ტორფს რატომ არ მისცა შანსი.
0
№4
ავტორი: red devil
20 იანვარი 2015 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Falcaos gaushveben
0
№5
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2015 14:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბლეკეტსა და მაიკნეირზე ჯერ ნაადრევია რამე დასკვნების გაკეთება. პერსპექტივა ორივე მათგანს აქვს, ამიტომ არ ღირს უცებ თავიდან მოშორება.

უდავოა, რომ ქლევერლის ტიპის ნახევარმცველის, ადგილი არ არის ჩვენთან, იგივე შეიძლება ითქვამს ფლეთჩერზე.

მაგრამ მაიკლი თამაშოს ასე თუ ისე და არ მემეტება გასაშვებად. ყველაზე რთულად გადასაწყვეტი კი მაინ ფალკაოა. მოცდა ღირს და შეფასებაც. ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღება სისულელე იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: RedTeen
20 იანვარი 2015 14:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჩიჩაზე არაფერი არ წერია.. ;დ ე.ი თუ ფალკაოს გაუშვებს ჩიჩას დააბრუნებს.. :3
0
№7
ავტორი: DiMaria
20 იანვარი 2015 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RedTeen,
ამას მეორე ნაწილიც აქვს wink
0
№8
ავტორი: I L C
20 იანვარი 2015 18:38
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Araa Falcao gasashvebi piriqit meti shansi unda mieces
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: Gio Ghonghadze
20 იანვარი 2015 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მე მინდა რომ დარჩეს ფალკაო
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 იანვარი 2015 19:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით, ანდერსონი, კლევერლი და ფკეტჩერი გასაშვებია.
ფალკაო უნდა დავიტოვოთ, და აი ახალგაზრდებიდან კი არენდით თუ გაუშვებენ ვინმეს რა.

კერიკს რა თქმა უნდა არ ვეხები, ის უნდა დარჩეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top