თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2015, 08:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2525,
კომენტარები: 15
"რომას" ფალკაოს შეძენა სურს
იტალიური გრანდები ფალკაოს შეძენას ცდილობენ.
იჯარით აყვანილი კოლუმბიელი ფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" კარგ დროს ნამდვილად არ განიცდის. უკანასკნელ შეხვედრაში ის "იუნაიტედის" განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

რადამელ ფალკაომ უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც "იუნაიტედი" დამარცხდა ვან გაალმა მას ახალგაზრდა ჯეიმს უილსონი ამჯობინა.

"იუნაიტედს" შეუძლია ფალკაოს ტრანსფერი სრულად გამოისყიდოს, რაც 43 მლნ. ფუნტი დაუჯდება და როგორც ცნობილია, გადაწვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

მაგრამ ფალკაოს თავისი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს და ახალი კლუბის ძიებაშია.

მისი მსურველები კი "იუვენტუსი" და "რომა" არიან, რომლებიც ფალკაოს წარმომადგენელს უკვე დაუკავშირდნენ და "მონაკოდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის პირობები განიხილეს.

ფალკაოს აგენტმა, ხორხე მენდეშმა განაცხადა, რომ ჯერ უცნობია სად ითამაშებს მომდევნო სეზონში მისი კლიენტი, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება ტოპ-კლუბი.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 08:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სეზონი დამთავრდეს და ჩემი ხელით გაგატანთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
17 იანვარი 2015 09:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

რატო მასე აგრესიულად? პერსი ჯობია?

თან როცა განიხილავენ პერსის წასვლასაც
0
№3
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 09:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პერსი არსად არ წავა. ფალკაო კი ბარგს ჩაალაგებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
17 იანვარი 2015 11:08
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მე ერთ რამეს ვხედავ მარტო,რო ფალკაო ვან პერსის გამო იჩაგრება. ვანგაალს არაფრით არ უნდა რო ამან პერსის აჯობოს და მერე ძირითადიდან ამოვარდეს. არიან ესეთი მწვრთნელები,რომლებსაც ერთი ფეხბურთელის ახირება აქვთ და სუ რო ცალფეხა იყოს ვეჩნად ძირითადში აყენებს. ფალკაო რო პერსის ჯობია და ყოველთვის ჯობდა მაგაზე არავინ შემედავება იმედია. პერსი არის უმაღლესი დონის თავდამსხმელი,მაგრამ საშინელ ფორმაში და დროა ფალკასო მიცეს შანსი მართლა. ვერავინ დამაჯერებს იმას,რომ ფალკაო საუთჰემტონთან იმიტო არ იყო რო რაღაც ვარჯიში არ მოეწონა თუ უაზრო მიზეზი. უნდა დაამტიკცოსო? როგორ უნდა დაამტკიცოს,როცა განსაცხადშიც კი არ შეყავს.

შემდეგ სეზონში როგორ მაინტერსებს 34 წლის პერსით და 19 წლის ვილსონით რას გააკეთებს. გაუშვითო რო ყვირიხართ ამაზე. დამისახლეთ დღესდღეობით ამაზე მაგარი თავდამსხმელი რომელია?
0
№5
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 11:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
პირველ რიგში არ ვყვირივარ, ვამბობ. მეორეც, გამოილია ფორვარდები თუ რაა? ფალკაოზე მაგარი ცენტრალური თავდამსხმელის დასახელება თუ გინდა მარტივად გეტყვი აგუეროსა და სუარესს. მათ ვერ შევიძენთ, ეს მეც ვიცი, მაგრამ გამოინახე ვინმე, ვინც უკეთ მოერგება პრემიერ ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
17 იანვარი 2015 11:28
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
აგუერო რით ჯობია ფალკაოს კაცურად,ან საურაეზი? რა ასპექტში ჯობნის. ბაზარი არაა გემოვნების საკითხია,მარა მე ვიკითხე თავდამსხმელი დამისახელე,ვინც მანჩესტერში მოვა და ფალკაოს ჯობია. აგუერო და სუარესი ხო შანსი არაა ეგ შენც კარგად იცი
0
№7
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 11:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,


შეგიძლია მითხრა აქ სად იკითხე, მანჩესტერში ვინც მოვა ის თავდამსხმელი დამისახელეო?

აგუერო რით ჯობია და სუარესი? შენ თუ წარსულის შედეგებს უყურებ არ ვიცი, მაგრამ დღეს დღეობით აგუეროზე უკეთესი ფორვარდი პრემიერ ლიგაში არ არის. სუარესი ბარსაში რაც გადავიდა ჯერ ფორმა ვერ აკრიფა თორემ დაგავიწყდა როგორ თამაშობდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
17 იანვარი 2015 11:49
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
ხოდა დაელოდეთ აგუეროს როდის გადმოვა ან სუარესს :) კაცს ან 15 წუთი ათამაშებს ან საერთოდ არ ათამაშებს და იძახით პრემიერლიგას ვერ მოერგოო. ნახერად მკვდარ პერსის ან იმ ბავშვს ვილოსნს აღარ ჯობია? მაგიტომაც ც იყო რო ფალკაომ მოგვიტანა ის 1 ქულები რაც ავიღეთ და საუთემპტონთან რო ბატებივით დადიოდნენ.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 12:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
აუგერო და სუარესის გადმოსვლა რა შუაშია? საერთოდ აკვირდები რას ვწერ? შენ იკითხე ვინაა ამაზე უკეთესიო და მეც გიპასუხე. განა სადმე ვთქვი, რომ ჩვენთან უნდა გადმოვიდნენ, ან რა ჯანდაბად მინდა დამპალი სიტის და ლივერპულის ფინიები.

ფალკაო არ თამაშობს იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს ვან გაალის მოთხოვნებს. ფალკაო რომ ყოფილიყო გგონია დედას უტირებდნენ სოტონს? იყო ტოტენჰემთან, რომ რა ქნა? რა ბურთები აფუჭა დაგავიწყდა? ხან წაგივა თავდამსხმელს თამაში, ხან არა. თუ გინდა აქაც გავავლებ აგუეროზე პარალელს რა აკეთებდა ის სანამ ტრავმა მიიღებდა. მაგრამ ეგ რა სალაპარაკოა. როცა ლუი ჩათვლის, რომ ფალკაოს დაყენება ღირს, დადგება კიდეც. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ მისთვის სულერთია.

დაგავიწყდა ფერგი, როცა თვლიდა, რომ რუნი არ იყო საჭირო შემადგენლობისთვის და არ უნდა ეთამაშა, მას სკამზე სვამდა. იმის საქციელი თუ გამართლებული იყო, ვან გაალმა რა დააშავა. რადგან ვან გაალია და ფერგი არა იმიტომ უნდა აგინოს ხალხმა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: DiMaria
17 იანვარი 2015 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ხელი არ დაადოთ ამას. დატოვონ რა იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top