თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2015, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1990,
კომენტარები: 12
"ბარნლი" კინის შეძენას ეცდება
დაიჩს კინის შეძენა სურს.
"ბარნლის" მწვრთნელი, შონ დაიჩი აცხადებს, რომ მის გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მაიკლ კინის შეძენა სურს.

21 წლის ფეხბურთელი ამჟამად "ბარნლის" რიგებში იჯარის წესით გამოდის და ცუდი სტარტის მიუხედავად ბოლო ორი თვის განმავლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

29 ნოემბრამდე კინი თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებდა, მაგრამ უკანასკნელ 9 შეხვედრაში ის გუნდის სასტარტო თერთმეტეულში ხვდებოდა.

ამ ცხრა მატჩიდან დაიჩის შეგირდებმა სამი წააგეს, მაგრამ როგორც ჩანს მწვრთნელი ახალგაზრდა მცველის თამაშით მოხიბლულია.

"ჩვენ უბრალოდ სიტუაციას ვაკვირდებით. კინის აქ გადმოსვლის დღიდან სწორედ ასე ვიქცევით."

"დაველოდებით და ვნახავთ, თუ გავაკეთებთ შეთავაზებას. სწორედ ამ საკითხს ვარკვევთ ახლა მასთან და "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს."
- განაცხადა "ბარნლის" მწვრთნელმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Geroge_mg
6 იანვარი 2015 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
რატომღაც არც მე მევასება და ამ ბიჭში რაიმე განსაკუთრებული ან საერთოდ ნიჭი ვერ დავინახე, აი ბლეკეტს კი აშკარად ეტყობა ნიჭიერების
0
№12
ავტორი: VaRdo
7 იანვარი 2015 00:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყრიან ესეთი მცველები იუნაიტედში. იმიტომაც მგივდის კარგად საქმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top