თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2015, 13:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1991,
კომენტარები: 11
ნევილი: "იუნაიტედს" გაძლიერება სჭირდება"
გარი ნევილი კლუბს გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი აცხადებს, რომ მის ყოფილ კლუბს იანვარში დაცვის და ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდება.

"არ გამიკვირდება, თუ "იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გამოიჩენს. ვფიქრობ, გუნდის შენება ჯერ არ დასრულებულა და ესმის რა ეს ვან გაალს, იგი იანვარში გაძლიერებას ეცდება. დაცვის ცენტრი და ნახევარდაცვა - ეს არის ორი პოზიცია, რომელთაც გამყარება სჭირდება. ვფიქრობ, თუ "იუნაიტედს" ასეთი შესაძლებლობა ექნება, ისინი ხელიდან არ გაუშვებენ."

"თუ "იუნაიტედი" სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებს, ეს მათთვის მიღწევა იქნება. ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ ეს წელი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას მიეძღვნება, ხოლო მომდევნო წელი ტიტულისთვის ბრძოლას. თავად ვან გაალმა თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში ტიტულს მოიგებდა და გუნდი სწორ გზას ადგას. ტრავმები გუნდს ჯერ კიდევ აწუხებს და სამწუხაროდ ეს პროცესი უკვე დაწყებულია."

"იუნაიტედი" თანდათან ძლიერდება. "სტოკთან" მატჩში ფალკაო კარგი იყო და როცა ის გავიდა, გუნდმა მოუკლო. თუ ეს დაზიანებით არ არის გამოწვეული, მაშინ არ მესმის მწვრთნელის გადაწყვეტილების. გასულ სეზონთან შედარებით კლუბმა აშკარად მოუმატა. ბოლო 20-25 წლის შედეგიდან გამომდინარე, კი ცუდ ფორმაში იმყოფება. ჯერ-ჯერობით არ იმყოფებიან ისეთ მდგომარეობაში, რომ "სტოკის" მსგავსი გუნდების წინააღმდეგ მატჩებში გამარჯვება გამოგლიჯონ გუნდს."
- განაცხადა გარი ნევილმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2015 11:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დაცვაში პრობლემები როა, ამას ყველა ხვდება და რატო არ ყიდულობენ არავიიის ?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top