თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2015, 20:30
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2725,
კომენტარები: 11
კავანი "პსჟს" დატოვებს
ედინსონ კავანისთვის პრემიერ ლიგაში დიდი ბრძოლაა
კავანი
ბრიტანული გამოცემა Express Sport ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სეზონის ბოლოს ედინსონ კავანი პრემიერ ლიგას 62 მილიონ ფუნტად შეუერთდება. ეს არის თანხა, რომელსაც "პსჟ" ითხოვს. კავანით ინტერესდება "არსენალი" და "ლივერპული", თუმცა ურუგვაელ ფეხბურთელს ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. ფრანგულმა კლუბმა ედინსონს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დატოვების ნება მისცა და მზადაა სატრანსფერო შეთავაზებები განიხილოს. "იუნაიტედი" მაქსიმალურად ეცდება მის გადმობირებას იმ შემთხვევაში, თუ ფალკაო სასურველ ფორმას ვერ მიაღწევს. არც "ლივერპული" დაიშურებს ძალებს უიღბლო ბალოტელის შესაცვლელად. ურუგვაელი ჟურნალისტი, ვალენტინ ფლეტჩერი ინფორმაციას ადასტურებს: "როგორც მისმა აგენტმა მითხრა, კავანი კლუბს ზაფხულამდე არ დატოვებს. ზამთარში პარიზში დარჩება, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ დიდი შანსია სხვაგან გააგრძელოს კარიერა, განსაკუთრებით ინგლისში ან ესპანეთში".

წყარო: express.co.uk
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
3 იანვარი 2015 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჭორია 100% wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2015 20:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დიდად არ ვგიჟდები ამაზე, მაგრამ ნაპოლიში ამის თამაშს ისევე ვაფასებდი, როგორც რუნის, შრომისუნარიანობის მხრივ. ამ კომპონენტში მართლაც არაფერი დაეწუნება ედინსონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Malboro463
3 იანვარი 2015 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
50 მილიონად უშვებენო. ფალკაომ თU არ გაამართლა კარგი იქნება ამას თU იყიდიან
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 21:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით ფალკაო და კავანი ერთი სტილის ფეხბურთელები არიან !
მცველი იყიდეთ მცველიიიიიიიიი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
3 იანვარი 2015 21:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვას მიხედონ. ჯერ ფალკაოს აქვს დრო და იმედია დატოვებენ
0
№6
ავტორი: Manchester United 14
3 იანვარი 2015 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიორგი,
ხო გეტანხმები ჯერ დაცვა მთავარი . თორე კავანს მე ფალკაო მირჩევნია უბრალოდ ცოტახანი უნდა ფალკაოს დაბრუნება ფორმაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Manchester_M
3 იანვარი 2015 23:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფალკაო რატო გირჩევნიათ კავანი ? belay კავანი ერთი ბევრს მაზილობს ეგაა მისი მინუსი რომელიც გამოსწორებადია და დანარჩენ კომპონენტებში ტექნიკა სისწრაფე გამძლეობა ტანი კავანი ჯობია :)
0
№8
ავტორი: tupaca
4 იანვარი 2015 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
კავანი არის მუდო და ნაღდად არ მჭირდება მანჩესტერში, ფალკაოს აქ ბევრმა გადაუსვა ხაზი და ერთ რამეს გეტყვით ცხრა თვიანი ტრანვის შემდეგ თქვენ სიარულსაც ვერ შეძლებდით ასე რომ დააცადეთ ბიჭს :)) ჩემიც თუ არ გჯერათ მის სტატისტიკას მაინც გადახედეთ და შეადარეთ კავანისას, სეზონის ბოლოს 15 გოლზე ნაკლები თუ ექნება მერე შემედავეთ. 18 ტურში 12 გოლი მაზიანს დავუდებ ვისაც
უნდა :-)
0
№9
ავტორი: N10
4 იანვარი 2015 02:11
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ფალქაო ფორმაში ბრუნდება და რად მინდა მე კავანი! ჰუმელსი და პიკე იყიდონ და 3 მცველიან ტაქტიკა ჩვენია wink
0
№10
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2015 09:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფალკაო ჯობია ამას. მაგრამ ჰამელსია ყველაზე კაი ვარიანტი ან რამოსი, რამოსი იმიტომ რომ მაგრად მევასება lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top