თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 15:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2706,
კომენტარები: 12
ფალკაო: "გოლს ამიტომ აღვნიშნავ"
ფალკაომ გოლის აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.
ფალკაო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ ახსნა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს ემოციურად.

კოლუმბიელ ფორვარდს "იუნაიტედის" რიგებში სულ სამი გოლი აქვს გატანილი და სამივე მათგანი ქულების მომტანი გამოდგა. პირველი გოლი რადამელმა "ევერტონს" გაუტანა (2-1), მომდევნო "ასტონ ვილას" (1-1) ხოლო მესამე "სტოკ სიტის" (1-1).

სამივე შემთხვევაში ფალკაომ გატანილი გოლები ემოცურად აღნიშნა და ახსნა, თუ რატომ იქცევა ასე.

"გოლის გასატანად შრომას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვიცი როგორ ძალისხმევას მოითხოვს ეს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ ასე. ჩემთვის თითოეული გოლი ბევრს ნიშნავს, ასე რომ, ჩემს აღნიშვნაში დიდ ვნებას ცდებ."

ფალკაოს დამოკიდებულება პრემიერ ლიგისადმი აშკარაა. პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში თამაშის შემდეგ რადამელი პრემიერ ლიგაში გადავიდა, სადაც ჯერ-ჯერობით იჯარის წესით თამაშობს.

"პრემიერ ლიგა უფრო მიმზიდველია, ვიდრე საფრანგეთის ლიგა. მცველები უფრო ძლიერი და აგრესიულები არიან. თუმცა ეს კარგია. უფრო მეტ ინტენსიურობასა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს."

ფალკაომ გულშემატკივარსაც მიმართა, რომელთა რიგებში რადამელი დიდი სიყვარულით სარგებლობს.

"პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ქომაგებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. შემდეგ, მინდა მათ 2015 წელი მივულოცო და იმედი მაქვს, ბედნიერებას მოვუტანთ." - განაცხადა რადამელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
7 იანვარი 2015 15:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იმედია აქ დარჩები და გოლებითაც გაგვანებივრებ <3

ყველაზე მეტად ფალკაოს გოლების აღნიშვნა ჩელსის წინააღმდეგ მომეწონა. ამის ჩასრიალება მაგარია ;დდ
0
№2
ავტორი: love united
7 იანვარი 2015 15:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარ სახეს იღებს ხოლმე გოლის მერე :დ
0
№3
ავტორი: AkkRed
7 იანვარი 2015 16:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მომავალ წელს ეს რა მხეცი იქნებაა ♥♥
0
№4
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 16:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მისი კიდევ ბევრი გოლის აღნიშვნა უნდა ვნახოთ იუნაიტედის მაისურით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Berba 9
7 იანვარი 2015 16:37
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მეტი და მეტი აღნიშვნა მინდა, ნებისმიერ გოლს ძალიან ემოციურად აღნიშნავს და ძალიან მომწონს პირადად მე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: Macklemore
7 იანვარი 2015 16:44
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მიხარია ფალკასო რომ ვხედავ იუნაიტედის მაისურით, მაგრამ ამის ფასად უკეთეს ფორვარდს ვიყიდით.
0
№7
ავტორი: Best 7
7 იანვარი 2015 17:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Midi falcao moumate sheyare golebi!
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 იანვარი 2015 18:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მთელ სულს და გულს დებს თამაშში და იმიტოა ასე ემოციური ხოლმე.
0
№9
ავტორი: DiMaria
7 იანვარი 2015 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენი ვეფხვი კაცი. მაგარი ხარ და ბევჯერ აღნიშნე ხოლმე
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 იანვარი 2015 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა გულიდან წამოსული აღნიშვნა იცის, იმედია გააგრძელებს გოლების გატანას და კონტრაქტსაც გაუგრძელებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top