თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 15:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2903,
კომენტარები: 12
ფალკაო: "გოლს ამიტომ აღვნიშნავ"
ფალკაომ გოლის აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.
ფალკაო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ ახსნა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს ემოციურად.

კოლუმბიელ ფორვარდს "იუნაიტედის" რიგებში სულ სამი გოლი აქვს გატანილი და სამივე მათგანი ქულების მომტანი გამოდგა. პირველი გოლი რადამელმა "ევერტონს" გაუტანა (2-1), მომდევნო "ასტონ ვილას" (1-1) ხოლო მესამე "სტოკ სიტის" (1-1).

სამივე შემთხვევაში ფალკაომ გატანილი გოლები ემოცურად აღნიშნა და ახსნა, თუ რატომ იქცევა ასე.

"გოლის გასატანად შრომას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვიცი როგორ ძალისხმევას მოითხოვს ეს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ ასე. ჩემთვის თითოეული გოლი ბევრს ნიშნავს, ასე რომ, ჩემს აღნიშვნაში დიდ ვნებას ცდებ."

ფალკაოს დამოკიდებულება პრემიერ ლიგისადმი აშკარაა. პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში თამაშის შემდეგ რადამელი პრემიერ ლიგაში გადავიდა, სადაც ჯერ-ჯერობით იჯარის წესით თამაშობს.

"პრემიერ ლიგა უფრო მიმზიდველია, ვიდრე საფრანგეთის ლიგა. მცველები უფრო ძლიერი და აგრესიულები არიან. თუმცა ეს კარგია. უფრო მეტ ინტენსიურობასა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს."

ფალკაომ გულშემატკივარსაც მიმართა, რომელთა რიგებში რადამელი დიდი სიყვარულით სარგებლობს.

"პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ქომაგებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. შემდეგ, მინდა მათ 2015 წელი მივულოცო და იმედი მაქვს, ბედნიერებას მოვუტანთ." - განაცხადა რადამელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2015 13:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველი გოლი როგორ აღნიშნა winked
0
№12
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2015 13:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"გოლის გასატანად შრომას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვიცი როგორ ძალისხმევას მოითხოვს ეს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ ასე. ჩემთვის თითოეული გოლი ბევრს ნიშნავს, ასე რომ, ჩემს აღნიშვნაში დიდ ვნებას ცდებ."


აბა იმ ხისთავიან ბალოტელს, რომ ჰკითხო, რატომ უნდა აღვნიშნო გოლი ეს ჩემი სამუშაოა, აღნიშნავს ფოსტალიონი, როცა დანიშნულების ადგილას წერილი მიაქვსო? :დ დებილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top