თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 11:00
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2478,
კომენტარები: 14
უკეთესი კონკურენცია დე ხეას?!
"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში მხოლოდ მინდვრის ფეხბურთელებზე არ იფიქრებს.
უკეთესი კონკურენცია დე ხეას?!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დიდი ნაბიჯი გადადგა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი კარის დარაჯის გაფორმებისკენ, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ინგლისელ მეკარეს, ბენ ამოსს, გზა გაუხსნა და სურვილის შემთხვევაში წასვლის საშუალება მისცა.

ამასთან ერთად დიდი ალბათობით "ოლდ ტრაფორდს", წითლების ნომერ მეორე მეკარეც, ანდერს ლინდეგაარდიც, დატოვებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ლუი ვან გაალს ორი ვაკანტური ადგილი უჩნდება მეკარის პოზიციაზე და ჰოლანდიელი ეცდება კარგი მეკარეების დამატებით, დავიდ დე ხეას კონკურენტები გაუჩინოს.

ბენი, რომელიც 24 წლის გახლავთ, გუნდში 11-წლიდან ირიცხება. მისი დებიუტი 2008 წელს ლიგის თასზე, "მიდლსბროს", წინააღმდეგ შედგა. პირველ გუნდში მან მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა და ბოლო შემთხვევა 3 წლის წინ იყო. ახალგაზრდა ინგლისელს, რომელიც თავის დროზე ძალიან პერსპექტიულ მეკარედ ითვლებოდა და ახალგაზრდული ნაკრების კარსაც იცავდა, გუნდმა განუცხადა რომ თუკი შემოთავაზება იქნება ისინი მას ხელს არ შეუშლიან.

ამასობაში, დანიელი მეკარის ანდერს ლინდეგაარდის მიმართ ინტერესს მშობლიური "მოლდე" იჩენს, თუმცა "იუნაიტედი" ეცდება სკანდინავიელებთან შეთანხმებას მიაღწიოს და ანდერსი, ორიან ნილანდში გაცვალოს. 24-წლის ორიანი, როგორც კლუბის ასევე ქვეყნის ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

ამოსის და ლინდეგაარდის შესახებ გავრცელებული ეს ინფორმაციები ერთი-ორად ზრდის ვიქტორ ვალდესის "იუნაიტედში" ჩარიცხვის შანსებს, "ბარსელონას" ყოფილი გოლკიპერი უკვე დიდი ხანია "კარინგტონის კომპლექსში" ვარჯიშობს, თუმცა ვან გაალის განცხადებით ესპანელი კიპერი მხოლოდ ფორმის აღდგენას ცდილობს. ასეა თუ ისე ვალდესის სახით "ეშმაკები" მართლაც კარგ მეკარეს დაიმატებენ, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლუკ შოუ კვირას გასამართი მატჩისთვის მზად იქნება და დიდი ალბათობით ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველივე წუთიდან შეძლებს თამაშს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა დაზიანება "იოვილის" წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც შესვენების შემდეგ შეცვალეს, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენეს რომ ყველაფერი მწყობრშია და ლუკი სრულიად ჯანმრთელია.


წყარო: dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 11:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს არ ვიცი, მაგრამ შოუს ამბავი გამიხარდა. 60 წუთიც რომ ითამაშოს საკმარისი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
7 იანვარი 2015 12:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შოუზე გამისწორდა. ლინდეგორი და ამოსი თუ უნდათ გაუშვან ოღონდ ვალდესი არ მოიყვანონ
0
№3
ავტორი: Svanii
7 იანვარი 2015 12:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
AkkRed,
რატოარ გევასება ეს ვალდესი ტო კაი მეკარეა და დავიდიც იგრძნობს კონკურენციას და უფრი მოუმატებს და ორი მაღალი კლასის მეკარე გვეყოლება ^_^
0
№4
ავტორი: AkkRed
7 იანვარი 2015 12:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Svanii,

ვალდესს მირჩევნია ჩოილარა კუშაკი ან ფოსტერი დაგვიბრუნონ
0
№5
ავტორი: Svanii
7 იანვარი 2015 12:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
AkkRed,
გადახედე ვალდესის სეივებს ვალდესი ედგა კარში ბარსას ყველაფერი რომოიგო
0
№6
ავტორი: Esi
7 იანვარი 2015 13:04
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ის 17 წლის პიტალო რო ვიყიდეთ სადაა? lol
0
№7
ავტორი: Best 7
7 იანვარი 2015 13:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Esi,
vania miliankovichi
0
№8
ავტორი: Wardell
7 იანვარი 2015 13:17
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვალდესის გადმოსვლას პირადად მივესალმები, ოღონდ დიდ ხელფასს თუ არ მოითხოვს. ყველა დიდ გუნდს ორი კადგი მეკარე ყავს და ჩვენ რატო უნდა ვიყოთ ესე, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ვან გაალი სხვებისგან განსხვავებით მეკარეს არასდროს ცვლის, როგორც ეს მაგალითად რეალში და ჩელსიში ხვდება აიიი ამიტომ აზრს ვერ ვხედავ, თორემ ძალიან კარგი იქნება.
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 იანვარი 2015 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ასეა თუ ისე ვალდესის სახით "ეშმაკები" მართლაც კარგ მეკარეს დაიმატებენ, თანაც სრულიად უსასყიდლოდ" areyoukiddingme
ვალდესი თუ კაგი მეკარეა მაშინ დე ხეა უცხოპლანეტელი ყოფილა...
0
№10
ავტორი: Wardell
7 იანვარი 2015 14:10
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
და რითი არის ცუდი მეკარე? რამდენიმე შეცდომა ყველას აქვს დაშცებული, ბოლო-ბოლო ესპანეთის ნომერ მეორე მეკარე იყო და ბარსას ამხელა წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. რატო გაქვთ ილუზიები შექმნილი რო ძალიან ცუდი მეკარეა არ მესმის. მე პირადად დიეგო ლოპესს მირჩევნია და ლინდერგორს ხო მითუმეტეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top