თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 14:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2156,
კომენტარები: 14
ფალკაოს "იუნაიტედში" ყოფნა მოსწონს
ფალკაოს
რადამელ ფალკაოსთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" ცხოვრება კარგად მიმდინარეობს. კოლუმბიელი ფორვარდი "მონაკოდან" იჯარის წესით შეუერთდა "იუნაიტედს" და საწყის ეტაპზე სირთულეებს განიცდიდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის რეგულარულად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში.

"იუნაიტედის" უკანასკნელ 5 შეხვედრაში ფალკაომ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და "ასტონ ვილასა" და "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩებში მის მიერ გატანილმა თითო გოლმა "წითელ ეშმაკებს" ქულა მოაპოვებინა. ფალკაომ პირველად ითამაშა ინგლისის თასზეც, როცა "იოვილ თაუნის" წინააღმდეგ ჩაატარა მატჩი.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედს" ყველა ტურნირზე 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ფალკაოც ფორმაში შედის, ნაკლებად გასაკვირია, რომ ის "იუნაიტედში" ბედნიერია.

"კარგად ვარ. ჩემი ოჯახიც კომფორტულადაა. მანჩესტერში და კლუბში ყოფნით სიამოვნებას ვიღებთ. ხალხი მე და ჩემს ოჯახს კარგად გვექცევა. ბედნიერები და მოხარულები ვართ."

თუ მისდამი ფეხბურთელების დამოკიდებულების ხილვა გსურთ, ნოემბერში ვარჯიშის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ, რომელშიც ორ ფეხბურთელს რადამელი ხელში აყვანილი მიჰყავს. ფეხბურთელებს ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი სახით კიდევ ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელის ყოლა და იმედოვნებენ, რომ ის არაერთ გოლს გაიტანს.

"ჩემი კოლეგები დასაწყისიდანვე კარგად შემხვდნენ. მხარს მიჭერდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ, რაც კი მჭირდებოდა. ეს მოთამაშეთა ძალიან თავმდაბალი, კარგი და ღირსეული ჯგუფია, განცვიფრებული ვიყავი იმით, თუ როგორი ადამიანები არიან." - განაცხადა ფალკაომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
7 იანვარი 2015 14:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
თუ ძან ძვირი არ დააფასეს შეიძლება გამოისყიდონ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 14:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
ფასი წინასწარ შეთანხმებულია უკვე და თუ არ ვცდები 43 მლნ. თუ რაღაც მსგავსია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 15:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გული დამეწვა რაღაცნაირად recourse
ჩემი კოლეგები დასაწყისიდანვე კარგად შემხვდნენ. მხარს მიჭერდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ, რაც კი მჭირდებოდა. ეს მოთამაშეთა ძალიან თავმდაბალი, კარგი და ღირსეული ჯგუფია, განცვიფრებული ვიყავი იმით, თუ როგორი ადამიანები არიან
love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Manchester_M
7 იანვარი 2015 15:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
არამგონია გამოისყიდონ :X
0
№5
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 15:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
იმედია არც გამოისყიდიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: chudikone
7 იანვარი 2015 15:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაგარი ადამიანი და ფეხბურთელია. იმედია გამოისყიდიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
7 იანვარი 2015 15:21
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
32 წლის პერსის და 19 წლის ვილსონის იმედად იყავი შენ და გოლს ვინ გაიტანს მერე ვანხავ. ნეტა არ კი არა,ნეტა გამოისყიდონ. ფალკაოზე როგორ უნდა თქვა ნეტა გუნდში არ დატოვონო. შევა ძაან მალე ფორმაში და მერე ამას ჩემ ზოროს გააჩერებენ.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 15:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
იმედია არ ცდები და შენი მოლოდინი გამართლდება, მაგრამ ამას ამის ტრავმიდან გამომდინარე არც ფორმაში შესვლის მჯერა და არც იმის, რომ ჩვენთანაც იგივე თამაშს აჩვენებს, რასაც ატლეტიკოსა და პორტუში აკეთებდა. გოლის გასატანად კიდევ მოიძებნებიან ფეხბურთელები და თუ ფალკაო წავა, ეს არ ნიშნავს, რომ არავინ მოვა. მაგაზე არ იდარდო fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
7 იანვარი 2015 16:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფალკაო უნდა დარჩეს და ქესტუმ ახლა
0
№10
ავტორი: Macklemore
7 იანვარი 2015 16:46
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
თუ ფორმას აკრებს რატომაც არა?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top