თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2015, 20:50
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3756,
კომენტარები: 20
აირჩიე შენი შემადგენლობა
"ქუინს პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
ლაშა ვეკუა

აირჩიე შენი შემადგენლობა


უკვე შევთანხმდით, რომ მეკარის პოზიციას დიდი დავა და ახსნა განმარტებები არ სჭირდება.

აი დაცვაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ამხელა იმედი ნამდვილად არა, რომ ლუის ვან გაალი დაუბრუნდება 4-მცველს, თუმცა მე მაინც ვეცდები და ვინ იცის შეიძლება ჰოლანდიელმა მისმინოს კიდეც. მარჯვნიდან მარცხნივ თუ მივყებით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დღესდღეობით ეკვადორელი ყველაზე კარგი ვარიანტია, თანაც ანტონიომ წინა მატჩი კარგად ჩაატარა და ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს თუ რატომ არ უნდა იყოს ის ძირითადში. ხვალინდელი მატჩისთვის სავარაუდოდ უკვე მზად უნად იყოს მარკოს როხო, რომელმაც ფილ ჯონსთან კარგი და საიმედო დუეტი უნდა შექმნას. მარცხენა მცველად ახალგაზრად ლუკ შოუს ავირჩევ, რადგან მისი კონკურენტები სხვა პოზიციაზე უფრო პროდუქტიულნი მგონიან.

წინა მატჩისგან განსხვავებით მეტოქე გაცილებით სუსტია, თუმცა ეს პრემიერ ლიგაა და ადვილად არავინ ნებდება. თუკი ამ გუნდებს შორის წინა მატჩს გავიხსენებთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რომელიც ვან გაალის "იუნაიტედმა" ჩაატარა, ამიტომ სურვილი მაქვს ნახევარდაცვა ისევ ისეთი იყოს, როგორც "ოლდ ტრაფორდზე", ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და რამდენად დაემთხვევა ვან გაალისას ამას ვერ გეტყვით. ლუიმ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მეტოქე ჩაწოდებებს და გრძელ პასებს იყენებს, რომლებთან გამკლავებაც მის გუნდს უჭირს, ამიტომ არ გამიკვირდება იგივე ერერას ნაცვლად ძირითადში ფელაინის თუ ვიხილავ, თუმცა ეს შეტევას მაკლებს კრეატივს.

რობინ ვან პერსის ტრავმამ საშუალება მომცა, ჩემთვის საუკეთესო დუეტი დავაყენო თავდასხმაში, ესეც რომ არა რადამელ ფალკაოს დასამტკიცებელი აქვს, რომ ნამდვიალად იმსახურებს სეზონის ბოლოს გრძელვადიან კონტრაქტს, ამიტომ ვფიქრობ ვან გაალი მას შანსს მისცემს.

ვახო ქოილაშვილი

აირჩიე შენი შემადგენლობა


დე ხეა რატო უნდა იყოს კარში ვფიქრობ ახსნას არ საჭიროებს.

რაც შეეხება მცველებს, დავიწყოთ მრჯვნიდან, აქ ყველასათვის ნათელია რომ ან ვალენსია უნდა იყოს ან რაფაელი, თუმცა იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოქმედებდა ვალენსია წინა თამაშში ვფიქრობ ის იმსახურებს ძირითადს. რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, ჩემი აზრით დღესდრეობით ჯონსი- სმოლინგის დუეტი ყველაზე კარგი ვარიანტია, მიუხედავად იმისა რომ, წინა თამაში ( და არა მარტო წინა) ჩააგდეს, უბრალოდ ამაზე კარგი მცველები სამწუხაროდ არ გვყვავს. მარცხნივ ვფიქრობ ამ ეტაპზე შოუს ალტერნატივა არ ყავს, მიუხედავად იმისა რომ ბლინდიც გამოკეთდა ( თუმცა ვან გაალი მას საყრდენად იყენებს) და როხოც, მე მაინც ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე შოუს დაყენება უფრო კარგი იქნება.

გადავიდეთ ნახევარდაცვაზე, აქ ულაპარაკოთ პირველ რიგში კერიკი უნდა დავასახელოთ, ძალიან დიდ და შავ სამუშაოს ასრულებს ეს ფეხბურთელი და ნამდვილად იმსახურებს ძირითადს, კერიკისგან მარჯვნივ ჩემი აზრით ერერა უნდა დადგეს, მართალია ფელაინი წინა თამაშში გამოჩნდა მაგრამ მე ფიქრობ ერერა უფრო კრეატიული იქნება და ადვილად გადავალთ შეტევებზე. მარცხნივ კი ერთ-ერთი დიდი იმედი დი მარია უნდა დადგეს, შეიძლება ვინმემ არ ჩათვალოს დი მარია დღესდღეობით საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მას შეუძლია ერთი აფეთქებით ყველაფერი შეცვალოს.

რაც შეეხება შეტევას, მატა 10-ზე - ჩემი აზრით, ეს ის ადგილია სადაც ხუანი ყველაზე კარაგდ გრძნობს თავს. აი თავდასხმაში კი რუნი-ფალკაოს დუეტი უნდა იყოს, ნუ რუნი რატო უნდა იყოს ამას არ ვიტყვი, აი ფალკაოს რაც შეეხება, იმის გათვალისწინებით რომ ვან პერსი ტრავმირებულია და ვან გაალის სულ იმას გაიძახის ფალკაომ დამიმტკიცოს რომ დარჩენის ღისრიაო, როგორც იტყვიან აი ბურთი და აი მოედანი.

ჯუბო ბერიძიშვილი

აირჩიე შენი შემადგენლობა


ვფიქრობ, უკვე უაზრობაა იმის ვარაუდი, რომ ამჯერად მაინც დააყენებს ლუი 4 მცველს. ყოველი მატჩის წინ ამას ვპროგნოზირებთ, მაგრამ მწვრთნელი ჯერ-ჯერობით არ ღალატობს თავის ფილოსოფიას და ჩვენი სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება. 3-1-4-2 შემადგენლობით ვითამაშებთ, მაგრამ წინა შეხვედრის შემადგენლობისგან რამდენიმე განსხვავებით.

დაცვა: გუნდს გასულ 5 მატჩში შესაძლო 15-დან მხოლოდ 6 ქულა აქვს. ვან გაალი არ მიმართავს ბლეკეტს, მაკნეირს, ევანსს, თუმცა ხშირად ვიხილავთ კერიკს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ჯონსი-სმოლინგის ტრადიციულ დუეტს, ვფიქრობ, შოუ დაემატება, რომელიც მარცხენა ფლანგს დაიკავებს, კერიკი კი შოუსგან მარჯვნივ, მოწინააღმდეგის შეტევისას ჯონსს შეუწყვილდება. ერთი შეხედვით რთულად ჟღერს, მაგრამ ასე იყო გასულ მატჩში და ახლაც იგივე მოხდება

ნახევარდაცვა: მოწინააღმდეგე გუნდი ფლანგებს ტვირთავს და ჩაწოდებებით ცდილობს გოლის გატანას, ამიტომ დი მარიას პოზიციების შეცვლა ნაკლებად მოუხდება და საკუთარი მარცხენა ფლანგის გაკონტროლება მოუწევს, თავის მხრივ „ქპრს“ შეტევისას ლუკ შოუს დახმარებაც. ვან გაალის ნდობაზე ბლინდის მიმართ უკვე ლაპარაკიც ზედმეტია, ჰოლანდიელი ცენტრს დაიკავებს, შეტევებისას „გასაღები“ იქნება დაცვიდან მატამდე ან ფლანგებამდე ბურთის მისაწოდებლად, დაცვისას კი კერიკის პოზიციაზე დაიხევს. რაფაელის თამაშს ვივარაუდებდით 4-4-2 შემადგენლობის დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვალენსიას გამოყენება გაცილებით რაციონალურია, რომელიც გასულ მატჩში „იუნაიტედის“ რიგებში საუკეთესო იყო. ანტონიო დაუღლელად მოძრაობს მარჯვენა ფლანგზე, საჭირო დროს საჭირო ადგილზეა შეტევისა თუ დაცვის დროს. „ათიანის“ პოზიციაზე გუნდის წამყვან ფეხბურთელად ქცეული მატა იქნება, რომლის სივრცეების დაბლოკვასაც მოწინააღმდეგის ორი დაცვით ნახევარმცველი ეცდება (ტრადიციულად ჰენრი და ბარტონი), ამიტომ ესპანელს ბევრი მოძრაობა და სიზუსტე მართებს.

თავდასხმა: აქ მწვრთნელს ალტერნატივები არ აქვს, რადგან ვან პერსი ტრავმირებულია, ფალკაო მორიგ შანსს ელოდება. ფორვარდის პოზიციაზე რადამელი ითამაშებს, მის უკან კი კაპიტანი. თუ კოლუმბიელი ვერ გაამართლებს, მოედანზე მის ნაცვლად უილსონის შესვლა იქნება მოსალოდნელი.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
ვახო ქოილაშვილს
ჯუბო ბერიძიშვილს
არცერთს

სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
16 იანვარი 2015 20:58
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვახოს შედგენილი ტაქტიკა მომეწონა, ოღონდ კერიკის ნაცვლად ბლინდ და ვალენსიას ნაცვლად რაფაელი.
0
№2
ავტორი: Jubo
16 იანვარი 2015 21:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ეჰ სურვილი სხვაა და რეალობა სხვა. ძალიანაც არ მინდა ეს შემადგენლობა რაც დავწერე მარა ასე იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: AkkRed
16 იანვარი 2015 21:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯუბომ კაივსასტავი გამოიყვანა, საღოლ ჯუბსონ ♥♥
0
№4
ავტორი: DimaSanaia
16 იანვარი 2015 21:10
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
რა მიამიტები ხართ ვისაც გგონიათ, რომ ოთხი მცველით ითამაშებს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№5
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2015 21:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
4 მცველზე დაგინულია არ ითამაშებს areyoukiddingme

ბლინდმა აუცილებლად უნდა დაიწყოს და კერიკსაც მირჩევნია. ლაშას შემადგენლობა ყველაზე კარგია და ალბათ ყველას ეგ გვინდა მარა არ დააყენებს
0
№6
ავტორი: love united
16 იანვარი 2015 21:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვახოს ტაქტიკა სხვებთან შედარებით უკეთესია, მაგრამ მგონია შოუს დაასვენებს და ბლინდს(რვპ არ ყავს და ერთი ნაპარნიკი ხო უნდა ჩააკვეხოს areyoukiddingme ) ათამაშებს. და ვაბშე ისევ ### 3-5-2 იქნება :/
0
№7
ავტორი: gilmour
16 იანვარი 2015 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ლაშას ვეთანხმები ყველაზე მეტად, გამისწორდება თუ მასე ითამაშებენ.
0
№8
ავტორი: RedGirl
16 იანვარი 2015 22:25
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ლაშას ვარიანტი მომეწონა მე ყველაზე მეტად. მაგრამ ითამაშებს ოთხი მცველით? რაღაც არამგონია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: chudikone
16 იანვარი 2015 22:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ლაშამ ჩემი წყობა მოიპარა, ოღონდ ვალენსია ჩააკვეხა !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: giggs11-93
17 იანვარი 2015 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
4 mcveli: show,jones,rojo ,valencia
blind-fellainy
errera, rooney, dimka
falcao
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top