თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2015, 13:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2577,
კომენტარები: 12
შირერი: "იმედი მაქვს ის ვერ შეძლებს ამას"
ალან შირერი უეინ რუნიზე საუბრობს.
შირერი:
ბრიტანულ სპორტულ ჟურნალ, "FourFourTwo"-სთან, ინტერვიუში ალან შირერმა განაცხადა, რომ უეინ რუნის შესწევს ძალა დაამხოს მისი რეკორდი, თუმცა იმედი აქვს ინგლისელი ამას ვერ შეძლებს.

"ბლექბერნისა" და "ნიუკასლის" ყოფილი თავდამსხმელი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ალანის ანგარიშზე 14 ნათამაშები სეზონის შემდეგ 260 გოლია. შირერის უახლოესი მდევრები: "იუნაიტედის" ლეგენდა ენდი კოული (187 გოლი) და "ეშმაკების" კაპიტანი უეინ რუნი (182 გოლი) არიან.

ალანის აზრით, თუკი რუნი კარიერის ბოლომდე შეინარჩუნებს კარგ ფორმას, მაშინ მას ნამდვილად ექნება შანსი გახდეს პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:

"დარწმუნებული ვარ რუნი აუცილებლად გახდება ინგლისის ნაკრების საუკეთესო მეგოლე, რაც შეეხება ჩემს რეკორდს, იმედი მაქვს მის დამხობას ვერ მოახერხებს. მე მომწონს ჩემი მიღწევა(იცინის), თუმცა უეინს შეიძლება ყველაფერი გამოუვიდეს, თუკი ფორმას შეინარჩუნებს. ასევე დიდ როლს ითამაშებს გუნდის მწვრთნელი, რადგან სწორედ მან უნდა შეურჩიოს უეინს პოზიცია მოედანზე. მე ვაზას ტალანტი მაოცებს. ის მხოლოდ 29 წლისა, ასე არ არის?! მას ნამდვილად აქვს დრო და ძალაც დაამხოს ჩემი რეკორდი.


წყარო:carrick.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Jorbe-Jorbe
8 იანვარი 2015 20:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გახდება აბა რა, ნაკრებშიც და პრემიერლიგაშიც..
0
№12
ავტორი: chudikone
9 იანვარი 2015 11:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე მაინც მჯერა და იმედი მაქვს რომ გადაასწრებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top