თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2015, 21:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2314,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი, რას იტყვით მატჩის შესახებ?

ფრე ვითამაშეთ და უკეთეს შედეგს არც ვიმსახურებდით. მეორე გოლის გატანასთან მოწინააღმდეგe უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩვენ. ისიც შეიმჩნეოდა, რომ ჩაწოდებების მოგერიება გვიჭირდა, ასე იყო "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გამართულ წინა მატჩშიც. ვფიქრობ, საგოლე მომენტების შესაქმნeლად საკმარისი დრო და სივრცე გვქონდა. მაგრამ პირველ ტაიმში სიმახვილე და გადაწყვეტილებისუნარიანობა გვაკლდა. შეხვედრის მეორე ნახევარში, როგორც მე ვფიქრობ, ეს ასპექტი გამოსწორდა. მაგრამ პასების უზუსტობის გამო მომენტებს ვერ ვქმნიდით. ჩვეულებრივ, სიზუსტე გაცილებით მაღალია.

ამინდის გამო გუნდის თამაშის სურათი ხომ არ შეგიცვლიათ? დღეს უფრო ძლიერი ქარი იყო.

ასეთი პირობები ჰქონდა ჩვენ მოწინააღმდეგესაც, მაგრამ მათთვის ეს უფრო ჩვეულებრივია. "სტოკ სიტი" ბევრ ჩაწოდებებს მიმართავს, ასეთი ტაქტიკა იოლია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოედანზე თავისუფალი ზონები იყო და საკმარისი დრო გვქონდა კარგი თამაშის საჩვენებლად. არც ქარი იყო ისეთი ძლიერი, როგორსაც იფიქრებ. უკეთ თამაში შეგვეძლო.

რას ფიქრობთ გაშვებულ გოლზე?

ასეთი რამ ხდება. გუნდთან ამ თემაზე ორჯერ ვისაუბრეთ. ვიცით, რა შეუძლია პიტერ კრაუჩს. მის მოქმედებებს ყოველთვის არ მოჰყვება გატანილი გოლი, მაგრამ მას საგოლე გადაცემის გაკეთება შეუძლია. მაგრამ შოუკროსისა და კრაუჩის სიახლოვეს საჯარიმოში არავინ იმყოფებოდა. ეს კი ძალიან ცუდია. ცუდად ვითამაშეთ. კარგია, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნეთ, ანგარიში გავათანაბრეთ და მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ.

თქვენ კუთხურის შემდეგ გაუშვით გოლი, მაგრამ თავადაც სტანდარტულის შემდეგ გაიტანეთ.

დიახ. კუთხურებს დიდ ყურადღებას ვუთმობთ და დღეს სწორედ ასეთი სიტუაციის შემდეგ მოვახერხეთ გოლის გატანა. მაგრამ ჩემი გუნდის ფეხბურთელები არ არიან ისეთი მაღლები, როგორც "სტოკ სიტის" ფეხბურთელები, ამიტომ გაგვიჭირდა.

კიდევ ორი ტრავმირებული. რამდენად სერიოზულია მათი დაზიანება?

იანგს ისევ ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. შოუს კი პრობლემა არ აქვს. ეს დაგეგმილი ცვლილება იყო. მას ჯერ კიდევ არ შეუძლია მატჩის სრულად დასრულება, ამის შესახებ ადრეც ვთქვი.

თქვენი გუნდის უკანასკნელი სამი მატჩიდან გამომდინარე რა დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ?

ერთი მოგება, ორი ფრე. ფრე - გასვლით შეხვედრებში. გასვლაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, გასვლით და საშინაო შეხვედრებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს: "ბრიტანიაზე" დღეს ქომაგი შესანიშნავად უჭერდა მხარს გუნდს.

არ გთხოვთ კონკრეტული მოთამაშეები ან პოზიციები დაასახელოთ, რომელთა გაძლიერებასაც გეგმავთ, მაგრამ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელების შეძენას აპირებთ?

ამას თქვენთან არ განვიხილავ. შეგიძლიათ ყოველ კვირაში მკითხოთ მსგავსი რამ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს თქვენი საქმეა.

ლუი, გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ.

კარგი.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
2 იანვარი 2015 14:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შეგიძლიათ ყოველ კვირაში მკითხოთ მსგავსი რამ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს თქვენი საქმეა.

lol lol ეხერხება ამ კაცს ჟურნალისტებთან გამკლავება.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2015 14:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართალია. სტოკი უფრო იმსახურებდა მოგებას ვიდრე ჩვენ და თამაშიდან გამომდინარე ფრე ცუდი შედეგი არ იყო. არადა ამ თამაშის მოგება ძალიან მაგარი იქნებოდა
0
№13
ავტორი: Malboro463
2 იანვარი 2015 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ALL IN,
თავდასხმაში კონკურენცია ნაკლებადა. ამ ფორმაში მყოფი ფალკაოს დატოვებას აზრი არ აქ თუ მოუმატებს დაიტოვონ ჩემი რა მიდის უკეთესია. რაც შეხება კაცანის ცენტრფორვარდის პოზიციაზე რუნის ბევრად ჯობია და ზუსტად მასეთი ფეხბურთელი გვჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top