თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 14:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2582,
კომენტარები: 12
რიო: "ვწუხვარ კლუბს რომ ვერ დავემშვიდობე"
რიო ფერდინანდი "იუნაიტედზე" საუბრობს.
რიო:
რიო ფერდინანდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული უკანასკნელი დღეების შესახებ საკუთარი შთბეჭდილებები გაგვიზიარა.

"გასული სეზონის მიწურულს გუნდი რაიან გიგზმა ჩაიბარა და ის რომ დარჩენილიყო, ჩვენ ახალ კონტრაქტს განვიხილავდით. არ ვიცოდი რა მელოდა წინ, ამიტომ უბრალოდ კლუბის ხელმძღვანელობის ვერდიქტს დაველოდე. მეჩვენებოდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის შანსი მქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გიგზი მწვრთნელის პოსტზე არ დარჩა, ხოლო ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვეს. ასე რომ, გულშემატკივართან გამომშვიდობების საშუალება არ მომეცა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ სრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მივეცი, რადგან ცხოვრება გრძელდება."

"ჰალთან" შეხვედრა სეზონის ბოლო მატჩი გამოდგა და გულშემატკივრების აპლოდისმენტების ფონზე თავში აზრმა გამიარა: "შესაძლოა ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა იყო. სამწუხარო იქნებოდა ფანებთნ გამომშვიდობების საშუალება რომ არ მომეცეს"... გამიგეთ, მე "ოლდ ტრაფორდზე" 12 სეზონი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ტიტული მოვიგე. მინდოდა ლამაზად წავსულიყავი."

"დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა არ მომწონდა. ამის მთავარი მიზეზი სათამაშო პრაქტიკის არ ქონა გახლდათ. ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ჩვვენ მწვრთნელის მითითებებს უარვყოფდით, მის დავალებებს არ ვასრულებდით, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა. უბრალოდ გვიჭირდა სერ ალექსის ხელმძღვანელობის მოდელიდან დევიდ მოიესის სახელმძღვანელო მოდელზე გადართვა. მათ შორის უდიდესი სხვაობაა."
- განაცხადა ფერდინანდმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 21:44
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"შესაძლოა ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა იყო. სამწუხარო იქნებოდა ფანებთნ გამომშვიდობების საშუალება რომ არ მომეცეს"... გამიგეთ, მე "ოლდ ტრაფორდზე" 12 სეზონი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ტიტული მოვიგე. მინდოდა ლამაზად წავსულიყავი."


რიოოო cry2 ვაიმეე რიოო !! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარიერას ან ოლდ ტრაფორდზე დაასრულებ, ან ოლდ ტრაფორდი გაგაცილებს ფეხბურთიდან!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: makaveli
3 იანვარი 2015 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
RojoDiablდა რიომ დაასრულა კარიერა? :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top