თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 14:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2351,
კომენტარები: 14
ფალკაოს "იუნაიტედში" ყოფნა მოსწონს
ფალკაოს
რადამელ ფალკაოსთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" ცხოვრება კარგად მიმდინარეობს. კოლუმბიელი ფორვარდი "მონაკოდან" იჯარის წესით შეუერთდა "იუნაიტედს" და საწყის ეტაპზე სირთულეებს განიცდიდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის რეგულარულად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში.

"იუნაიტედის" უკანასკნელ 5 შეხვედრაში ფალკაომ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და "ასტონ ვილასა" და "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩებში მის მიერ გატანილმა თითო გოლმა "წითელ ეშმაკებს" ქულა მოაპოვებინა. ფალკაომ პირველად ითამაშა ინგლისის თასზეც, როცა "იოვილ თაუნის" წინააღმდეგ ჩაატარა მატჩი.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედს" ყველა ტურნირზე 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ფალკაოც ფორმაში შედის, ნაკლებად გასაკვირია, რომ ის "იუნაიტედში" ბედნიერია.

"კარგად ვარ. ჩემი ოჯახიც კომფორტულადაა. მანჩესტერში და კლუბში ყოფნით სიამოვნებას ვიღებთ. ხალხი მე და ჩემს ოჯახს კარგად გვექცევა. ბედნიერები და მოხარულები ვართ."

თუ მისდამი ფეხბურთელების დამოკიდებულების ხილვა გსურთ, ნოემბერში ვარჯიშის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ, რომელშიც ორ ფეხბურთელს რადამელი ხელში აყვანილი მიჰყავს. ფეხბურთელებს ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი სახით კიდევ ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელის ყოლა და იმედოვნებენ, რომ ის არაერთ გოლს გაიტანს.

"ჩემი კოლეგები დასაწყისიდანვე კარგად შემხვდნენ. მხარს მიჭერდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ, რაც კი მჭირდებოდა. ეს მოთამაშეთა ძალიან თავმდაბალი, კარგი და ღირსეული ჯგუფია, განცვიფრებული ვიყავი იმით, თუ როგორი ადამიანები არიან." - განაცხადა ფალკაომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
7 იანვარი 2015 18:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რატო არ უნდა გინდოდეთ ეს გუნდში ? მთელი მანჩესტერი ჩიჩარიტოზე აკაჩავებს და ეს არ ჯობია ჩიჩარიტოს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 იანვარი 2015 19:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
ALEXFERGUSON,
chudikone,
Manchester_M,
Mufc7,
წელს მანჩესტერი ლიგაზე გავა და ხოარ არის იმის საშიშროება რომ ამან იუნაიტედი საკუთარი ნებით დატოვოს ? what სადაც იყო და გუნდი ლიგაზე გავიდა, ყველა გუნდიდან წავიდა
0
№13
ავტორი: DiMaria
7 იანვარი 2015 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მერე დარჩი რადამელ. კი არავის ეწყინება
0
№14
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2015 13:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"კარგად ვარ. ჩემი ოჯახიც კომფორტულადაა. მანჩესტერში და კლუბში ყოფნით სიამოვნებას ვიღებთ. ხალხი მე და ჩემს ოჯახს კარგად გვექცევა. ბედნიერები და მოხარულები ვართ."

გოლები გვინდა და მერე უფრო კარგად მოგექცევიან wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top