თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2015, 09:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2918,
კომენტარები: 17
რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს
რატომ არ არის რუნის ადგილი მოედნის ცენტრში.
რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" - ეჭვგარეშეა, წარუმატებელი მატჩი გამოდგა. ბურთის ფლობამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, ფეხბურთელები ისე მოქმედებდნენ, თითქოს თამაშის მიზანი - ბურთის დაკარგვისგან თავის არიდებაა და არა გოლის გატანა.

როცა ჩვენი რედაქცია განიხილავდა მატჩს, წაგების ერთ-ერთ მიზეზად უეინ რუნის ცუდი გამოსვლა დასახელდა. კაპიტანი მოუფრთხილებლად მოქმედებდა, გადაცემებში დიდ შეცდომებს უშვებდა და თითქმის საერთოდ არ ამწვავებდა. ერთ-ერთი იშვიათი სახიფათო მომენტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც უეინმა თამაშის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა.

თუ ბოლო თამაშების განმავლობაში უეინ რუნის პოზიციას ყურადღებით დავაკვირდებით, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ კაპიტნის წარუმატებელი თამაში დეკემბრის მიწურულსა და იანვრის დასაწყისში დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ვან გაალმა ის ნახევარდაცვაში გაამწესა.

დამთხვევა? ასე არ ვფიქრობ.

უეინ რუნი - შეტევების დიდებული დამსრულებელია. უეინ რუნი - ბრწყინვალე მეორე ფორვარდია. უეინ რუნი - ძალიან კარგი "ათიანია". მაგრამ უეინ რუნი, ცენტრალური ნახევარმცველი არ არის. თუ მას შუაში კარგად თამაში შეუძლია, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყოველთვის გაართვას თავი როლს, რომელიც თუ გახსოვთ, მას სულაც არ მოსწონს.

უეინი არის ფეხბურთელი, რომელზეც თამაში იგება, მას კი ბრწყინვალე პასი აქვს, თუმცა ადრესატის არჩევისას არასწორ გადაწყვეტილებას იღებს. ბურთის ფლობის ჩვენი უსარგებლო უპირატესობა დიდწილად რუნის ბრალია. გავბედავ ვთქვა, რომ ერერა უფრო აქტიურად ითამაშებდა და უფრო მეტ საგოლე მომენტებს შევქმნიდით.

მაგალითი №1 - 5 წუთი

ფოტოზე ჩანს როგორ იღებს ბურთს რუნი დი მარიას პასის შემდეგ. მარჯვნიდან მატას არავინ ავიწროვებს და ხუანზე გადაცემის გაკეთება კარგი არჩევანი იქნებოდა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ნაცვლად ამისა, უეინი ბურთს არ განშორდა და დაახლოებით 10 მეტრის შემდეგ მოტრიალდა. მატა ჯერ კიდევ შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება და რუნის მისთვის პასის მიწოდება შეუძლია, თუმცა სიტუაცია გართულდა: "საუთჰემპტონის" მცველებს ახლა შეუძლიათ ბურთის ჩაჭრა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ბოლოს: უეინი ბურთს აძლევს ლუკ შოუს, რათა ფლანგზე გაიქცეს და ჩააწოდოს, საჯარიმოში კი მხოლოდ ორი ადრესატია: ვან პერსი და მატა. მათ წინააღმდეგ კი "საუთჰემპტონის" მინიმუმ 5 ფეხბურთელი, შოუ რთულ მდგომარეობაშია.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


მაგალითი №2 - 17 წუთი

რუნის ნახევარდაცვაში უჭირავს ბურთი, კერიკი მის უკან იმყოფება და "საუთჰემპტონის" ნახევარდაცვას შორის არსებულ თავისუფალ ზონაში გარბის. უეინს შეეძლო კიდევ რამდენიმე მეტრი ერბინა და მარჯვენა ფეხით 5 მეტრის მანძილზე კერიკისთვის მიეწოდებინა პასი - მაიკლი სახით კარისკენ იმყოფებოდა და შეეძლო რამე მოეფიქრებინა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ნაცვლად ამისა, რუნი მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბლინდს აწვდის პასს. იმ ადგილიდან, სადაც რუნი იმყოფებოდა ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო. ბლინდს "საუთჰემპტონის" მცველები ავიწროვებენ და ბურთით ფლანგზე გაქცევას ვერ ახერხებს. დეილი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რაიან გიგზი არ არის.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ბოლოს: ბლინდს სხვა არა დარჩენოდა რა, თუ არა მოტრიალება და კერიკისთვის ბურთის მიწოდება, რომელიც სიღრმეში შეიწია - ცენტრალურ რგოლში იმყოფებოდა - რათა დეილისთვის შანსი მიეცა. თუ ჩვენს ფეხბურთელებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კარისკენ ზურგით დგანან. კერიკს პასის გაკეთების ვარიანტები არ აქვს. ყველაზე მარტივი არჩევანის გაკეთებით და ბურთის ბლინდისთვის მიწოდებით, რუნიმ "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებს დაცვაში ჩადგომის საშუალება მისცა და ჩვენი გუნდის შეტევას იმედები გადაუწურა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


მაგალითი №3 - 23 წუთი, რუნის ცუდი პასი ვალენსიას

ბურთი რუნის ჰქონდა და როგორც ფოტოზე ხედავთ, კაპიტანს გადაცემის გაკეთების მცირე ვარიანტი აქვს. თუ მოცემული ფოტოთი ვიმსჯელებთ, მატაზე პასი მწვავე მომენტის შექმნის საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ხუანს ვანიამა მეურვეობს. კერიკი მატას მაღლა დგას, შეიძლება შევნიშნოთ, რომ რუნი-კერიკი-მატას სახით შეტევის შესაქმნელად და ურთიერთმოქმედებისთვის იდეალური სამკუთხედი გვაქვს. რუნის ბურთით ცენტრში შესვლის ვარიანტი ჰქონდა, რაც ვანიამას ან შნაიდერლინს რუნისთან მისვლას აიძულებდა, შედეგად ან კერიკი დარჩებოდა თავისუფალი, ან მატა.

ბოლოს: რუნი გრძელ დიაგონალურ პასს აწვდის ვალენსიას. პასი კი ადრესატამდე ვერ აღწევს. წარუმატებელი გადაცემა - ეს არ არის საშიში. უფრო ცუდი მუდმივად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


რუნი თავდამსხმელის სიახლოვეს ან ფორვარდის პოზიციაზე უნდა თამაშობდეს

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კერიკი კარგ პასს უკეთებს ვან პერსის (რობინი კადრში არ ჩანს, მაგრამ მარჯვნივ დგას). ჰოლანდიელი არ აგვიანებს და სწრაფად აწვდის რუნის პასს.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ბოლოს: რუნი ბურთს სახიფათო პოზიციაზე იღებს და "საუთჰემპტონის" სამი მოთამაშის ყურადღებას იპყრობს, პასს აწვდის ვან პერსის, რომელიც თავის შანსს ვერ იყენებს. შეტევის საუკეთესო დასასრული ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს იყო სწრაფი შეტევა, რომელიც ერთი შეხებითი პასებით გაკეთდა, რუნისა და ვან პერსის ასეთი მოქმედება კი ჩვეულებრივი საქმეა. მათ ესმით ერთმანეთის, იციან როგორ მანევრს გააკეთებს თითოეული, რომელი ქმედებაა ოპტიმალური. ისინი ორი ტოპ-ფორვარდის ჯაჭვს წარმოადგენენ.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


უეინი რომ თავისთვის საყვარელ პოზიციაზე იდგეს, საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენდა.


თუ რუნი მომდევნო მატჩებში ისევ ითამაშებს ნახევარდაცვაში, მისი მოქმედების განხილვას კვლავ შემოგთავაზებთ.

ფილოსოფია ხანგრძლივი გარჩევების და დაფიქრების გარეშე არ არსებობს.

წყარო: carrick.ru
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
13 იანვარი 2015 10:23
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოველ წელს უკან უკან იწევს :/ derpwhy
0
№2
ავტორი: AkkRed
13 იანვარი 2015 11:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლოს დაცვაში დააყენებენ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 11:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რუნის გადაწყვეტილების სიცუდეზე ადრეც გამახვილდა ყურადღება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ბლინდის და ფელაინის სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ რუნის იქ აღარ დააყენებს. არც მანამდე დააყენებდა, რადგან არაეთხელ უთქვამს, რუნი კარგია ათიანის და თავდამსხმელის პოზიციაზეო. უბრალოდ ჩაანაცვლდა და დაბრუნდება მალე რუნი წინ, სავარაუდოდ მატას ადგილზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
13 იანვარი 2015 11:16
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ცენტრში თამაშობს კერიკი,შეუძლია ბლინდს,არის ერერა გუნდში არის მატა,არის ფელაინი და რაღა რუნი ამ პოზიციაზე. რამდენჯერაც წინ იწყებს თამაშს ვეჩნად გოლს იტანს ან საგოლეს აკეთებს. მერე კიდე ადამიანია მართლა ცხოველი ხო არაა, ყოველ თამაში 90 წუთი და თან ამ დატვირთვით როცა ყველგან უნდა იყოს არ არის ეგრე რა. ან ვანპერსის თუ იცოდნენ რო ესეთი ტრამვა ქონდა,რაღას რისკავდნენ და ფალკაოს რას ალპობდნენ სკამზე. ან სად მოტეხა წინაზე ან ფალკაო ან იანუზაი? ფელაინი თუ იყო ფორმაში,რატო არ დააყენა თავიდანვე. ან შოუ და ბლინდი ეგრე რატო იყვნენ განლაგებულები? ისეთ გუნდში სადაც დიმარია,მატა,პერსი,რუნი თამაშობს და საუკეთესო ვალენსია იქნება,იმ გუნდს საუთჰემპტონი კი არა რაჭის დოკუტი და ძეგვის ცემენტო რო ათამაშო ისინიც მოუგებენ. დამიბრუნეთ ფერგიიიიი :(((
0
№5
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 11:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
ვან პერსიზე რომ გუშინ დაიწერა ტრავმას მალავდაო ის სიახლე წაიკითხე სრულად?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
13 იანვარი 2015 11:24
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
კი წავიკითხე,მერე?
0
№7
ავტორი: bziki
13 იანვარი 2015 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სოტონტან თამაში ვან გაალმა ჩააგდო
ერთხელ დავწერე იგივე ფორმაციის იყო ემიუ რაც ჰოლანდია მსოფლიოზე არც რობენია ტიპიური თავდამსხმელი სისწრაფის გამო ეყენა ვანგაალს წინ და ამართლებდა აქ დიმარის უნდა ეკისრა რობენის როლი მაგრამ რაც გამოვიდა კი ვნახეთ არაა დიმა თავდამსხმელი და გამოჩნდა როცა პასი მიცეს ერთი ერთზე პოზიცია ვერ შეარჩია სწორედ რო ბურთზე ეთამაშა

რუნის დღე ნაღდად არ იყო არც ერთი გრძელი პასი არ გამოუვიდა და ბოლოს საერთოდ შეეშვა გრძელ პასებს. სიმართლე ისაა რო რუნის საყრდენზე ერერაც ჯობია ფელაინიც და შნეიდერლინიც

ფელაინი არ იყო მზად 90 წუთისთვის გასაგებია მარა ერერა ?მშვენიერ ფორმაშია რამოდენიმე მოთამაშეა ვინც ფორმაშია და ერთს საკამზე ტოვებს და რუნის ათამაშებს მანდ, ლოგიკა ისაა რო ერერას არ ენდობა აბა 35 მილიონს რაღას იხდიდა ზამენის იგრიკში
0
№8
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 11:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
მერე პერსი მალავდა მსოფლიო ჩემპიონატამდე მიღებულ ტრავმას და არა იმას, სოტონთან რაც დაემართა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: ALEXFERGUSON
13 იანვარი 2015 11:46
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
ეგ არც მე მითქვამს. ფაქტი ისაა რო ტრამვით ითამაშა მთელი მსოფლიო და 2 კვირაში გუნდს შეუერთდა და ვეჩნად ძირითადიდან იწყებდა. ბოლოს შენც ხედავდი რო ვაბშე ტყვილა იდგა ბოლო 20-25 წუთი და ვინუჟდენი ცვლიდა ხოლმე. ეტყობა რა პერსია და როცა არის ფორმაში და როცა ვერა.
0
№10
ავტორი: chudikone
13 იანვარი 2015 11:49
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან კარგი განხილვა იყო და იმედია რუნის მაგ პოზიციაზე აღარ ვიხილავთ. არც ისაა ვამორიცხული ძალით ეთამაშა ცუდად რომ ლვგმ აწი წინ წაწიოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top