თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 13:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2512,
კომენტარები: 12
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის ტაქტიკური ანალიზი.
"ტოტენჰემთან" მატჩში ლუი ვან გაალმა გამოიყვანა იგივე შემადგენლობა, რაც 2 დღის წინ "ნიუკასლთან".

ასეთი ფაქტი 2012 წლის ნოემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

1 ტაიმი

პირველი ტაიმი მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედის" უპირატესობით წარიმართა და ლოგიკურად ანგარიში არ უნდა ყოფილიყო იმაზე ნაკლები, რაც "ნიუკასლთან" დაფიქსირდა.

"ტოტენჰემის" მომენტი

პრობლემები შეტევაში.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა.

თაუნსენდმა საჯარიმოში ჩარბენილ ორ ფორვარდს მაღალი პასი მიაწოდა, რითაც მთელი დაცვა მოკვეთა.

აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემის" ორი ფეხბურთელი ერთ მაკნეირს შერჩა. ყურადღება მიაქციეთ ევანსის მდებარეობას, ის ფაქტიურად თამაშს გამოთიშულია.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


"იუნაიტედი" იხსნა მხოლოდ იმან, რომ მოთამაშეებმა ბურთს ვერ მიუსწრეს და აქცენტირებული დარტყმა არ შედგა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


რატომ შეიქმნა ასეთი სიტუაცია?

მომენტში, როცა თაუნსენდი ეშლი იანგისთვის "რეტის დასხმას" აპირებდა, "იუნაიტედის" ცენტრალური მცველები, მაკნეირი და ევანსი თავდასხმელების სიახლოვეს იმყოფებოდნენ. მაგრამ ევანსმა გადაწყვიტა, რომ იანგი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა მოწინააღმდეგეს და დაზღვევა სცადა, თუმცა ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია იმისთვის, რომ ამ მიზანს ხუან მატა ემსახურებოდა.

ამგვარად, ევანსმა თავისი ფეხბურთელი მიატოვა და როცა თაუნსენდი საჯარიმოს ცენტრისკენ შებრუნდა, თამაშს გამოეთიშა. არც მაკნეირს უთამაშია ამ ეპიზოდში დიდებულად.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


"იუნაიტედის" შეტევა

"იუნაიტედმა" პირველი მომენტი მე-7 წუთზე შექმნა, როცა მატამ უეინ რუნის დიდებული პასი მიაწოდა. აქ აღსანიშნავია ამ წყვილის ცალკეული თამაში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეპიზოდში, როცა ვალენსია პასს აწვდის მატას, რუნი უკან ბრუნდება და თამაშგარიდან ამოდის. მაგრამ, როგორც კი ხუანის გამოხედვა დაიჭირა, რომელმაც ბურთი მიიღო, მაშინვე კარისკენ გაიქცა. მატას მხოლოდ ზუსტი და დროული პასის გაკეთებაღა აკლდა.

ეს მომენტი თანაგუნდელების ურთიერთგაგების მაგალითია. სამწუხაროდ, ეპიზოდს არაფერი მოჰყვა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


***


შემდეგი მომენტი შეიქმნა მე-19 წუთზე და მთავარ როლში კვლავ მატა იმყოფებოდა.

ყურადღება მიაქციეთ, რამდენად დიდ სივრცეს ტოვებს მოწინააღმდეგე "იუნაიტედის" ფლეიმეიკერისთვის. "ტოტენჰემი" უშვებს იგივე შეცდომას, რაც დაუშვა "ნიუკასლმა", რაც მატასა და ხუანისთვის თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემას გულისხმობს.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


მას შემდეგ, რაც მატამ რუნისგან ბურთი მიიღო, მას "ტოტენჰემის" ფეხბურთელი დაეწია, რომელიც ბურთის ართმევას ან აუცილებელ შემთხვევაში ჯარიმის აღებას ცდილობდა. ესპანელი, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ სისუსტეში და ბრძოლის უუნარობაში, უპრობლემოდ რჩება ფეხზე, ფლობს ბურთს და მიიწევს კარისკენ.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ამას მოჰყვა პასი ფალკაოზე და ლორისთან ერთი-ერთზე გასვლა. სამწუხაროდ, რადამელმა ვერც მარჯვენათი დაარტყა უცებ და ვერც კარგად მიიღო ბურთი.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


***


24-ე წუთზე "იუნაიტედმა" მაინც გაიტანა თავისი გოლი, მაგრამ თამაშგარის გამო არ ჩათვალეს.

სკრინშოტზე ჯონსის უკანასკნელი პასი/დარტყმაა. როგორც ვხედავთ, თამაშგარის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


ერთი წამით გვიან კი გოლის ფიქსაციამ კარის აღება დაადასტურა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


შესაძლოა, თამაშგარე ცოტათი ადრე დაფიქსირდა, მაგრამ იყო კი ფილი აქტიური? გაგვიხარდება, თუ კომენტარებში ამ ეპიზოდს მიმოიხილავთ და მას საფეხბურთო წესების მოშველიებით გაამყარებთ, ან იქნებ რომელიმე მსაჯმაც წაიკითხოს.

***


კიდევ ერთი სერიოზული მომენტი ლორისის კართან 34-ე წუთზე. ფალკაო საჯარიმოს კუთხიდან ცენტრში მიიწევს და მარჯვენა შორეულ კუთხეში ურტყამს, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოვიდა და ლორისი, რომელიც მოვლენათა ასეთ განვითარებას ელოდა, უპრობლემოდ გაუმკლავდა მას.

ფალკაოს შეეძლო პასი მიეწოდებინა საჯარიმოში მთელი ძალით შეჭრილ მატასთვის და ის უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან დაცხრილავდა მეტოქის კარს, მაგრამ თავდამსხმელის დადანაშაულება იმაში, რომ დაარტყა და არ გააკეთა პასი, სისულელეა, რადგან უბრალო რემარკია მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია, რომ მსგავსი მომენტი მოხდა "საუთჰემპტონი" - "ჩელსის" მატჩში, იმ სხვაობით, რომ ედენ აზარმა ბურთი ძლიერად და ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარის შორეულ კუთხეში.

ფალკაოს მომენტის ვიდეო

აზარის მომენტის ვიდეო

***


ცალკე შეიძლება გამოიყოს ეშლი იანგის დარტყმა, რომელიც ცხრიანისკენ მიფრინავდა, მაგრამ უგო ლორისმა დაუჯერებელი ნახტომით აიღო.

გარდა ამისა, იყო კერიკის პასი ვან პერსიზე, რომლის შემდეგაც რობინი ლორისთან პირისპირ დარჩა. მაგრამ რთულმა ბურთმა და თავისუფალი სივრცის არ არსებობამ "იუნაიტედის" თავდამსხმელს მომენტის გამოყენებაში ხელი შეუშალა. თუმცა ისიც ნათელია, რომ ვან პერსის ტექნიკა მას მსგავსი გოლების გატანის საშუალებას აძლევს და ის უფრო რთული სიტუაციებდანაც გამომძვრალა.

გაგრძელება
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
29 დეკემბერი 2014 17:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩემი საყვარელი სტატიააა love ამის წაკითხვის მერე რა კომენტარიღა უნდა დავწერო, ვეღარ ვიგებ ხოლმე feel მართალია, 2014 წელი ვერ გავაცილეთ ისე,როგორც გვინდოდა ყველას,მაგრამ ახალ წელს იმედი მაქვს მოგებით დავიწყებთ request გამოვასწორებთ იმ პრობლემებს, რომლებიც იმ ვერმოგებულ მატჩებში გამოვლინდა. კარგად ჩატარებულ თამაშებს ცოტა იღბალიც დაემატება (რაც ამ მატჩში გვაკლდა) და სანერვიულო ცოტა გვექნებაა 3d_7
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 დეკემბერი 2014 20:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დუმბოო hi2

დუმბოო hi2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top