თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 14:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2354,
კომენტარები: 12
რიო: "ვწუხვარ კლუბს რომ ვერ დავემშვიდობე"
რიო ფერდინანდი "იუნაიტედზე" საუბრობს.
რიო:
რიო ფერდინანდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული უკანასკნელი დღეების შესახებ საკუთარი შთბეჭდილებები გაგვიზიარა.

"გასული სეზონის მიწურულს გუნდი რაიან გიგზმა ჩაიბარა და ის რომ დარჩენილიყო, ჩვენ ახალ კონტრაქტს განვიხილავდით. არ ვიცოდი რა მელოდა წინ, ამიტომ უბრალოდ კლუბის ხელმძღვანელობის ვერდიქტს დაველოდე. მეჩვენებოდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის შანსი მქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გიგზი მწვრთნელის პოსტზე არ დარჩა, ხოლო ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვეს. ასე რომ, გულშემატკივართან გამომშვიდობების საშუალება არ მომეცა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ სრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მივეცი, რადგან ცხოვრება გრძელდება."

"ჰალთან" შეხვედრა სეზონის ბოლო მატჩი გამოდგა და გულშემატკივრების აპლოდისმენტების ფონზე თავში აზრმა გამიარა: "შესაძლოა ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა იყო. სამწუხარო იქნებოდა ფანებთნ გამომშვიდობების საშუალება რომ არ მომეცეს"... გამიგეთ, მე "ოლდ ტრაფორდზე" 12 სეზონი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ტიტული მოვიგე. მინდოდა ლამაზად წავსულიყავი."

"დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა არ მომწონდა. ამის მთავარი მიზეზი სათამაშო პრაქტიკის არ ქონა გახლდათ. ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ჩვვენ მწვრთნელის მითითებებს უარვყოფდით, მის დავალებებს არ ვასრულებდით, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა. უბრალოდ გვიჭირდა სერ ალექსის ხელმძღვანელობის მოდელიდან დევიდ მოიესის სახელმძღვანელო მოდელზე გადართვა. მათ შორის უდიდესი სხვაობაა."
- განაცხადა ფერდინანდმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: DimaSanaia
2 იანვარი 2015 14:35
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
რიო sad კარიერას რომ დაასრულებ მერე მოგიწყობენ ტესტიმონიალს, არ იდარდო ბრო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№2
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2015 14:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე ვფიქრობ ცუდი ტრადიცია გვაქვს ის, რომ ლეგენდარულ ფეხბურთლებს მარტივად ვაცილებთ. ვინც გადავა სადმე შესაძლოა ის უბრალოდ აპლოდისმენტებით გააცილო, მაგრამ ვინც კარიერას ასრულებს, იმას გამოსათხოვარი მატჩი მაინც უნდა მოვუწყოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
2 იანვარი 2015 15:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძაან ცუდად წახვედი ((
0
№4
ავტორი: bziki
2 იანვარი 2015 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
უბრალოდ ესე მოხდა არ იცოდნენ ვინ მოვიდოდა და რა მოხდებოდა. სქოუნლზი 2 ჯერ გააცილეს, გიგზი ნევილიც ყველა საკადრისად წავიდა ვიდას და რიოს დაემტხვა უბრალოდ ესე თან დარჩენაც არ გამოდიოდა აღარ იყვნენ შესაბამის სიმაღლეზე.

მე ლამპარდზე ვკაიფობ როგორც უსარგებლო ნივთი ისე რო მოიშორეს. უჯიშო ძაღლს არ ექცევიან ეგრე ტოვებენ სახლში და პურს მაინც აჭმევენ. ჩელსის ლეგენდა ეხლა ჩელსს ებრძვის მალე ალბათ სიტიში ძეგლს დაუდგავენ
0
№5
ავტორი: RedTeen
2 იანვარი 2015 17:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
რიო <3 recourse იმსახურებს გრანდიოზული გამომშვიდობებას როცა კარიერას დაასრულებს..
0
№6
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 17:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ოლდ ტრაფორდი გააცილებს ფეხბურთიდან და გამოსანშვიდობებელი მატჩი აქ ექნება
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2015 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გული არ დაგწყდეს რიო, დარმწუნებული ვარ ისე იქნება როგორც საჭიროა fellow
0
№8
ავტორი: Mufc7
2 იანვარი 2015 17:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გამიგეთ, მე "ოლდ ტრაფორდზე" 12 სეზონი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ტიტული მოვიგე. მინდოდა ლამაზად წავსულიყავი."

recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: I L C
2 იანვარი 2015 19:22
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვიდას და რიოს ნაირი მცველები აღარ გვეყოლებიან იცოდეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 იანვარი 2015 21:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რიოო ერთი დრო გაუვალი კედელი იყავი :) რიო და ვიდიჩიიი... გვეღირსება ასეთი დონის დაცვაა ნეტა კიდე ??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top