თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2015, 15:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2295,
კომენტარები: 11
ფლეთჩერი: "დი მარია გვაკლდა"
დარენ ფლეთჩერი დი მარიას შესახებ.
ფლეთჩერი:
ანხელ დი მარიას ტრავმის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედს" არც ერთი მატჩი არ წაუგია, მაგრამ მისი თანაგუნდელები მოხარულები არიან, რომ არგენტინელი ფეხბურთელი თამაშს დაუბრუნდა.

დი მარია "ჰიუიშ პარკზე" "იოვილის" წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შევიდა და "იუნაიტედის" თავდასხმას დამატებითი მუხტი შესძინა.

"იუნაიტედმა" ინგლისის თასის მესამე რაუნდში ოპონენტი 2-0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი გოლი ანდერ ერერას ანგარიშზეა, ხოლო მეორე ანხელ დი მარიას. არგენტინელმა ფეხბურთელმა შეხვედრის მიწურულს რუნის საგოლე გადაცემით ისარგებლა, რომელმაც მეკარის პირისპირ დატოვა და მეკარეს თავზე გადაგდებით გაუტანა.

დარენ ფლეთჩერი არგენტინელის დაბრუნებით მოხარულია: "მეკარის თავზე გადაგდება კლასის ჩვენება იყო, ფანტასტიური გოლი, ასე რომ, ყოჩაღ ანხელს."

"დი მარია ნამდვილად აჩვენებს იმას, რაც შეუძლია. ის სწრაფად სწავლობს და დიდებულად თამაშობს. ყოველთვის სურს ბურთი, ფეხებში ურტყამენ, მაგრამ მაინც ფეხზე დგას - სწორედ ამიტომ არის ძლიერი."

"ის გვაკლდა, მაგრამ საბედნიეროდ დაგვიბრუნდა და სეზონის მეორე ნაწილში ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება."
- განაცხადა ფლეთჩერმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
5 იანვარი 2015 15:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არ მინახავს მეორე ტაიმი სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, მაგრამ მიმოხილვიდან რაც ვნახე ნორმალურ ფორმაში უნდა იყოს, მალე აკრეფს იმედია და კიდე ბევრს შეაგდებს.
0
№2
ავტორი: AkkRed
5 იანვარი 2015 16:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ოღონდ ისევ არ დაიწყონ ბურთის ტენვა ამისთვის derpneutral
0
№3
ავტორი: Count Alucard
5 იანვარი 2015 16:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Wardell,
თითქმის იგივე იყო რაც პირველი, უბრალოდ ოდნავ მოინდომეს და 2 გოლი გავიტანეთ, ასეთი თამაშით პრემიერ ლიგის გუნდებთან ვერაფერს მივაღწევთ.

ისე იგივე კომბინაცია არსენალთანაც ხომ იყო, უბრალოდ მაშინ დიმკამ ააცილა და თუ ასე გამოიყენებნ რუნის უზუსტესი პასებს და დი მარიას სიჩქარეს ბევრი დაცვის გარღვევა შეგვიძლია კონტ შეტევებზე.
0
№4
ავტორი: Mufc7
5 იანვარი 2015 16:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"შეხვედრის პირველი გოლი ანდერ ერერას ანგარიშზეა" ♥♥♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Berba 9
5 იანვარი 2015 17:23
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
დი მარია ნამდვილად აკლდა გუნდს ეს პერიოდი, სისწრაფე, სწრაფაად ბურთის ამოტანა და ა.შ.

იმედი მაქვს კარგი ფორმით დაუბრუნდება პრემიერ ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: VaRdo
5 იანვარი 2015 17:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დი მარია კარგი მაგრამ შენ რომ ზედმეტი ხარ გუნდში?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Jubo
5 იანვარი 2015 17:51
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
შენც გვაკლდი ფლეტჩ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: RedGirl
5 იანვარი 2015 17:57
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძვლივს დაბრუნდა. იმედია კიდე არ აიკიდებს რამე ტრამვას. დავიიტანჯეთ ჩვენც ნერვები გვაქვს კაცო :დ სულ ტრამვა ტრამვა ტრამვა აღარ შეგვიძლია :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: GeorgeBest
5 იანვარი 2015 18:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გვაკლდა მაგრამ უფრო მეტს ველით. ეს არაფერია რასაც მოედანზე აკეთებს
0
№10
ავტორი: Best 7
6 იანვარი 2015 03:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dimkasgan ufro Mets velit unda gaaumjobesos
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top