თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 23:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2273,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "იდეალური მატჩი ერთხელ მინახავს"
ვან გაალს იდეალური მატჩი მხოლოდ ერთხელ უნახავს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას ესწრაფვის.

ჰოლანდიელი ამტკიცებს, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ნანახი 1000-ზე მეტი მატჩიდან მხოლოდ ერთი ნახა იდეალურად ჩატარებული. ისიც კი ნაკლოვანებით! 1995 წელს მისმა "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანი" დაამარცხა, მომდევნო სეზონში კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" სძლია 2:0.

არბიტრმა იარი ლიტმანენის ორი გატანილი გოლი არ ჩათვალა და მატჩის შემდეგ "აიაქსი" "ბერნაბეუს" აუდიტორიამ აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ვან გაალმა კი თავისი ფეხბურთელები ასეთი მატჩის შემდეგაც არ შეაქო:

"ყველას მიაჩნია, რომ რადგან ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია, ხოლო "ბერნაბეუ" ლამაზი სტადიონი, თამაშიც იდეალური გამოვიდა. მაგრამ მე უამრავი შეცდომა შევამჩნიე!"

თუმცა 20 წლის შემდეგ ვან გაალი ასეთი მკაცრი აღარ არის და ამ თამაშს საუკეთესო უწოდა: "სრულყოფილი ფეხბურთი? ვფიქრობ, "აიაქსი". "რეალთან" 1995 წელს გასვლითი შეხვედრა. შესაძლოა, ეს იყო იდეალური მატჩი. შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა! და ვფიქრობ, ეს ერთადერთი ასეთი მატჩია."

"იყო თუ არა მსგავსი რამ "მანჩესტერ იუნაიტედში"? არა, ვწუხვარ, მაპატიეთ"

მიუხედავად ამისა, "წითელი ეშმაკების" ქომაგები ვან გაალს იმედის თვალით უყურებენ და სჯერათ, რომ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ გამოვლილი 2014 წლის სეზონი ვან გაალის დროს აღარ განმეორდება.

"არასდროს მინახავს ფრისა თუ მარცხის შემდეგ საშინაო არენაზე გულშემატკივარმა ტაში დაეკრას და საკუთარი რწმენა გაჩვენოს. არასდროს!"

"ბარსელონაში" ქომაგი თეთრ ცხვირსახოცს იქნევს, "ბაიერნში" უსტვენს. "აიაქსში" კი ჩემი მეგობრის, კრუიფის სახელს სკანდირებდნენ."

"ხოლო აქ, ქომაგი ფეხზე დგომით გიკრავს ტაშს. ეს დაუჯერებელია."

"ამიტომ, ჩვენი გუნდის ქომაგების მადლიერი ვარ - ისინი უმნიშვნელოვანესები არიან!"


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2015 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
1995 წლის თამაში ნამდვილად არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ მანჩესტერის ფანებს გულშემატკივრობა რო არ გვეშლება ეგ ნაღდად ვიცი winked
0
№2
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 23:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ბარსელონაში" ქომაგი თეთრ ცხვირსახოცს იქნევს, "ბაიერნში" უსტვენს. "აიაქსში" კი ჩემი მეგობრის, კრუიფის სახელს სკანდირებდნენ. ხოლო აქ, ქომაგი ფეხზე დგომით გიკრავს ტაშს. ეს დაუჯერებელია."


მოგიკვდით cry2
0
№3
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 23:44
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"არასდროს მინახავს ფრისა თუ მარცხის შემდეგ საშინაო არენაზე გულშემატკივარმა ტაში დაეკრას და საკუთარი რწმენა გაჩვენოს. არასდროს!"

"ბარსელონაში" ქომაგი თეთრ ცხვირსახოცს იქნევს, "ბაიერნში" უსტვენს. "აიაქსში" კი ჩემი მეგობრის, კრუიფის სახელს სკანდირებდნენ."

"ხოლო აქ, ქომაგი ფეხზე დგომით გიკრავს ტაშს. ეს დაუჯერებელია."

"ამიტომ, ჩვენი გუნდის ქომაგების მადლიერი ვარ - ისინი უმნიშვნელოვანესები არიან!"


აი საოცრად ამაყი რომ ხარ ის მომენტი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2015 23:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაქსიმალისტობა კარგია, პერფექციონისტობა უკეთესი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: RedTeen
3 იანვარი 2015 00:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არასდროს მინახავს ფრისა თუ მარცხის შემდეგ საშინაო არენაზე გულშემატკივარმა ტაში დაეკრას და საკუთარი რწმენა გაჩვენოს. არასდროს!

ნამდვილად საამაყო გულშემატკივრები ჰყავს "იუნაიტედს" love
0
№6
ავტორი: Best 7
3 იანვარი 2015 00:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Van gal she dzvelio imena magari mwvrtnelia!
0
№7
ავტორი: Lev
3 იანვარი 2015 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ბარსელონაში" ქომაგი თეთრ ცხვირსახოცს იქნევს, "ბაიერნში" უსტვენს. "აიაქსში" კი ჩემი მეგობრის, კრუიფის სახელს სკანდირებდნენ. ხოლო აქ, ქომაგი ფეხზე დგომით გიკრავს ტაშს. ეს დაუჯერებელია.">>>>>>>>>&
gt;>ბრრრრრრრრრრრრრ გამაჟრიალა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: Berba 9
3 იანვარი 2015 02:03
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაი კაცი ხარ ლუი, უკვე მერამდენედ აღნიშნავ იუნაიტედის ქომაგობას! მართლა საოცარი მხარდაჭერა აქვს გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 08:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ეს დიდი ნდობისა და იმედის გამოა, ლუი, და იმედია რეზულტატს დადებ :)
0
№10
ავტორი: LizarD
3 იანვარი 2015 12:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
თავს როგორ იფხანს :დდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top