"ბარნლის" მწვრთნელი, შონ დაიჩი აცხადებს, რომ მის გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მაიკლ კინის შეძენა სურს.
21 წლის ფეხბურთელი ამჟამად "ბარნლის" რიგებში იჯარის წესით გამოდის და ცუდი სტარტის მიუხედავად ბოლო ორი თვის განმავლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
29 ნოემბრამდე კინი თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებდა, მაგრამ უკანასკნელ 9 შეხვედრაში ის გუნდის სასტარტო თერთმეტეულში ხვდებოდა.
ამ ცხრა მატჩიდან დაიჩის შეგირდებმა სამი წააგეს, მაგრამ როგორც ჩანს მწვრთნელი ახალგაზრდა მცველის თამაშით მოხიბლულია.
"ჩვენ უბრალოდ სიტუაციას ვაკვირდებით. კინის აქ გადმოსვლის დღიდან სწორედ ასე ვიქცევით."
"დაველოდებით და ვნახავთ, თუ გავაკეთებთ შეთავაზებას. სწორედ ამ საკითხს ვარკვევთ ახლა მასთან და "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს." - განაცხადა "ბარნლის" მწვრთნელმა.