თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2015, 00:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2467,
კომენტარები: 13
ვან გაალი: "მე გუნდს ვაშენებ"
ლუი ვან გაალის კომენტარი.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა კლუბში გატარებული პირველი ექვსი თვის შესახებ ისაუბრა.

"პირველი შეგრძნება 11 მატჩის შემდეგ დამეუფლა, როცა 13 ქულა გვქონდა, მოედანზე შევდიოდი და ვფიქრობდი, რომ გულშემატკივარი მოხარული ნამდვილად არ იქნებოდა. მაგრამ როცა მოედანზე შევედი, ისინი წამოდგნენ და ტაში დამიკრეს."

"საკუთარი თავით ბედნიერი ნამდვილად არ ვიყავი, რადგან შედეგებზე პასუხისმგებელი და დამნაშავე მე ვიყავი და მიხაროდა, რომ ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგება მოვახერხეთ. თითოეული ჩემი ფეხბურთელის გასაცნობად დრო მჭირდებოდა და ისინი ძალიან კარგები არიან. ეს არის ამაღელვებელი დრო და სწორედ ამიტომ გავხდი მწვრთნელი - მინდა ახალგაზრდებთან ვიმუშავო. ეს შენც გაახალგაზრდავებს და შეგიძლია შექმნა გუნდი, რომელსაც "არასდროს გასდის ვადა".

"ჩვენ ჯერ კიდევ შენების პროცესში ვართ. ვფიქრობ, როგორც მწვრთნელმა და მენეჯერმა მე ჩემი ფეხბურთელების თამაში უნდა გავაანალიზო, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რამდენად შორს მივიწევთ პროცესში. ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მაგრამ მიმაჩნია, რომ გავუმჯობესდებით."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 იანვარი 2015 00:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პირველი შეგრძნება 11 მატჩის შემდეგ დამეუფლა, როცა 13 ქულა გვქონდა, მოედანზე შევდიოდი და ვფიქრობდი, რომ გულშემატკივარი მოხარული ნამდვილად არ იქნებოდა. მაგრამ როცა მოედანზე შევედი, ისინი წამოდგნენ და ტაში დამიკრეს."


მხარდაჭერა ნამდვილად გაქვს. თავიდან მოიესზე ცუდი შედეგები კი ჰქონდა, მაგრამ ქომაგი ალბათ უფრო მისმა სახელმა დაამშვიდა. ლუისთან მუშაობა უფრო საინტერესოა ბევრი ფეხბურთელისთვის (პოტენციური ტრასნფერისთვის) და მათთან ერთად უფრო მიიღწევოდა წარმატება, ვიდრე დევიდისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: LizarD
6 იანვარი 2015 00:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მერე რაღა სამ მცველზე აშენებ?????? areyoukiddingme
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2015 01:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს 3 მცველი მოგვაშოროს მართლა რას გვტანჯავს ხალხს areyoukiddingme ტრავმები ყველაზე დიდი პრობლემაა მარა ასე თუ ისე იმ პოზიციაზე ვართ რაც ჩვენი მიზანი იყო დასაწყისში. უფრო მეტისთვისაც შეგვეძლო ბრძოლა და შანსიც იყო მარა უკვე ორჯერ ვერ შევძელით მისი გამოყენება
0
№4
ავტორი: Mufc7
6 იანვარი 2015 02:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მაგრამ მიმაჩნია, რომ გავუმჯობესდებით."
მაგის მოლოდინში ვართ ჩვენც♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Best 7
6 იანვარი 2015 02:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
0
№6
ავტორი: Manchester United 14
6 იანვარი 2015 03:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
RojoDiablo,
გეთანხმები სად ვან გაალი და სად მოიესი :დ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: DiMaria
6 იანვარი 2015 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ეს შენც გაახალგაზრდავებს და შეგიძლია შექმნა გუნდი, რომელსაც "არასდროს გასდის ვადა".

გადახალისება ყოველთვის კარგია.
0
№8
ავტორი: AkkRed
6 იანვარი 2015 09:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
3 მცველი მოაშორე...
0
№9
ავტორი: RedGirl
6 იანვარი 2015 13:13
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გუნდი, რომელსაც "არასდროს გასდის ვადა"


love

გულშემატკივარზე რა ვთქვა? უბრალოდ საოცარნი არიან !! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: PaLoMo
6 იანვარი 2015 15:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Ase iyo fergis dros megona ro es gundi sul mwvervalebze ixtunavebda:-) me momwons 3 mcvelit tamashi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top