"ქუინს პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
ლაშა ვეკუაუკვე შევთანხმდით, რომ მეკარის პოზიციას დიდი დავა და ახსნა განმარტებები არ სჭირდება.
აი დაცვაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ამხელა იმედი ნამდვილად არა, რომ ლუის ვან გაალი დაუბრუნდება 4-მცველს, თუმცა მე მაინც ვეცდები და ვინ იცის შეიძლება ჰოლანდიელმა მისმინოს კიდეც. მარჯვნიდან მარცხნივ თუ მივყებით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დღესდღეობით ეკვადორელი ყველაზე კარგი ვარიანტია, თანაც ანტონიომ წინა მატჩი კარგად ჩაატარა და ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს თუ რატომ არ უნდა იყოს ის ძირითადში. ხვალინდელი მატჩისთვის სავარაუდოდ უკვე მზად უნად იყოს მარკოს როხო, რომელმაც ფილ ჯონსთან კარგი და საიმედო დუეტი უნდა შექმნას. მარცხენა მცველად ახალგაზრად ლუკ შოუს ავირჩევ, რადგან მისი კონკურენტები სხვა პოზიციაზე უფრო პროდუქტიულნი მგონიან.
წინა მატჩისგან განსხვავებით მეტოქე გაცილებით სუსტია, თუმცა ეს პრემიერ ლიგაა და ადვილად არავინ ნებდება. თუკი ამ გუნდებს შორის წინა მატჩს გავიხსენებთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რომელიც ვან გაალის "იუნაიტედმა" ჩაატარა, ამიტომ სურვილი მაქვს ნახევარდაცვა ისევ ისეთი იყოს, როგორც "ოლდ ტრაფორდზე", ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და რამდენად დაემთხვევა ვან გაალისას ამას ვერ გეტყვით. ლუიმ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მეტოქე ჩაწოდებებს და გრძელ პასებს იყენებს, რომლებთან გამკლავებაც მის გუნდს უჭირს, ამიტომ არ გამიკვირდება იგივე ერერას ნაცვლად ძირითადში ფელაინის თუ ვიხილავ, თუმცა ეს შეტევას მაკლებს კრეატივს.
რობინ ვან პერსის ტრავმამ საშუალება მომცა, ჩემთვის საუკეთესო დუეტი დავაყენო თავდასხმაში, ესეც რომ არა რადამელ ფალკაოს დასამტკიცებელი აქვს, რომ ნამდვიალად იმსახურებს სეზონის ბოლოს გრძელვადიან კონტრაქტს, ამიტომ ვფიქრობ ვან გაალი მას შანსს მისცემს.
ვახო ქოილაშვილიდე ხეა რატო უნდა იყოს კარში ვფიქრობ ახსნას არ საჭიროებს.
რაც შეეხება მცველებს, დავიწყოთ მრჯვნიდან, აქ ყველასათვის ნათელია რომ ან ვალენსია უნდა იყოს ან რაფაელი, თუმცა იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოქმედებდა ვალენსია წინა თამაშში ვფიქრობ ის იმსახურებს ძირითადს. რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, ჩემი აზრით დღესდრეობით ჯონსი- სმოლინგის დუეტი ყველაზე კარგი ვარიანტია, მიუხედავად იმისა რომ, წინა თამაში ( და არა მარტო წინა) ჩააგდეს, უბრალოდ ამაზე კარგი მცველები სამწუხაროდ არ გვყვავს. მარცხნივ ვფიქრობ ამ ეტაპზე შოუს ალტერნატივა არ ყავს, მიუხედავად იმისა რომ ბლინდიც გამოკეთდა ( თუმცა ვან გაალი მას საყრდენად იყენებს) და როხოც, მე მაინც ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე შოუს დაყენება უფრო კარგი იქნება.
გადავიდეთ ნახევარდაცვაზე, აქ ულაპარაკოთ პირველ რიგში კერიკი უნდა დავასახელოთ, ძალიან დიდ და შავ სამუშაოს ასრულებს ეს ფეხბურთელი და ნამდვილად იმსახურებს ძირითადს, კერიკისგან მარჯვნივ ჩემი აზრით ერერა უნდა დადგეს, მართალია ფელაინი წინა თამაშში გამოჩნდა მაგრამ მე ფიქრობ ერერა უფრო კრეატიული იქნება და ადვილად გადავალთ შეტევებზე. მარცხნივ კი ერთ-ერთი დიდი იმედი დი მარია უნდა დადგეს, შეიძლება ვინმემ არ ჩათვალოს დი მარია დღესდღეობით საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მას შეუძლია ერთი აფეთქებით ყველაფერი შეცვალოს.
რაც შეეხება შეტევას, მატა 10-ზე - ჩემი აზრით, ეს ის ადგილია სადაც ხუანი ყველაზე კარაგდ გრძნობს თავს. აი თავდასხმაში კი რუნი-ფალკაოს დუეტი უნდა იყოს, ნუ რუნი რატო უნდა იყოს ამას არ ვიტყვი, აი ფალკაოს რაც შეეხება, იმის გათვალისწინებით რომ ვან პერსი ტრავმირებულია და ვან გაალის სულ იმას გაიძახის ფალკაომ დამიმტკიცოს რომ დარჩენის ღისრიაო, როგორც იტყვიან აი ბურთი და აი მოედანი.
ჯუბო ბერიძიშვილივფიქრობ, უკვე უაზრობაა იმის ვარაუდი, რომ ამჯერად მაინც დააყენებს ლუი 4 მცველს. ყოველი მატჩის წინ ამას ვპროგნოზირებთ, მაგრამ მწვრთნელი ჯერ-ჯერობით არ ღალატობს თავის ფილოსოფიას და ჩვენი სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება. 3-1-4-2 შემადგენლობით ვითამაშებთ, მაგრამ წინა შეხვედრის შემადგენლობისგან რამდენიმე განსხვავებით.
დაცვა: გუნდს გასულ 5 მატჩში შესაძლო 15-დან მხოლოდ 6 ქულა აქვს. ვან გაალი არ მიმართავს ბლეკეტს, მაკნეირს, ევანსს, თუმცა ხშირად ვიხილავთ კერიკს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ჯონსი-სმოლინგის ტრადიციულ დუეტს, ვფიქრობ, შოუ დაემატება, რომელიც მარცხენა ფლანგს დაიკავებს, კერიკი კი შოუსგან მარჯვნივ, მოწინააღმდეგის შეტევისას ჯონსს შეუწყვილდება. ერთი შეხედვით რთულად ჟღერს, მაგრამ ასე იყო გასულ მატჩში და ახლაც იგივე მოხდება
ნახევარდაცვა: მოწინააღმდეგე გუნდი ფლანგებს ტვირთავს და ჩაწოდებებით ცდილობს გოლის გატანას, ამიტომ დი მარიას პოზიციების შეცვლა ნაკლებად მოუხდება და საკუთარი მარცხენა ფლანგის გაკონტროლება მოუწევს, თავის მხრივ „ქპრს“ შეტევისას ლუკ შოუს დახმარებაც. ვან გაალის ნდობაზე ბლინდის მიმართ უკვე ლაპარაკიც ზედმეტია, ჰოლანდიელი ცენტრს დაიკავებს, შეტევებისას „გასაღები“ იქნება დაცვიდან მატამდე ან ფლანგებამდე ბურთის მისაწოდებლად, დაცვისას კი კერიკის პოზიციაზე დაიხევს. რაფაელის თამაშს ვივარაუდებდით 4-4-2 შემადგენლობის დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვალენსიას გამოყენება გაცილებით რაციონალურია, რომელიც გასულ მატჩში „იუნაიტედის“ რიგებში საუკეთესო იყო. ანტონიო დაუღლელად მოძრაობს მარჯვენა ფლანგზე, საჭირო დროს საჭირო ადგილზეა შეტევისა თუ დაცვის დროს. „ათიანის“ პოზიციაზე გუნდის წამყვან ფეხბურთელად ქცეული მატა იქნება, რომლის სივრცეების დაბლოკვასაც მოწინააღმდეგის ორი დაცვით ნახევარმცველი ეცდება (ტრადიციულად ჰენრი და ბარტონი), ამიტომ ესპანელს ბევრი მოძრაობა და სიზუსტე მართებს.
თავდასხმა: აქ მწვრთნელს ალტერნატივები არ აქვს, რადგან ვან პერსი ტრავმირებულია, ფალკაო მორიგ შანსს ელოდება. ფორვარდის პოზიციაზე რადამელი ითამაშებს, მის უკან კი კაპიტანი. თუ კოლუმბიელი ვერ გაამართლებს, მოედანზე მის ნაცვლად უილსონის შესვლა იქნება მოსალოდნელი.