თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 11:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2451,
კომენტარები: 13
25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა
25 წლის წინ, ამ დღეს.
25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველს, ვივ ანდერსონს 25 წლის წინ ინგლისის თასზე "ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ გამართული მატჩი ახსენდება.

ამ დღეს, 25 წლის წინ, "იუნაიტედის" თანამედროვე ისტორია საფრთხის წინაშე დადგა.

"წითელი ეშმაკები" 1990 წლის 7 იანვარს ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ნოტინგემ ფორესტს" დაუპირისპირდნენ და თუ სერ ალექსი მათ წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწევდა, მას "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუხდებოდა.

ფერგის გუნდი წვალობდა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში საგრძნობი თანხა დახარჯა. გულშემატკივარი უკმაყოფილების ღიად გამოხატვას იწყებდა. "ოლდ ტრაფორდზე" შოტლანდიელის 3 წლიანი სამსახურისადმი ჩივილის მიზეზი უკვე მზადდებოდა.

მოგვიანებით, აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ედუარდსმა და ბობი ჩარლტონმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ ფერგიუსონის საკითხი საკამათოდ აღარასდროს გატანილა.

სხვათაშორის, მაშინ "წითელი ეშმაკები" ნოტინგემში ზედიზედ 8 მატჩიანი მოუგებელი სერიით ჩავიდნენ. ინგლისის თასი შანსი იყო.

თუ "იუნაიტედი" დამარცხდებოდა, "იუნაიტედი" ახალ მწვრთნელს მოძებნიდა. ფერგის დრო თითქმის ამოიწურა.

თუ ბრაიან კლოჰის გუნდი მოიგებდა, ფერგიუსონის 23 წლიანი წარმატებული ეპოქა არასდროს შეიქმნებოდა.

როგორც ლუი ვან გაალის გუნდში, ისე ფერგიუსონის გუნდს იმხანად ტრავმების სიმრავლე აწუხებდა.

25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა


"იუნაიტედის" მწვრთნელს არ შეეძლო განაცხადში ბრაიან რობსონის, ნილ უების, პოლ ინსის, მელ დონაგის, დენი უალოსისა და ლი შარპის შეყვანა.

მაგრამ ფერგიუსონს ინსტინქტი კარნახობდა, რომ იღბალი იმ დღეს მის მხარეს იქნებოდა და "ოლდ ტრაფორდის" თანამშრომლებმა ფსონი მისი გუნდის სასარგებლოდ დადეს.

სიმშვიდისა და რწმენის შეგრძნება ფეხბურთელებსაც გადაეცათ, რომლებიც ისტორიულ დღეს მოედანზე მშვიდად აბიჯებნდნენ. ფერგიუსონის სამუშაო მარკ რობინსის მიერ გატანილმა გოლმა იხსნა და "იუნაიტედმა" 1-0 მოიგო. ფერგიუსონმა კი მოგვიანებით "უემბლიზე" "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გადათამაშებაში თასი აღმართა.

დანარჩენი უკვე ისტორიაა.

"ამ თამაშამდე დარჩენილ ყოველ დღეს გაზეთებს ვიღებდით და ვკითხულობდით, რომ შესაძლო იყო ფერგიუსონი გაეძევებინათ." - გვიყვება მარჯვენა მცველი, ვივ ანდერსონი.

"ყველაფერი, რაც იქ ეწერა მის შესაძლო უკანასკნელ მატჩზე მიუთითებდა. ზეწოლა იზრდებოდა, მაგრამ ეს ფერგიუსონს არასდროს ემჩნეოდა."

"ფერგიმ გვითხრა, რომ ის არასდროს ყოფილა გუნდიდან გაგდების საფრთხის წინაშე. შესაძლოა ის სწორედ იმით დაჯილდოვდა, რომ მას არასდროს ემჩნეოდა ზეწოლა."

"ფორესტში" ჩასვლამდე გასამართ მატჩამდა გუნდისადმი არც ერთ მიმართვაში არ ემჩნეოდა, რომ მას რთული მისია ეკისრა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო."

"მაგრამ ეჭვგარეშეა, მიუხედავად ფერგიუსონის სიმშვიდისა, ფეხბურთელები დიდ ზეწოლას განიცდიდნენ."

"სამწუხარო დრო იყო, რადგან ჩვენ გვჯეროდა მწვრთნელისა და იმის, რასაც აკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამ საქმისთვის შეუსაბამონი ვიყავით. ერთ კვირას კარგად ვთამაშობდით, მომდევნო კვირაში საშინლად."


ანდერსონმა ეს ყველაფერი განსაკუთრებულად იგრძნო, რადგან ის ფერგიუსონის პირველი შენაძენი იყო. 1987 წელს ფერგიმ 31 წლის მცველი "არსენალიდან" 250 ათას ფუნტად შეიძინა.

ანდერსონს "ნოტინგემ ფორესტთან" ერთად 70-ან წლებში ევროპის თასების მფლობელთა თასი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამ სიას "მეთოფეებთან" ერთად მხოლოდ ლიგის თასი შეემატა.

25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა


"მე "იუნაიტედში" იმიტომ გადავედი, რომ თასების მოგება მინდოდა."

"მნიშვნელობა არ აქვს რა ეპოქაა, შენ "ოლდ ტრაფორდზე" სწორედ თასებით განგსჯიან."

"ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთებას ფერგისთან ერთად მოვახერხებდით. მაგრამ ძალიან სამწუხარო და იმედგამაცრუებელი იყო, ამიტომ რამე უნდა შეგვეცვალა. "სიტი გრაუნდზე" იმ დღეს სწორედ ეს მოხდა."

"ჩვენსკენ მომზირალ თვალებს ვგრძნობდი და შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩვენი წარმატების წელი იქნებოდა. ამ გამარჯვების შემდეგ განახლებული ოპტიმიზმის გრძნობა გაჩნდა."

"ჩემთვის ორმაგი მოტივაცია იყო, რადგან "ნოტინგემის" დატოვების შემდეგ, "არსენალსა" და "იუნაიტედთან" ერთად "სიტი გრაუნდზე" რამდენჯერაც დავბრუნდი, არასდროს გამიმარჯვია. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას ვგრძნობდი თასის მესამე რაუნდში."

"ფორესტთან" მატჩის შემდეგ ღამეებს ყოველთვის ბარში ვათენებდი, რათა მარცხი გადამეტანა. მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ გარეთ გავედი და როგორც იქნა თავაწეული დავდიოდი."


ტრავმამ ანდერსონს ფინალში თამაშის საშუალება არ მისცა და მისი ადგილი პოლ ინსმა დაიკავა.

"მაგრამ ვამაყობ, რომ ისეთ მატჩში მივიღე მონაწილეობა, რომელიც "იუნაიტედის" ისტორიაში ამდენს ნიშნავს."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
7 იანვარი 2015 12:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფერგი ძაან ძლიერი ადამიანი იყო. ♥♥ რობინს კიდე მადლობა ასეთი კაცი რო დაგვიტოვა
0
№2
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 12:44
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არ ვიცოდი ეს ისტორიაა...
"ზეწოლა იზრდებოდა, მაგრამ ეს ფერგიუსონს არასდროს ემჩნეოდა." ბაბუუ♥ წარმოდგენაც არ მინდა, ფერგის 23 წლიანი წარმატებული ეპოქის ვერშექმნის და რობინს მადლობა თავისი გატანილმა გოლისთვის,რომელმაც შეგვინარჩუნა და დაგვიტოვა ის გენია,რასაც სერ ალექს ფერგიუსონი ჰქვია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Best 7
7 იანვარი 2015 13:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
imena fergi legendaa daumarcxebeli!
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 იანვარი 2015 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
წარმოიდგინეთ ის თამაში რომ ვერ მოეგო, მაგრამ ეს გამორიცხული იყო, იმიტო რომ ამხელა გენია ვერ დაიკარგებოდა.
0
№5
ავტორი: გაბადაძე
7 იანვარი 2015 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ფერგი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 14:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ზოგჯერ შემთხვევები დიდ გავლენას ახდენს ისტორიაზე. თითქმის ყოველთვის კი ისტორია შემთხვევებზეა დამოკიდებული. "იუნაიტედის" არსებობაც ხომ ისტორიის ერთი შემთხვევითობის დამსახურებაა, "იუნაიტედის" არსებობის ისტორია კი გენიოსის გენიოსობის (ბოლოს ჟაჭვლიანივით გამოვიდა)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Manchester_M
7 იანვარი 2015 14:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფერგიც იხსენებს ამ ფაქტს თავის წიგნში მადლობა რობინსს ამ გოლისთვის :)
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
7 იანვარი 2015 15:42
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საინტერესო ისტორიაა <3

რაღაც ეს ისტორია ალან პარდიუს მახსენებს <3 პარდიუ უფრო დიდ ზეწოლის ქვეშ იყო. ოჯახის წევრებზეც კი ემუქრებოდნენ, მაგრამ აი შედეგი (ცუდია რო კრისტალ პალასში გადავიდა. ჩელსის და სიტის დამმარცხებლად ღირდა ;დ)
0
№9
ავტორი: Macklemore
7 იანვარი 2015 16:54
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან საინტერესოა. წარმოიდგინეთ, რომ ერთი პატარა რამ სხვანაირად მომხდარიყო რა იქნებოდა მანჩესტერი დღეს?!
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 იანვარი 2015 19:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფერგი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top