თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 13:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1988,
კომენტარები: 11
ნევილი: "იუნაიტედს" გაძლიერება სჭირდება"
გარი ნევილი კლუბს გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი აცხადებს, რომ მის ყოფილ კლუბს იანვარში დაცვის და ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდება.

"არ გამიკვირდება, თუ "იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გამოიჩენს. ვფიქრობ, გუნდის შენება ჯერ არ დასრულებულა და ესმის რა ეს ვან გაალს, იგი იანვარში გაძლიერებას ეცდება. დაცვის ცენტრი და ნახევარდაცვა - ეს არის ორი პოზიცია, რომელთაც გამყარება სჭირდება. ვფიქრობ, თუ "იუნაიტედს" ასეთი შესაძლებლობა ექნება, ისინი ხელიდან არ გაუშვებენ."

"თუ "იუნაიტედი" სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებს, ეს მათთვის მიღწევა იქნება. ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ ეს წელი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას მიეძღვნება, ხოლო მომდევნო წელი ტიტულისთვის ბრძოლას. თავად ვან გაალმა თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში ტიტულს მოიგებდა და გუნდი სწორ გზას ადგას. ტრავმები გუნდს ჯერ კიდევ აწუხებს და სამწუხაროდ ეს პროცესი უკვე დაწყებულია."

"იუნაიტედი" თანდათან ძლიერდება. "სტოკთან" მატჩში ფალკაო კარგი იყო და როცა ის გავიდა, გუნდმა მოუკლო. თუ ეს დაზიანებით არ არის გამოწვეული, მაშინ არ მესმის მწვრთნელის გადაწყვეტილების. გასულ სეზონთან შედარებით კლუბმა აშკარად მოუმატა. ბოლო 20-25 წლის შედეგიდან გამომდინარე, კი ცუდ ფორმაში იმყოფება. ჯერ-ჯერობით არ იმყოფებიან ისეთ მდგომარეობაში, რომ "სტოკის" მსგავსი გუნდების წინააღმდეგ მატჩებში გამარჯვება გამოგლიჯონ გუნდს."
- განაცხადა გარი ნევილმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
2 იანვარი 2015 13:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გარი ყოველთვის სწორად საუბრობს, მაგრამ იმდენად უყვარს მანჩესტერი ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არის, ისიც ჩვეულებრივი გულშემატკივარია გუნდის როგორც ჩვენ და სულ მოგება უნდა.
0
№2
ავტორი: bziki
2 იანვარი 2015 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იგრძნობა გაძლიერების საჭიროება
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 14:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნახევარდაცვას არ სჭირდება ისე როგორც დაცვას. ესეთი დაცვის ყოლას რა აზრი აქვს, მაინც ყველა ზედ გვივლის. სტროოტმანს თუ დავითრევთ ამ ზამთარს ნახევარდაცვას მეტი არც არაფერი სჭირდება დ ამაგრად მინდა მაგის გადმოსვლა

დაცვის ხაზს არ ვიცი რა ეშველება, ამ ზამთარს ვინ უნდა დავითიოთ ისეტი რო რამე ეშველოთ. ზაფხულში ჰუმელსი უნდა მოიყვანონ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2015 14:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დაცვაში რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომლებიც ჩვენ პრობლ;ემას სრულად აღმოფხვრიან, მაგრამ ზამთარში მათი შეძენა რამდენად იქნება ხელმისაწვდომი ეს სხვა საქმეა. აი ნახევარდაცვის ყველაზე დიდი პრობლემა კი მე ტრავმები მგონია., რადგან მანდ გვყავს შესაფერისი კანდიდატები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: chudikone
2 იანვარი 2015 15:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფეხბურთელებს აკლიათ სტაბილურობა პირველ რიგში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2015 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მცველ(ებ)ი რომ გვჭირდება მაგაში ორი აზრი არააააა.

"თუ "იუნაიტედი" სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებს, ეს მათთვის მიღწევა იქნება. " ასეც ვერ ვიტყვი მე პირადად, კი შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე მესამე ადგილი კარგი შედეგი იქნება და არა მიღწევა.
0
№7
ავტორი: I L C
2 იანვარი 2015 19:24
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დაცვაში გვჭირდება გაძლიერება მარა რათ გინდა ძემოდოდან ხმას არავინ იღებს facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: Mufc7
2 იანვარი 2015 19:41
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გასულ სეზონთან შედარებით კლუბმა აშკარად მოუმატა. ბოლო 20-25 წლის შედეგიდან გამომდინარე, კი ცუდ ფორმაში იმყოფება.

ისევ იმ ძველი ''იუნაიტედის'' დაბრუნებას ველი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 21:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"იუნაიტედს" გაძლიერება სჭირდება"


"იუნაიტედს" ჰუმელსი სჭირდება :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: kvara
3 იანვარი 2015 02:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ჰუმელსი წელს დირკაა დორტმუნდში და იქნებ დაფიქრდეს და გადმოვიდეს. დორტმუნდა ტუ ესე გააგრძელა ელის ბოლომდე ჰუმელსიც გაფუჭდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top