თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2015, 21:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2312,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი, რას იტყვით მატჩის შესახებ?

ფრე ვითამაშეთ და უკეთეს შედეგს არც ვიმსახურებდით. მეორე გოლის გატანასთან მოწინააღმდეგe უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩვენ. ისიც შეიმჩნეოდა, რომ ჩაწოდებების მოგერიება გვიჭირდა, ასე იყო "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გამართულ წინა მატჩშიც. ვფიქრობ, საგოლე მომენტების შესაქმნeლად საკმარისი დრო და სივრცე გვქონდა. მაგრამ პირველ ტაიმში სიმახვილე და გადაწყვეტილებისუნარიანობა გვაკლდა. შეხვედრის მეორე ნახევარში, როგორც მე ვფიქრობ, ეს ასპექტი გამოსწორდა. მაგრამ პასების უზუსტობის გამო მომენტებს ვერ ვქმნიდით. ჩვეულებრივ, სიზუსტე გაცილებით მაღალია.

ამინდის გამო გუნდის თამაშის სურათი ხომ არ შეგიცვლიათ? დღეს უფრო ძლიერი ქარი იყო.

ასეთი პირობები ჰქონდა ჩვენ მოწინააღმდეგესაც, მაგრამ მათთვის ეს უფრო ჩვეულებრივია. "სტოკ სიტი" ბევრ ჩაწოდებებს მიმართავს, ასეთი ტაქტიკა იოლია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოედანზე თავისუფალი ზონები იყო და საკმარისი დრო გვქონდა კარგი თამაშის საჩვენებლად. არც ქარი იყო ისეთი ძლიერი, როგორსაც იფიქრებ. უკეთ თამაში შეგვეძლო.

რას ფიქრობთ გაშვებულ გოლზე?

ასეთი რამ ხდება. გუნდთან ამ თემაზე ორჯერ ვისაუბრეთ. ვიცით, რა შეუძლია პიტერ კრაუჩს. მის მოქმედებებს ყოველთვის არ მოჰყვება გატანილი გოლი, მაგრამ მას საგოლე გადაცემის გაკეთება შეუძლია. მაგრამ შოუკროსისა და კრაუჩის სიახლოვეს საჯარიმოში არავინ იმყოფებოდა. ეს კი ძალიან ცუდია. ცუდად ვითამაშეთ. კარგია, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნეთ, ანგარიში გავათანაბრეთ და მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ.

თქვენ კუთხურის შემდეგ გაუშვით გოლი, მაგრამ თავადაც სტანდარტულის შემდეგ გაიტანეთ.

დიახ. კუთხურებს დიდ ყურადღებას ვუთმობთ და დღეს სწორედ ასეთი სიტუაციის შემდეგ მოვახერხეთ გოლის გატანა. მაგრამ ჩემი გუნდის ფეხბურთელები არ არიან ისეთი მაღლები, როგორც "სტოკ სიტის" ფეხბურთელები, ამიტომ გაგვიჭირდა.

კიდევ ორი ტრავმირებული. რამდენად სერიოზულია მათი დაზიანება?

იანგს ისევ ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. შოუს კი პრობლემა არ აქვს. ეს დაგეგმილი ცვლილება იყო. მას ჯერ კიდევ არ შეუძლია მატჩის სრულად დასრულება, ამის შესახებ ადრეც ვთქვი.

თქვენი გუნდის უკანასკნელი სამი მატჩიდან გამომდინარე რა დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ?

ერთი მოგება, ორი ფრე. ფრე - გასვლით შეხვედრებში. გასვლაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, გასვლით და საშინაო შეხვედრებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს: "ბრიტანიაზე" დღეს ქომაგი შესანიშნავად უჭერდა მხარს გუნდს.

არ გთხოვთ კონკრეტული მოთამაშეები ან პოზიციები დაასახელოთ, რომელთა გაძლიერებასაც გეგმავთ, მაგრამ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელების შეძენას აპირებთ?

ამას თქვენთან არ განვიხილავ. შეგიძლიათ ყოველ კვირაში მკითხოთ მსგავსი რამ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს თქვენი საქმეა.

ლუი, გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ.

კარგი.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
1 იანვარი 2015 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
წლის ბოლოს ფალკაო გაუშვან უკან და კავანი იყიდონ. ერთი ფორვარდით და კარგი ვინგერებით თამაში ყოველთვის ამართლებს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
1 იანვარი 2015 20:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
განსხვავებით წინა მატჩისგან, სადაც სტოკი გვკეტავდა, დღეს სივრცეები მართლაც გვქონდა, მაგრამ ან პასი გამოდიოდა გრძელი, ან ფეხბურთელი ვერ ასწრებდა ბურთს, ან სხვა მიზეზი იყო. ქარიც თავისას შვრებოდა ცალკე და...

წლის ბოლოს ფალკაო გაუშვან უკან და კავანი იყიდონ.


ესეც მე ვარ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 იანვარი 2015 21:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
1 ტოპ კლასის ცენტრალური მცველი სჭირდება მანჩეტერს ! არა, პერსპექტიული და იმედისმომცემი, არამედ მსოფლიო დონის ძალიან ძლიერი მცველი !
0
№4
ავტორი: RojoDiablo
1 იანვარი 2015 21:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლუი, გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ.

კარგი.


wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: LizarD
1 იანვარი 2015 21:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მანჩესტერს მწვრთნელი სჭირდება ვინც მატჩიდან მატჩამდე თამაშს გააუმჯობესებს და არა ანალიტიკოსი! nope2
0
№6
ავტორი: Malboro463
1 იანვარი 2015 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
20 ტურიც მიილია და იგივე შეცდომებს იმიორებენ რასაც პირველ ტურში უშვებდნენ. გამოსწორება არ უდნა ეღირსოს? არ ამართლებს ეგ 3 მცველიანი ტაქტიკა და როთ ვერ ხვდება. ფერდინანდის ნაირი მცველები რო ყავდეს გუნდს კიდე კი. აგენმა კიდე ბურთის არც თამასში შეყვანა იციან, მოედნის ხედვა არ აქვთ გრძელი პასი არ იციან უცებ კონტრშეტევაზე რო გადავიდეს გუნდი ტეხნიკა და ფანტაზია ამათ არ აქვთ ჯონსის და მაკნეირის გარდა ცენტრალურებიდან ყველა შესაცვლელია
0
№7
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2015 00:23
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ამას თქვენთან არ განვიხილავ. შეგიძლიათ ყოველ კვირაში მკითხოთ მსგავსი რამ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს თქვენი საქმეა.


ეს მაგრად მევასება უცებ რომ უგვარებს ხოლმე wink

ამას თქვენთან არ განვიხილავ. შეგიძლიათ ყოველ კვირაში მკითხოთ მსგავსი რამ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს თქვენი საქმეა.


ეს მაგრად მევასება უცებ რომ უგვარებს ხოლმე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: kvara
2 იანვარი 2015 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
Malboro463,
ტყუილი არაა ბეილზე ჭორები. ერთი სტრაიკერი და ორი ფლანგის შემტევი სასწაუილი იქნება !
0
№9
ავტორი: DiMaria
2 იანვარი 2015 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ქარი მართლაც ქროდა, მარა ყველასთვის ქროდა, მხოლოდ ჩვენთვის ხომ არა
0
№10
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2015 12:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ALL IN,
ჯერ ერთი, ყველა თამაშში არ გაუტანია გოლი, რომელიც ძირითადში დაიწყო. მეორეც, სად დაინახე, რომ კონკურენციას უწევს? კონკურენციის გაწევა ნიშნავს, რვპ-ს და რუნის რომ ამოაგდებს შემადგენლობიდან, ეს კი მათთან ერთად თამაშობს, ეს იგი ეს არ არის კონკურენცია.

და ცალკე თემაა ის, ვინ ვის ჯობია. მე არ მითქვამს, რომ კავანი უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ვამბობ, რომ ფალკაო უნდა წავიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top