თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2015, 08:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2598,
კომენტარები: 11
ბლინდი: "არ უნდა დავნებდეთ"
დეილი ბლინდი გუნდს მოუწოდებს.
ბლინდი:
დეილი ბლინდი ტრავმის მოშუშების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდა, სადაც მისმა გუნდმა მიმდინარე წლის პირველი მარცხი განიცადა.

დუშან ტადიჩი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც გოლის გატანა მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა გამოუვიდა, "წითლებმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 1-0 დამარცხდნენ.

"იმედი ძალიან გამიცრუვდა. პირველი შეგრძნება ასეთი იყო, ჩვენ პირველ ნახევარში, შესაძლოა პირველ წუთებზე მხოლოდ ერთი შანსი მივეცით მათ და შემდეგ დაცვაში კარგად ვთამაშობდით. მაგრამ როცა ბურთს ვიღებდით, უფრო მომთმენები უნდა ვყოფილიყავით და შანსებს დავლოდებოდით. ხანდახან მცირედით ვჩქარობდით."

"როცა ისინი 1-0 დაწინაურდნენ, რამდენიმე მომენტი შევქმენით და შესაძლოა საკმარისიც კი იყო იმისთვის, რომ მოგვეგო. მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და ამის შემდეგ ყოველთვის რთულდება. ისინი მუდამ თავს იცავდნენ და როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, რაც ძალიან სამწუხაროა."
- განაცხადა ბლინდმა.

ამ შედეგის შემდეგ "წმინდანები" სატურნირო ცხრილში "იუნაიტედს" უსწრებენ და ბლინდს მიაჩნია, რომ მომდევნო მატჩში, რომელსაც მისი კლუბი "ქპრ-ს" წინააღმდეგ გამართავს სიტუაცია გამოსწორდება.

"ჩვენ უნდა აღვდგეთ. ერთმანეთის გვერდიგვერდ გუნდურად უნდა დავდგეთ და ვარჯიშებზე ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, კარგი კვირა ვიქონიოთ, რადგან მომდევნო უქმეებზე გამარჯვება გვჭირდება." - დაასრულა ბლინდმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 11:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რამდენი ხანია ამის ინტერვიუები აღარ წამიკითხავს და თამაშიც როგორ მომენატრა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
13 იანვარი 2015 11:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მარა თავის ჩვეულ პოზიციაზე უფრო კარგია ვიდრე დაცვაში
0
№3
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 11:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
თავის პოზიციაზე ყველა გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე სხვაგან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
13 იანვარი 2015 11:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მსოფლიოზე ეს იმ ადგილას იდგა სადაც საუტჰემპტონთან თამაში, მაგიტომ გავამახვილე ყურადღება იმაზე თუ ჩვენთან რომელ პოზიციაზე აქამდე თამაშობდა უფრო ნაყოფიერი იყო.
0
№5
ავტორი: chudikone
13 იანვარი 2015 11:39
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
საყრდენზე უნდა იდგეს ეს, ქერიქის ნაცვლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 11:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
დიდად არც არაფერი დაეწუნებოდა ბლინდს სოტონთან. გინდ ცენტრში და გინდ მარცხინ როცა გადასწია. უბრალოდ მისი საქმე უფრო სხვა რამეა და ის აკეთოს ჯობია. ჯერ ალბათ მაინც მოარიდა ცენტრს, იქ უფრო მეტი ორთაბრძოლა მოუწევდა, რადგან იცოდა ვან გაალმა, წმინდანები ჩვენ საჯარიმოსთან იშვიათად იქნებოდნენ. ამიტომ ათამაშა იქ თორემ საერთოდ არ დააყენებს მანდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
13 იანვარი 2015 11:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ეგ კი გასაგებია, მაგრამ როცა იქ უფრო ნაყოფიერია და უფრო მეტი პასის განაწილება შეეძლო მწვავე მომენტები შეექმნა რატო არ უნდა იყოს იქ. არ მესმის ნუ მაგ პოზიციაზე რომელშიც სოტონთან ითამაშა თავიდან არც ბლეკეტია ცუდი.
0
№8
ავტორი: PaLoMo
13 იანვარი 2015 12:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Espanettan es im poziciaze idga sadac ..show .da masgin magrad itamasha sagole pasic ki gaukerea rvps me davayenebdi gare marbada amas
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 13:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ეგ აგიხსენი ზუსტად რატომ არ დააყენა და მაინც იგივე მკითხე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: GeorgeBest
13 იანვარი 2015 20:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხო კარში მოარტყით ხოლმე და კარგი დასაწყისი იქნება winked

მაგრად გამიხარდა ამის დაბრუნება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top