"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა თავისი გუნდის ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ "ოლდ ტრაფორდის" გასასვლელში მანქანებიდან ჩამოვიდნენ და ქომაგებთან ფოტოები გადაიღონ ან ავტოგრაფები გასცენ.
ჰოლანდიელ მწვრთნელს სურს, რომ გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს შორის უფრო მეტი პატივისცემა სუფევდეს. მცირე ხნის წინ კერინგტონის სავარჯიშო ბაზაზე მისვლისას "იუნაიტედს" ცივ ამინდში გულშემატკივართა მთელი ამალა დახვდა, რომელსაც "წითელი ეშმაკები" ავტობუსიდან ესალმებოდნენ, სანამ რადამელ ფალკაომ თანაგუნდელებს ძირს ჩასვლა და გულშემატკივირსთვის მადლობის გადახდა არ სთხოვა.
სანამ ვან გაალი კლუბს ჩაიბარებდა, "იუნაიტედის" მილიონერ ვარსკვლავებს თავიანთი მანქანები "ოლდ ტრაფორდის" გასასვლელთან ახლოს ჰყავდათ გაჩერებული და სტადიონის დატოვების დროს ქომაგებს მანქანიდან ემშვიდობებოდნენ.
მაგრამ ლუი ვან გაალმა ასეთი რამ აღკვეთა და ახლა უეინ რუნის, ვან პერსისა და ანხელ დი მარიას მსგავს ფეხბურთელებს მოუწევთ ძრავა გამორთონ და ქომაგებს პირადად შეხვდნენ.
კლუბთან დაახლოებული წყარო იტყობინება: "ვან გაალი თვლის, რომ ფეხბურთელებმა მხარდამჭერებს პატივი უნდა სცენ და რომ გულშემატკივარი კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან."
"მოთამაშეები შეჩვეულნი იყვნენ მანქანიდან მისალმებას, მაგრამ ასე აღარ მოხდება. და ეს არ ეხება მხოლოდ სტადიონს. კერინგტონზე მისვლისას გულშემატკივარი გუნდს ელოდა ცივ ამინდში და ფეხბურთელები მათ ავტობუსიდან ესალმებოდნენ, მაგრამ რადამელ ფალკაომ მათ მოუწოდა ძირს ჩასულიყვნენ და პირადად შეხვედროდნენ. ძალიან სასიამოვნო იყო ამის ხილვა."