თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 23:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2502,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "იდეალური მატჩი ერთხელ მინახავს"
ვან გაალს იდეალური მატჩი მხოლოდ ერთხელ უნახავს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას ესწრაფვის.

ჰოლანდიელი ამტკიცებს, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ნანახი 1000-ზე მეტი მატჩიდან მხოლოდ ერთი ნახა იდეალურად ჩატარებული. ისიც კი ნაკლოვანებით! 1995 წელს მისმა "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანი" დაამარცხა, მომდევნო სეზონში კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" სძლია 2:0.

არბიტრმა იარი ლიტმანენის ორი გატანილი გოლი არ ჩათვალა და მატჩის შემდეგ "აიაქსი" "ბერნაბეუს" აუდიტორიამ აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ვან გაალმა კი თავისი ფეხბურთელები ასეთი მატჩის შემდეგაც არ შეაქო:

"ყველას მიაჩნია, რომ რადგან ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია, ხოლო "ბერნაბეუ" ლამაზი სტადიონი, თამაშიც იდეალური გამოვიდა. მაგრამ მე უამრავი შეცდომა შევამჩნიე!"

თუმცა 20 წლის შემდეგ ვან გაალი ასეთი მკაცრი აღარ არის და ამ თამაშს საუკეთესო უწოდა: "სრულყოფილი ფეხბურთი? ვფიქრობ, "აიაქსი". "რეალთან" 1995 წელს გასვლითი შეხვედრა. შესაძლოა, ეს იყო იდეალური მატჩი. შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა! და ვფიქრობ, ეს ერთადერთი ასეთი მატჩია."

"იყო თუ არა მსგავსი რამ "მანჩესტერ იუნაიტედში"? არა, ვწუხვარ, მაპატიეთ"

მიუხედავად ამისა, "წითელი ეშმაკების" ქომაგები ვან გაალს იმედის თვალით უყურებენ და სჯერათ, რომ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ გამოვლილი 2014 წლის სეზონი ვან გაალის დროს აღარ განმეორდება.

"არასდროს მინახავს ფრისა თუ მარცხის შემდეგ საშინაო არენაზე გულშემატკივარმა ტაში დაეკრას და საკუთარი რწმენა გაჩვენოს. არასდროს!"

"ბარსელონაში" ქომაგი თეთრ ცხვირსახოცს იქნევს, "ბაიერნში" უსტვენს. "აიაქსში" კი ჩემი მეგობრის, კრუიფის სახელს სკანდირებდნენ."

"ხოლო აქ, ქომაგი ფეხზე დგომით გიკრავს ტაშს. ეს დაუჯერებელია."

"ამიტომ, ჩვენი გუნდის ქომაგების მადლიერი ვარ - ისინი უმნიშვნელოვანესები არიან!"


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
3 იანვარი 2015 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
3-5-2 აღარ ათამაშო თორე შენ განახებ იდეალურ თამაშს
0
№12
ავტორი: PaLoMo
4 იანვარი 2015 04:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
LizarD,
Haha ra dakvirvebuli xar..pirdapir anegdoti rojaa:-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top