ლუი ვან გაალმა კლუბში გატარებული პირველი ექვსი თვის შესახებ ისაუბრა.
"პირველი შეგრძნება 11 მატჩის შემდეგ დამეუფლა, როცა 13 ქულა გვქონდა, მოედანზე შევდიოდი და ვფიქრობდი, რომ გულშემატკივარი მოხარული ნამდვილად არ იქნებოდა. მაგრამ როცა მოედანზე შევედი, ისინი წამოდგნენ და ტაში დამიკრეს."
"საკუთარი თავით ბედნიერი ნამდვილად არ ვიყავი, რადგან შედეგებზე პასუხისმგებელი და დამნაშავე მე ვიყავი და მიხაროდა, რომ ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგება მოვახერხეთ. თითოეული ჩემი ფეხბურთელის გასაცნობად დრო მჭირდებოდა და ისინი ძალიან კარგები არიან. ეს არის ამაღელვებელი დრო და სწორედ ამიტომ გავხდი მწვრთნელი - მინდა ახალგაზრდებთან ვიმუშავო. ეს შენც გაახალგაზრდავებს და შეგიძლია შექმნა გუნდი, რომელსაც "არასდროს გასდის ვადა".
"ჩვენ ჯერ კიდევ შენების პროცესში ვართ. ვფიქრობ, როგორც მწვრთნელმა და მენეჯერმა მე ჩემი ფეხბურთელების თამაში უნდა გავაანალიზო, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რამდენად შორს მივიწევთ პროცესში. ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მაგრამ მიმაჩნია, რომ გავუმჯობესდებით." - განაცხადა ვან გაალმა.