თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2015, 13:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2387,
კომენტარები: 12
შირერი: "იმედი მაქვს ის ვერ შეძლებს ამას"
ალან შირერი უეინ რუნიზე საუბრობს.
შირერი:
ბრიტანულ სპორტულ ჟურნალ, "FourFourTwo"-სთან, ინტერვიუში ალან შირერმა განაცხადა, რომ უეინ რუნის შესწევს ძალა დაამხოს მისი რეკორდი, თუმცა იმედი აქვს ინგლისელი ამას ვერ შეძლებს.

"ბლექბერნისა" და "ნიუკასლის" ყოფილი თავდამსხმელი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ალანის ანგარიშზე 14 ნათამაშები სეზონის შემდეგ 260 გოლია. შირერის უახლოესი მდევრები: "იუნაიტედის" ლეგენდა ენდი კოული (187 გოლი) და "ეშმაკების" კაპიტანი უეინ რუნი (182 გოლი) არიან.

ალანის აზრით, თუკი რუნი კარიერის ბოლომდე შეინარჩუნებს კარგ ფორმას, მაშინ მას ნამდვილად ექნება შანსი გახდეს პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:

"დარწმუნებული ვარ რუნი აუცილებლად გახდება ინგლისის ნაკრების საუკეთესო მეგოლე, რაც შეეხება ჩემს რეკორდს, იმედი მაქვს მის დამხობას ვერ მოახერხებს. მე მომწონს ჩემი მიღწევა(იცინის), თუმცა უეინს შეიძლება ყველაფერი გამოუვიდეს, თუკი ფორმას შეინარჩუნებს. ასევე დიდ როლს ითამაშებს გუნდის მწვრთნელი, რადგან სწორედ მან უნდა შეურჩიოს უეინს პოზიცია მოედანზე. მე ვაზას ტალანტი მაოცებს. ის მხოლოდ 29 წლისა, ასე არ არის?! მას ნამდვილად აქვს დრო და ძალაც დაამხოს ჩემი რეკორდი.


წყარო:carrick.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
8 იანვარი 2015 13:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ ისევ საყრდენად გამოიყენებს ვან გაალი გაუჭირდება, და გამთამაშებლად ან მეორე ფორვარდად რომ ითამაშოს, 4-5 სეზონში მოხსნის რეკორდს.
0
№2
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2015 13:48
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რა უნამუსოაა wink

გააჩნია ვან გაალი რა პოზიციას შეურჩევს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Mufc7
8 იანვარი 2015 14:16
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დარწმუნებული ვარ, რუნი აუცილებლად გახდება ინგლისის ნაკრების საუკეთესო მეგოლე, რაც შეეხება ჩემს რეკორდს, იმედი მაქვს, მის დამხობას ვერ მოახერხებს. მე მომწონს ჩემი მიღწევა(იცინის)

fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: AkkRed
8 იანვარი 2015 14:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
300 გოლამდე ავა რუნის მაჩვენებელი 35 წლის ასაკში
0
№5
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2015 14:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ინგლისის ნაკრებში დაამხობს, მაგრამ შირერის რეკორდამდე ისეთი რიცხვი აშორებს, რომ თითქმის არ აქვს შანსი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Wardell
8 იანვარი 2015 14:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
5 სეზონი რო კიდე ითამაშოს და სეზონში საშუალოდ 16 გოლი გაიტანოს, როგორც იტყვიან ეგაა და გორის ციხე. მთლად შეუძლებელი არ არის, გააჩნია როგორ დაბერდება და რა პოზიციაზე.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2015 15:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ის დრო რომ იყოს, რაც შირერის დროს იყო, კიდევ ჰო, მაგრამ რუნის თანამედროვე ფეხბურთში და მითუმეტეს 5 წლის შემდეგ არავინ მისცემს სეზონში საშუალოდ 16 გოლის გატანას, პრემიერ ლიგას ვგულისხმობ, თორემ იტალიაში და ალბათ ესანეთშიც გაიტანდა.

ცალკე კი იმაში, რომ პოზიციას გააჩნია, გეთანხმები. მხოლოდ ცენტრფროვარდად ან თუნდაც ფორვარდად რომ იდგეს კიდევ შეიძლება, მაგრამ იმდენ სამუშაოს ასრულებს, რომ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: DiMaria
8 იანვარი 2015 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მეორე ადგილზე მაინც ხომ იქნება. ეგეც კმარა. ბობისაც გაასწრებს და პირველ ადგილზე იქნება იუნაიტედში. თან წელს 2 გოლი უნდა კიდევ რამდენიმე გადაცემა და ლამპარდსაც გაასწრებს
0
№9
ავტორი: LizarD
8 იანვარი 2015 17:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რუნის რომ მუდმივად მეორე ფორვარდად ეთამაშა ბევრად სხვა რეზულტატი ექნებოდა.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2015 18:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შირერის რეკორდამდე ძაან შორია მარა გამისწორდებოდა ეგეც რო მოეხსნა. ჩარლტონის რეკორდებითაც დაკმაყოფილდება რო რამე და ეგეც დიდი მიღწევაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top