თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2015, 08:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2526,
კომენტარები: 15
"რომას" ფალკაოს შეძენა სურს
იტალიური გრანდები ფალკაოს შეძენას ცდილობენ.
იჯარით აყვანილი კოლუმბიელი ფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" კარგ დროს ნამდვილად არ განიცდის. უკანასკნელ შეხვედრაში ის "იუნაიტედის" განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

რადამელ ფალკაომ უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც "იუნაიტედი" დამარცხდა ვან გაალმა მას ახალგაზრდა ჯეიმს უილსონი ამჯობინა.

"იუნაიტედს" შეუძლია ფალკაოს ტრანსფერი სრულად გამოისყიდოს, რაც 43 მლნ. ფუნტი დაუჯდება და როგორც ცნობილია, გადაწვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

მაგრამ ფალკაოს თავისი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს და ახალი კლუბის ძიებაშია.

მისი მსურველები კი "იუვენტუსი" და "რომა" არიან, რომლებიც ფალკაოს წარმომადგენელს უკვე დაუკავშირდნენ და "მონაკოდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის პირობები განიხილეს.

ფალკაოს აგენტმა, ხორხე მენდეშმა განაცხადა, რომ ჯერ უცნობია სად ითამაშებს მომდევნო სეზონში მისი კლიენტი, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება ტოპ-კლუბი.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
17 იანვარი 2015 12:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
RojoDiablo,100% iani
Xar..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: AkkRed
17 იანვარი 2015 12:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აგუერო და სუარესი თუ არა კავანიც კაი ვარიანტია.
0
№13
ავტორი: Wardell
17 იანვარი 2015 14:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
კავანი არ გამაგონო, სანამ სიმღერებს და რაღაცეებს არ ურთავენ არ თამაშობს ტიპი. მაგას ისევ ბერაჰინო მირჩევნია ახალგაზრდა არის მაინც და იცის პრემიერ ლიგა
0
№14
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2015 16:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ეძლევა საკმარისი სათამაასო დრო და ვერც დაამტკიცებს ვერაფერს. ფალკაოსნაირი ფორვარდები არ ყრია მეორე დღესვე მოვიყვანოთ უკეთესი. პერსი ამის დიდი პრობლემაა და არ უნდა ხდებოდეს ესე, ორივეს თანაბარი შანსი უნდა ეძლეოდეს
0
№15
ავტორი: Lalana
17 იანვარი 2015 20:33
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
სუარესზე,რომ ამბობთ ბარსელონას ვერ მოერგოო,თორემ ხომ გახსოვს რასაც თამაშობდაო.მეც შემიძლია ასეთი რამის თქმა ფალკაოზეც.ამ ადამიანს ძალიან დიდხანს სტანჯავდა ტრავმა და შემდეგ უცბად პრემიერ ლიგაში შედეგის დადება არ არის ადვილი და როდესაც გამოჯამრთელდა თითქმის არ ათამაშებდნენ.თამაშის გარეშე კი არა მგონია ფეხბურთელებთან საფეხბურთო კონტაქტი დაამყაროს(ალბათ მიმიხვდებით ამ სიტყვების შინაარს).ან საერთოდ განსხვავებას ვერ ხედავთ საუთჰემტონთან თამაშისა და ტოტენჰემთან თამაშის სხვაობას?იქ კარში მაინც დავარტყიდ და დიდი უპირატესობაც გვქონდა.ან როდესაც ამბობთ ვან გაალს ვერ აჩვენებს ისეთ რაღაცას რაც მას სასტარტოში ჩასვამსო,პერსიში რას ხედავს ძალიან მაინტერესებს.ამ დროისთვის პერსის მილიარდჯერ მირჩევნია ფალკაო,ეს ადამიანი ყოველი ბურთისთთვის მაინც იბრძვის და მოტივირებულია,აი პერსიზე კი ამას საერთოდაც ვერ ვიტყვი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top