ლუის ვან გაალი კიდევ ერთი დილემის წინაშეა.
BBC Sport-ის ყოველკვირეულ რუბრიკაში, ბობი სევიჯი ამჯერად "იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომელთა კონტრაქტი ამ ზაფხულს ან უახლოეს 18 თვეში იწურება.
ასეთი მოთამაშე "წითლების" შემადგენლობაში თვრამეტია, თუმცა მეტ-ნაკლებად ზოგიერთ მათგანის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მანჩესტერული კარიერა ბურუსითაა მოცული, მაგალითად რადამელ ფალკოა.
მას შემდეგ რაც ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" მივიდა, 15 მოთამაშე გაისტუმრა გუნდიდან, ზოგი სამუდამოდ, ზოგიც კი მცირე ხნით. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია და ჰოლანდიური წმენდა სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება. ჩემი აზრით გუნდში არის მინიმუმ 10 ფეხბურთელი, რომელთაც ახალი კონტრაქტი არ ეკუთვნით.
მოთამაშეები, რომლებსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათტაილერ ბლეკეტი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 20
პოზიცია: მცველი
ძირითად შემადგენლობა: 6
ბევრმა ტრავმამ ვან გაალს აიძულა ეჩუქებინა სადებიუტო მატჩი ამ ახალგაზრდასთვის. ამ მომენტისთვის მისი განსჯა ძნელია, იმის გათვალისწინებით რომ მთლიანად დაცვის ხაზი ვერ გამოიყურება მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა "იუნაიტედში" ასეთი პატარა ასაკში ყოფნა რთულია, თუ მწვრთნელი არ გენდობა.
ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.
პედი მაკნეირი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 19
პოზიცია: მცველი
ძირითად შემადგენლობა: 7
მისი და ბლეკეტის ისტორია ერთმანეთს ჰგავს, თუმცა პედიმ ჩემი აზრით თავი უკეთ წარმოაჩინა. კიდევ ერთი მომავლის მოთამაშე.
ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.
მაკლ კერიკი: გუნდში მოვიდა 2006 წელს "ტოტენჰემიდან".
ასაკი: 33
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 11
კერიკი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა გუნდში, თუმცა მისი პოზიცია არ მოითხოვს მაღალ სიჩქარეებს ან დიდი მანძილის დაფარვას თამაშის მსვლელობისას. ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მოედნის ცენტრში, "იუნაიტედში". მაიკლი ძალიან მშვიდია და შესანიშნავად გრძნობს ბურთს. ნამდვილად ღირს მასთან 1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.
ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი
ტომ ქლევერლი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 25
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 18
თვის ბოლომდე "ასტონ ვილას" აქვს შანსი და უფლება გამოისყიდოს ინგლისელი 7 მილიონ ფუნტად - ასეთი პუნქტი არის მის არენდში, თუმცა ჩემი აზრით, მისი ფასი დაეცა მას შემდეგ რაც ბიმრმიმგემულ კლუბს შეუერთდა. ზაფხულში, ნამდვილად არ იდგება ტომის მსორველთა რიგი "იუნაიტედის" მენეჯერთა ოთახთან.
ვერდიქტი: უნდა გაუშვან.
დარენ ფლეთჩერი: კლუბის აღზრდილი
ასაკი: 30
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 4
დარწმუნებული ვარ, გამოჯამრთელების შემდეგ დარენს აქვს სურვილი კვლავ ითამაშოს რამდენიმე წელი, თუმცა ეს "იუნაიტედში" დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. მე რომ მის ადგილზე ვიყო, აუცილებლად წავიდოდი სხვაგან, არ მიკვირს რომ შოტლანდიელს ბევრი მსურველი გამოუჩნდა.
ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.
ანდერსონი: გუნდში მოვიდა 2007 წელს, "პორტუდან".
ასაკი: 26
პოზიცია: ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობა: 0
ბრაზილიელი "იუნაიტედში" იმიტომ ირიცხება, რომ მისი გაყიდვა ვერა და ვერ ხერხდება.
ვერდიქტი: უნდა გაუშვან.
რადამელ ფალკაო: ერთ წლიანი არენდი "მონაკოდან".
ასაკი: 28
პოზიცია: თავდამსხმელი
ძირითად შემადგენლობა: 7
მისი ყოველკვირეული ხელფასი 265 ათასი ფუნტია, გამოსასყიდი თანხა კი 43.5 მილიონი.
მისი ტრავმების ისტორია და ფიზიკური მდგომარეობა ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა მე აუცილებლად შევინარჩუნებდი კოლუმბიელს. თუკი რადამელი მოახერხებს და მთლიანად აღიდგენს იმ ფორმას, რომელშიც იგი გასული წლის იანვარსი იყო ტრავმის მიღებამდე, მაშინ მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება.
სამწუხაროდ, ჩემი აზრით, "იუნაიტედი" მას არ გამოისყიდის - ეს ნათელი გახდა, როდესაც ფალკაო "საუთჰემტონთან" მატჩში განაცხადშიც კი არ იყო. ჩემი აზრით ეს დიდი შეცდომა იყო.
მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და გოლების გატანას აუცილებლად დაიწყებს. თუკი რადამელი არ ითამაშებს ყველა მატჩს, რა აზრი აქვს მის გამოსყიდვას?
ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი(თუმცა ძალიან მეეჭვება ეს მოხდეს.)
იცოდით, რომ ფალკაომ მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა სრული მატჩი, შეუცვლელად?
გაგრდძელება იქნება: ფეხბურთელები, რომელთა კონტაქტიც 2016 წელს იწურება.
წყარო:
carrick.ru