თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2015, 20:30
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2989,
კომენტარები: 11
კავანი "პსჟს" დატოვებს
ედინსონ კავანისთვის პრემიერ ლიგაში დიდი ბრძოლაა
კავანი
ბრიტანული გამოცემა Express Sport ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სეზონის ბოლოს ედინსონ კავანი პრემიერ ლიგას 62 მილიონ ფუნტად შეუერთდება. ეს არის თანხა, რომელსაც "პსჟ" ითხოვს. კავანით ინტერესდება "არსენალი" და "ლივერპული", თუმცა ურუგვაელ ფეხბურთელს ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. ფრანგულმა კლუბმა ედინსონს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დატოვების ნება მისცა და მზადაა სატრანსფერო შეთავაზებები განიხილოს. "იუნაიტედი" მაქსიმალურად ეცდება მის გადმობირებას იმ შემთხვევაში, თუ ფალკაო სასურველ ფორმას ვერ მიაღწევს. არც "ლივერპული" დაიშურებს ძალებს უიღბლო ბალოტელის შესაცვლელად. ურუგვაელი ჟურნალისტი, ვალენტინ ფლეტჩერი ინფორმაციას ადასტურებს: "როგორც მისმა აგენტმა მითხრა, კავანი კლუბს ზაფხულამდე არ დატოვებს. ზამთარში პარიზში დარჩება, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ დიდი შანსია სხვაგან გააგრძელოს კარიერა, განსაკუთრებით ინგლისში ან ესპანეთში".

წყარო: express.co.uk
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Geroge_mg
4 იანვარი 2015 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
არ ღირს ეს მაგდენი და მაგრად არ მინდა მაგ სტილის თავდამსხმელი მანიუში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top