თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 13:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2511,
კომენტარები: 12
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის ტაქტიკური ანალიზი.
"ტოტენჰემთან" მატჩში ლუი ვან გაალმა გამოიყვანა იგივე შემადგენლობა, რაც 2 დღის წინ "ნიუკასლთან".

ასეთი ფაქტი 2012 წლის ნოემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

1 ტაიმი

პირველი ტაიმი მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობით წარიმართა და ლოგიკურად ანგარიში არ უნდა ყოფილიყო იმაზე ნაკლები, რაც "ნიუკასლთან" დაფიქსირდა.

"ტოტენჰემის" მომენტი

პრობლემები შეტევაში.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა.

თაუნსენდმა საჯარიმოში ჩარბენილ ორ ფორვარდს მაღალი პასი მიაწოდა, რითაც მთელი დაცვა მოკვეთა.

აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემის" ორი ფეხბურთელი ერთ მაკნეირს შერჩა. ყურადღება მიაქციეთ ევანსის მდებარეობას, ის ფაქტიურად თამაშს გამოთიშულია.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


"იუნაიტედი" იხსნა მხოლოდ იმან, რომ მოთამაშეებმა ბურთს ვერ მიუსწრეს და აქცენტირებული დარტყმა არ შედგა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


რატომ შეიქმნა ასეთი სიტუაცია?

მომენტში, როცა თაუნსენდი ეშლი იანგისთვის "რეტის დასხმას" აპირებდა, "იუნაიტედის" ცენტრალური მცველები, მაკნეირი და ევანსი თავდასხმელების სიახლოვეს იმყოფებოდნენ. მაგრამ ევანსმა გადაწყვიტა, რომ იანგი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა მოწინააღმდეგეს და დაზღვევა სცადა, თუმცა ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია იმისთვის, რომ ამ მიზანს ხუან მატა ემსახურებოდა.

ამგვარად, ევანსმა თავისი ფეხბურთელი მიატოვა და როცა თაუნსენდი საჯარიმოს ცენტრისკენ შებრუნდა, თამაშს გამოეთიშა. არც მაკნეირს უთამაშია ამ ეპიზოდში დიდებულად.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


"იუნაიტედის" შეტევა

"იუნაიტედმა" პირველი მომენტი მე-7 წუთზე შექმნა, როცა მატამ უეინ რუნის დიდებული პასი მიაწოდა. აქ აღსანიშნავია ამ წყვილის ცალკეული თამაში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეპიზოდში, როცა ვალენსია პასს აწვდის მატას, რუნი უკან ბრუნდება და თამაშგარიდან ამოდის. მაგრამ, როგორც კი ხუანის გამოხედვა დაიჭირა, რომელმაც ბურთი მიიღო, მაშინვე კარისკენ გაიქცა. მატას მხოლოდ ზუსტი და დროული პასის გაკეთებაღა აკლდა.

ეს მომენტი თანაგუნდელების ურთიერთგაგების მაგალითია. სამწუხაროდ, ეპიზოდს არაფერი მოჰყვა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


***


შემდეგი მომენტი შეიქმნა მე-19 წუთზე და მთავარ როლში კვლავ მატა იმყოფებოდა.

ყურადღება მიაქციეთ, რამდენად დიდ სივრცეს ტოვებს მოწინააღმდეგე "იუნაიტედის" ფლეიმეიკერისთვის. "ტოტენჰემი" უშვებს იგივე შეცდომას, რაც დაუშვა "ნიუკასლმა", რაც მატასა და ხუანისთვის თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემას გულისხმობს.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


მას შემდეგ, რაც მატამ რუნისგან ბურთი მიიღო, მას "ტოტენჰემის" ფეხბურთელი დაეწია, რომელიც ბურთის ართმევას ან აუცილებელ შემთხვევაში ჯარიმის აღებას ცდილობდა. ესპანელი, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ სისუსტეში და ბრძოლის უუნარობაში, უპრობლემოდ რჩება ფეხზე, ფლობს ბურთს და მიიწევს კარისკენ.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ამას მოჰყვა პასი ფალკაოზე და ლორისთან ერთი-ერთზე გასვლა. სამწუხაროდ, რადამელმა ვერც მარჯვენათი დაარტყა უცებ და ვერც კარგად მიიღო ბურთი.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


***


24-ე წუთზე "იუნაიტედმა" მაინც გაიტანა თავისი გოლი, მაგრამ თამაშგარის გამო არ ჩათვალეს.

სკრინშოტზე ჯონსის უკანასკნელი პასი/დარტყმაა. როგორც ვხედავთ, თამაშგარის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ერთი წამით გვიან კი გოლის ფიქსაციამ კარის აღება დაადასტურა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


შესაძლოა, თამაშგარე ცოტათი ადრე დაფიქსირდა, მაგრამ იყო კი ფილი აქტიური? გაგვიხარდება, თუ კომენტარებში ამ ეპიზოდს მიმოიხილავთ და მას საფეხბურთო წესების მოშველიებით გაამყარებთ, ან იქნებ რომელიმე მსაჯმაც წაიკითხოს.

***


კიდევ ერთი სერიოზული მომენტი ლორისის კართან 34-ე წუთზე. ფალკაო საჯარიმოს კუთხიდან ცენტრში მიიწევს და მარჯვენა შორეულ კუთხეში ურტყამს, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოვიდა და ლორისი, რომელიც მოვლენათა ასეთ განვითარებას ელოდა, უპრობლემოდ გაუმკლავდა მას.

ფალკაოს შეეძლო პასი მიეწოდებინა საჯარიმოში მთელი ძალით შეჭრილ მატასთვის და ის უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან დაცხრილავდა მეტოქის კარს, მაგრამ თავდამსხმელის დადანაშაულება იმაში, რომ დაარტყა და არ გააკეთა პასი, სისულელეა, რადგან უბრალო რემარკია მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია, რომ მსგავსი მომენტი მოხდა "საუთჰემპტონი" - "ჩელსის" მატჩში, იმ სხვაობით, რომ ედენ აზარმა ბურთი ძლიერად და ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარის შორეულ კუთხეში.

ფალკაოს მომენტის ვიდეო

აზარის მომენტის ვიდეო

***


ცალკე შეიძლება გამოიყოს ეშლი იანგის დარტყმა, რომელიც ცხრიანისკენ მიფრინავდა, მაგრამ უგო ლორისმა დაუჯერებელი ნახტომით აიღო.

გარდა ამისა, იყო კერიკის პასი ვან პერსიზე, რომლის შემდეგაც რობინი ლორისთან პირისპირ დარჩა. მაგრამ რთულმა ბურთმა და თავისუფალი სივრცის არ არსებობამ "იუნაიტედის" თავდამსხმელს მომენტის გამოყენებაში ხელი შეუშალა. თუმცა ისიც ნათელია, რომ ვან პერსის ტექნიკა მას მსგავსი გოლების გატანის საშუალებას აძლევს და ის უფრო რთული სიტუაციებდანაც გამომძვრალა.

გაგრძელება
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 დეკემბერი 2014 13:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ ვიცი ამ სტატიის სამივე ნაწილს წაიკითხავთ თუ არა, მაგრამ ასე მგონია, დღეს კორენევი ნასვამი იყო.

ჯონსის ეპიზოდში, როცა გოლი გავიდა და არ ჩაგვითვალეს, სრულიად სამართლიანი იყო. სანამ შერიწევდა და თავს დაარ***მდა, პასის გაკეთების მომენტში კარის ხაზის გასწვრივ იდგა ქვედა ძელთან. ეს თუ თამაშგარე არ არის, სხვა რაღაა აბა?

მე რაც ამ თამაშში ყველაზე მეტად მომეწონა, ეს იყო "იუნაიტედის" მოკლე პასებით თამაშის მცდელობა. ასტონ ვილასთან თამაშის განხილვისას დაიწერა, რომ ზედმეტ გრძელ გადაცემებს აკეთებნდენ ფეხბურთელები და სიტისაც კი შევედარეთ ამაში, როგორც ჩანს ისმინა ვან გაალმა (თუმცა მეეჭვება). ცალკე საკითხია ამას რა შედეგი მოჰყვა, მაგრამ თუ შედეგზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს ისევ შემსრულებლებს დავაბრალოთ უშუალოდ ეპიზოდის დროს. მათთან ბურთი მიდიოდა, მაგრამ ისინი ვერ აგვირგვინებდნენ. როგორც ფალკაო, ისე პერსი და მატა.

მომეჩვენა, რომ ფალკაო ძალიან მარტივად დაიღალა. შეხვედრის დასაწყისში, როცა ლორისს ბურთს მიგუორბდნენ, რადამელი მივარდებოდა ხოლმე და მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ შემდეგ ამ ხერხს მიანება თავი. მესმის, ეს არ არის ყოველთვის საჭირო, მაგრამ დაეტყო, რომ სირბილი აღარ შეეძლო და ამას მცველებთან მიმართებაში მისი თამაშითაც ვადასტურებ.

როცა მატჩის პრევიუ დავწერე, ვთქვი, რომ დაცვის ხაზის გადალახვა შეგვეძლო, ტოტენჰემის უკანა ხაზის ოთხეული ნამდვილად არ არის კლდე და მის დასანგრევად არ გჭირდება ზარბაზანი, მაგრამ ისიც ვთქვი, რომ ჩვენი თავისტკივილი იქნებოდა ლორისი, რომელიც დე ხეას არაფრით ჩამოუვარდებოდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. გავიარეთ ხიდი და ვერ შევაღეთ ციხე-სიმაგრის კარიბჭე. ყველაზე გულდასაწყვეტი სწორედ ასეთი მატჩია.

აქამდე ვერ ვიგებდით იმიტომ, რომ ცუდად ვთამაშობდით, ან ვიგებდით ისე, რომ კარგად არ ვთამაშობდით. გუშინ პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ, მეორე ტაიმი ცუდად ვითამაშეთ და არ წავაგეთ. ფრე მაინც სამართლიანი შედეგია და მადლობა იქით ბარნსს, რომ სიტის ქულები დააკარგვინა, ისევე როგორც მანეს. არსენალმა კი გაიხარა ამ ტურში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
29 დეკემბერი 2014 13:42
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
ახლა ყველანი მივხვდით როგორია მოწინააღმდეგისთვის როდესაც კარში გადაულახავი მეკარე დგას lol ლორისმა იგივე გაგვიკეთა რასაც დე ხეა უკვე დიდი ხანია უკეთებს ყველას. ისე გეთანხმები მგონი კორენევი მართლა არ იყო საღ გონებაზე, სხვა დროს უფრო უკეთ მსჯელობს ხოლმე და განიხილავს შეხვედრას.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
29 დეკემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
nika_123,
კიი და ყველაზე მეტად მეგონა, რომ პერსის მომენტს განიხილავდა და მიზეზს უფრო ღრმად ახსნიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: bziki
29 დეკემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თავიანთ თავს უდა დააბრალონ ამდენი მომენტი 2-3 თამშს ეყოფოდა ამათ მოახერხეს და ყველა გაანიავეს. ტრამვები, დაღლილობა, გადაჩვეველები არიან კვირაში 2 თამაშის ჩატარებას კაი გაკვეთილს კი მიიღებენ.

ჩემპიონობის იმედი მაინც არ მქონდა, სამეული არ უნდა გაგვიჭირდეს მეორე წრე უფრო დალაგებული თამაში იქნება ტრამვებიც იმედია აღარ შეგვაწუხებს. დიმარია მინდა დროზე დაბრუნდეს რო შეთამაშდეს გუნდთან 3-4 თამაშს ალბათ ჩააგდებს დაბრუნების მერე სანამ ფორმას აკრეფს და შეთამაშდებიან

ზამთარში ერთი ნორმალური ტრანსფერიც გვინდა ახალი სისხლი ყოველთვის კარგია
0
№5
ავტორი: RedGirl
29 დეკემბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
საღოლ დუმბო რა ! რავი რა ვთქვა შენზე ზედმეტია აქ ლაპარაკი ;დ

რაც შეეხება მატჩს, სამწუხაროდ პირველ ტაიმს ვერ ვუყურე. მაგრამ მეორემ მართლა გული მატკინა ;დ შეტევის ხაზი საერთოდ დაიკარგა და არ ჩანდა. დაცვამაც ბევრი შეცდომა დაუშვა, ქერიკის შეცდომებზე არაფერს ვამბობ. მოკლედ არაფერი მომხდარა მეორე ტაიმში კარგი.

ვან გაალი კიდე მართლა საოცრებაა. მჯერა, რომ ბოლოს ხსენებული პრობლემები აღმოიფხვრება, მაგრამ ამისათვის კარგი საყრდენია საჭირო.

ასეთი პენალტის დადება შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ მხოლოდ ჩაკირს შეეძლო. ის კი არ არის იმ ადამიანთა სიაში, ვის აზრსაც ყურადღებას აქცევენ.


ეს ძალიან მომეწონა wink love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Esi
29 დეკემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დუმბოზე უბრალო სიტყვები ზედმეტია უკვე!

რაც შეეხება მატჩს, თითქოსდა მშვენივრად ვითამაშეთ, მაგრამ ამდენი არ გამოუყენებელი მომენტი პირველ ტაიმში ძალიან ცუდი შედეგია ისეთი დონის ფეხბურთელებისთვის როგორიც იუნაიტედს წინა ხაზში ჰყავს. ერთ-ერთი მაინც უნდა გამოეყენებინათ! აი მეორე ტაიმი ხო საერთოდ არაფერს არ ჰგავდა!

იმედია ისევ 4 მცველს დაუბრუნდება ვან გაალი.
0
№7
ავტორი: AkkRed
29 დეკემბერი 2014 16:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგრად მევასება ეს სტატია, იქ რომ შევდივარ და კომენტარებს ვკითხულობ აზრებს უზიარაებენ და ანალიზებენ ეს საკმაოდ სასიხარულო მომენტია და ბევრ რამეს ხედავ რაც ვერ ნახე თამაშის ყურებისას winked

გუშინ ბლინდის და ერერას სწრაფი და მოკლე პასები დაგვაკლდა, დაცვამ და მეკარემ შორეული პასები ჩააგდეს. კერიკიც არ იყო შეტევის წამოწყების მუღამზე :დ და გვჭირდებოდა ცოცხალი ეფექტური სწრაფი ცენტრი ესეთები გყვავს მაგრამ დამტვრეულები იყვნენ, ასე რომ ზოგადად ჩვენს წარუმატლებლობას უნდა დავაბრალოთ. ეს ფრე კიდე ლუის ბრალია მაინც მე ასე ვთვლი.

ჯერ კიდევ ნიუკასლთან არასწორი შეცვლები და ადრეული შეცვლა გუშინდელ თამაში.

p.s მეც ვიტყოდი დუმბაძეზე ერთ-ორ სიტყვას მაგრამ კატეგირიულად ამიკრძალა lol
0
№8
ავტორი: GeorgeBest
29 დეკემბერი 2014 16:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ ალბათ წლევანდელ სეზონში ერთადერთი თამაში იყო სადაც კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ. კარგი პირველი ტაიმი იყო და ფალკაოს და პერსის დონის ფორვარდებს ამდენი მომენტიდან მინიმუმ ერთი მაინც უნდა გაჰქონდეთ. გუნდი მაგარი გადაღლილი იყო და ეტყობოდათ მაგრად მარა მაინც დასანანაია ესეთ თამაშში ქულის დაკარგვა

დაცვაში როგორც ყოველთვის იყო შეცდომები და არც ნახევარდაცვამ დააკლო. ბლინდის დაბრუნებას ველოდები ყველაზე მეტად და იმედია ძველებურად სტაბილურად გააგრძელებს თამაშს.

გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა, იყო თამაშგარე და იმ ერთ ეპიზოდს თუ არ გამოვეკიდებით კარგი იქნება, სხვა მომენტებიც იყო რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. ლორისიც ძალიან მაგარი იყო მარა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ფორვარდებს მეტი მოეთხოვებოდათ

მატა იყო გამორჩეული და მიხარია მისი ესეთი თამაში
0
№9
ავტორი: chestersa
29 დეკემბერი 2014 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ვან გაალი რა მწარედ მერადავება წინა კვირასჰი ხო მანჩესტერმა წამაგებინა 150 ლარი ეხლაც მანჩესტერმა წამაგებინა თითქმის იგივე თანხა :დ
0
№10
ავტორი: DiMaria
29 დეკემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რაო, რა გოლი უნდა ჩათვლილიყოო? მაქ განსახილველიც კი არაფერია. ხომ არ გადაირია. ლორისი რომ არა ამ თამაშს ალბათ მოვიგებდით, მაგრამ თუ ვინმეა დამნაშავე პირველ რიგში ისევ ჩვენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top