თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 11:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2651,
კომენტარები: 13
25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა
25 წლის წინ, ამ დღეს.
25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველს, ვივ ანდერსონს 25 წლის წინ ინგლისის თასზე "ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ გამართული მატჩი ახსენდება.

ამ დღეს, 25 წლის წინ, "იუნაიტედის" თანამედროვე ისტორია საფრთხის წინაშე დადგა.

"წითელი ეშმაკები" 1990 წლის 7 იანვარს ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ნოტინგემ ფორესტს" დაუპირისპირდნენ და თუ სერ ალექსი მათ წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწევდა, მას "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუხდებოდა.

ფერგის გუნდი წვალობდა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში საგრძნობი თანხა დახარჯა. გულშემატკივარი უკმაყოფილების ღიად გამოხატვას იწყებდა. "ოლდ ტრაფორდზე" შოტლანდიელის 3 წლიანი სამსახურისადმი ჩივილის მიზეზი უკვე მზადდებოდა.

მოგვიანებით, აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ედუარდსმა და ბობი ჩარლტონმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ ფერგიუსონის საკითხი საკამათოდ აღარასდროს გატანილა.

სხვათაშორის, მაშინ "წითელი ეშმაკები" ნოტინგემში ზედიზედ 8 მატჩიანი მოუგებელი სერიით ჩავიდნენ. ინგლისის თასი შანსი იყო.

თუ "იუნაიტედი" დამარცხდებოდა, "იუნაიტედი" ახალ მწვრთნელს მოძებნიდა. ფერგის დრო თითქმის ამოიწურა.

თუ ბრაიან კლოჰის გუნდი მოიგებდა, ფერგიუსონის 23 წლიანი წარმატებული ეპოქა არასდროს შეიქმნებოდა.

როგორც ლუი ვან გაალის გუნდში, ისე ფერგიუსონის გუნდს იმხანად ტრავმების სიმრავლე აწუხებდა.

25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა


"იუნაიტედის" მწვრთნელს არ შეეძლო განაცხადში ბრაიან რობსონის, ნილ უების, პოლ ინსის, მელ დონაგის, დენი უალოსისა და ლი შარპის შეყვანა.

მაგრამ ფერგიუსონს ინსტინქტი კარნახობდა, რომ იღბალი იმ დღეს მის მხარეს იქნებოდა და "ოლდ ტრაფორდის" თანამშრომლებმა ფსონი მისი გუნდის სასარგებლოდ დადეს.

სიმშვიდისა და რწმენის შეგრძნება ფეხბურთელებსაც გადაეცათ, რომლებიც ისტორიულ დღეს მოედანზე მშვიდად აბიჯებნდნენ. ფერგიუსონის სამუშაო მარკ რობინსის მიერ გატანილმა გოლმა იხსნა და "იუნაიტედმა" 1-0 მოიგო. ფერგიუსონმა კი მოგვიანებით "უემბლიზე" "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გადათამაშებაში თასი აღმართა.

დანარჩენი უკვე ისტორიაა.

"ამ თამაშამდე დარჩენილ ყოველ დღეს გაზეთებს ვიღებდით და ვკითხულობდით, რომ შესაძლო იყო ფერგიუსონი გაეძევებინათ." - გვიყვება მარჯვენა მცველი, ვივ ანდერსონი.

"ყველაფერი, რაც იქ ეწერა მის შესაძლო უკანასკნელ მატჩზე მიუთითებდა. ზეწოლა იზრდებოდა, მაგრამ ეს ფერგიუსონს არასდროს ემჩნეოდა."

"ფერგიმ გვითხრა, რომ ის არასდროს ყოფილა გუნდიდან გაგდების საფრთხის წინაშე. შესაძლოა ის სწორედ იმით დაჯილდოვდა, რომ მას არასდროს ემჩნეოდა ზეწოლა."

"ფორესტში" ჩასვლამდე გასამართ მატჩამდა გუნდისადმი არც ერთ მიმართვაში არ ემჩნეოდა, რომ მას რთული მისია ეკისრა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო."

"მაგრამ ეჭვგარეშეა, მიუხედავად ფერგიუსონის სიმშვიდისა, ფეხბურთელები დიდ ზეწოლას განიცდიდნენ."

"სამწუხარო დრო იყო, რადგან ჩვენ გვჯეროდა მწვრთნელისა და იმის, რასაც აკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამ საქმისთვის შეუსაბამონი ვიყავით. ერთ კვირას კარგად ვთამაშობდით, მომდევნო კვირაში საშინლად."


ანდერსონმა ეს ყველაფერი განსაკუთრებულად იგრძნო, რადგან ის ფერგიუსონის პირველი შენაძენი იყო. 1987 წელს ფერგიმ 31 წლის მცველი "არსენალიდან" 250 ათას ფუნტად შეიძინა.

ანდერსონს "ნოტინგემ ფორესტთან" ერთად 70-ან წლებში ევროპის თასების მფლობელთა თასი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამ სიას "მეთოფეებთან" ერთად მხოლოდ ლიგის თასი შეემატა.

25 წლის წინ ფერგიუსონი რობინსმა იხსნა


"მე "იუნაიტედში" იმიტომ გადავედი, რომ თასების მოგება მინდოდა."

"მნიშვნელობა არ აქვს რა ეპოქაა, შენ "ოლდ ტრაფორდზე" სწორედ თასებით განგსჯიან."

"ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთებას ფერგისთან ერთად მოვახერხებდით. მაგრამ ძალიან სამწუხარო და იმედგამაცრუებელი იყო, ამიტომ რამე უნდა შეგვეცვალა. "სიტი გრაუნდზე" იმ დღეს სწორედ ეს მოხდა."

"ჩვენსკენ მომზირალ თვალებს ვგრძნობდი და შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩვენი წარმატების წელი იქნებოდა. ამ გამარჯვების შემდეგ განახლებული ოპტიმიზმის გრძნობა გაჩნდა."

"ჩემთვის ორმაგი მოტივაცია იყო, რადგან "ნოტინგემის" დატოვების შემდეგ, "არსენალსა" და "იუნაიტედთან" ერთად "სიტი გრაუნდზე" რამდენჯერაც დავბრუნდი, არასდროს გამიმარჯვია. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას ვგრძნობდი თასის მესამე რაუნდში."

"ფორესტთან" მატჩის შემდეგ ღამეებს ყოველთვის ბარში ვათენებდი, რათა მარცხი გადამეტანა. მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ გარეთ გავედი და როგორც იქნა თავაწეული დავდიოდი."


ტრავმამ ანდერსონს ფინალში თამაშის საშუალება არ მისცა და მისი ადგილი პოლ ინსმა დაიკავა.

"მაგრამ ვამაყობ, რომ ისეთ მატჩში მივიღე მონაწილეობა, რომელიც "იუნაიტედის" ისტორიაში ამდენს ნიშნავს."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: captain
7 იანვარი 2015 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
სქოულზის ნაღდი გოლი ჩაეთვალათ პორტოს კარში, მაურინიოს ლესტერშიც არავინ მიუშვებდა დღემდე
0
№12
ავტორი: DiMaria
7 იანვარი 2015 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აზრზე ხართ, ეს რომ არ გვყოლოდა დღეს რა გუნდი გვეყოლებოდა
0
№13
ავტორი: SAF
7 იანვარი 2015 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ვიცოდი ეს 2008ში ლიგა რომ მოვიგეთ მაშინ დაიწერა წავიკითხე სადღაც

აღარ მახსოვს მემგონი გარდიანზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top