თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2015, 15:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 11
ფლეთჩერი: "დი მარია გვაკლდა"
დარენ ფლეთჩერი დი მარიას შესახებ.
ფლეთჩერი:
ანხელ დი მარიას ტრავმის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედს" არც ერთი მატჩი არ წაუგია, მაგრამ მისი თანაგუნდელები მოხარულები არიან, რომ არგენტინელი ფეხბურთელი თამაშს დაუბრუნდა.

დი მარია "ჰიუიშ პარკზე" "იოვილის" წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შევიდა და "იუნაიტედის" თავდასხმას დამატებითი მუხტი შესძინა.

"იუნაიტედმა" ინგლისის თასის მესამე რაუნდში ოპონენტი 2-0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი გოლი ანდერ ერერას ანგარიშზეა, ხოლო მეორე ანხელ დი მარიას. არგენტინელმა ფეხბურთელმა შეხვედრის მიწურულს რუნის საგოლე გადაცემით ისარგებლა, რომელმაც მეკარის პირისპირ დატოვა და მეკარეს თავზე გადაგდებით გაუტანა.

დარენ ფლეთჩერი არგენტინელის დაბრუნებით მოხარულია: "მეკარის თავზე გადაგდება კლასის ჩვენება იყო, ფანტასტიური გოლი, ასე რომ, ყოჩაღ ანხელს."

"დი მარია ნამდვილად აჩვენებს იმას, რაც შეუძლია. ის სწრაფად სწავლობს და დიდებულად თამაშობს. ყოველთვის სურს ბურთი, ფეხებში ურტყამენ, მაგრამ მაინც ფეხზე დგას - სწორედ ამიტომ არის ძლიერი."

"ის გვაკლდა, მაგრამ საბედნიეროდ დაგვიბრუნდა და სეზონის მეორე ნაწილში ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება."
- განაცხადა ფლეთჩერმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
6 იანვარი 2015 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამას ამდენს რატომ ალაპარაკებენ ბოლო დროს?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top